9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის როლი სკო­ლის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაში

spot_img

კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს არა მხო­ლოდ ცოდ­ნას, არა­მედ უვი­თა­რებს ისეთ უნა­რებს, რო­მელ­თა შე­ძე­ნა მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გუნ­დუ­რო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აზ­როვ­ნე­ბის და სხვ., ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა შე­მეც­ნე­ბი­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თვი­თაქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას. მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტებ­მა დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ნაკ­ლე­ბად აც­დე­ნენ სკო­ლას, იშ­ვი­ა­თად აქვთ დის­ციპ­ლი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ც­და აქვთ. ამას­თან მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში აფა­სებს არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ცოდ­ნას და, ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და უნა­რებს ავი­თა­რებს.

ამ­ჯე­რად ყუ­რადღე­ბას სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე შე­ვა­ჩე­რებ, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ერ­თ­ნა­ი­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სხვა უწყე­ბე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის მი­ერ და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს უწყობს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, შექ­მ­ნან ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო თემ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა­საც უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი გა­მო­ი­ჩი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვა და, სა­მო­ქა­ლა­ქო კლუბ­თან ერ­თად, ჩა­ერ­თოს პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის მი­ერ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი პრო­ექ­ტი და აქ­ტი­ვო­ბა. მა­გა­ლი­თად, პრო­ექ­ტი „გა­ა­კე­თე სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თ­ვის“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო „მოს­წავ­ლე­ებ­ში და ად­გი­ლობ­რივ თემ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ჩვე­ნი სოფ­ლის კლუბ­ში მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც გა­ვა­ცა­ნით პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი. შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და მშო­ბელ­თა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კლუ­ბი, რო­მელ­შიც გაერ­თი­ან­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ი­სა და სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ად­მი­ა­ნე­ბი.

ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში მუ­შა­ობს, ჩა­ა­ტა­რა სე­მი­ნა­რი თე­მა­ზე: „ადა­მი­ა­ნის შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა“, თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას; სოფ­ლის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექი­მი-პე­დი­ატ­რი მოს­წავ­ლე­ებს ექი­მის პრო­ფე­სი­ა­ზე ესა­უბ­რა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ეწ­ვივ­ნენ ჩვე­ნი სოფ­ლის სა­კონ­დიტ­როს, გა­ეც­ნენ მის საქ­მი­ა­ნო­ბას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ერთ-ერ­თი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მ­ნა­ში; ასე­ვე სტუმ­რობ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რივ მეღ­ვი­ნეს მა­რან­ში, გა­ეც­ნენ ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას და დარ­გის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოს; მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა, სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა ად­გი­ლობ­რივ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, სუ­პერ­მარ­კეტ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ეს­ტუმ­რ­ნენ ზეს­ტა­ფო­ნის პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯს „კონ­ს­ტ­რუქტ2“. კო­ლე­ჯის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ მოს­წავ­ლე­ებს პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი გა­აც­ნო. და­ათ­ვა­ლი­ე­რეს კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, შეხ­ვ­დ­ნენ და ესა­უბ­რ­ნენ კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტებს, ნა­ხეს პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სივ­რ­ცე, თვი­თო­ნაც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნათ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი, რომ რამ­დე­ნი­მემ გა­დაწყ­ვი­ტა, პრო­ფე­სი­ას აქ და­ე­უფ­ლოს.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­დე­გად ამაღ­ლ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად, გა­ი­ზარ­და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბით. მათ ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ად­გი­ნეს მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი და რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბით შეძ­ლე­ბენ და­საქ­მე­ბას სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში თუ სო­ფელ­ში.

ნონა ყაველაშვილი
სსიპ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზო­დის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები