12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

კი­დევ ერ­თხელ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ მინ­დი­ას შე­სა­ხებ

spot_img

მაია გვი­ჩია
სსიპ ქ. ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ვა­ჟას „ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­ში“ მინ­დი­ას პი­როვ­ნე­ბას გან­ვი­ხი­ლავ, მოს­წავ­ლე­თა­გან მუდ­მი­ვად წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი აზ­რე­ბი მო­დის, ზოგ­ნი მას ამარ­თ­ლე­ბენ, ზოგ­ნი – პი­რი­ქით. რთუ­ლია, მათ არ უს­მი­ნო, მათ ნათ­ქ­ვამ­შიც არის სი­მარ­თ­ლე ისე­ვე, რო­გორც ჩემ­სა­ში… მახ­სოვს, სა­მი წლის წინ, ერ­თი ძლი­ე­რი მე-11 კლა­სი მყავ­და, სა­დაც თით­ქ­მის ყვე­ლა მზად იყო, მას­წავ­ლებ­ლის მო­საზ­რე­ბა მწა­რედ გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა და გა­ე­ნუ­ლე­ბი­ნა. „ონ­ლა­ი­ნე­ბი­დან“ ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ისე­დაც ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ან გაკ­ვე­თილ­ზე რა უნ­და მოგ­ვეს­წ­რო — ძვე­ლის გა­მო­კითხ­ვა, ახ­ს­ნა თუ გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, თუმ­ცა, ასე თუ ისე, მა­ინც მო­ვერ­გეთ ახალ ფორ­მატს, ვე­ცა­დე გა­მო­მე­კითხა, ტექ­ს­ტიც აიხ­ს­ნა ნა­წი­ლობ­რივ და პო­ე­მის მე-5 თავ­ში, იქამ­დე, სა­დაც მინ­დია თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი იდ­გა თე­მი­სა და ბერ­დი­ას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე, ვე­რა­ფერ­ში მი­ეშ­ვე­ლა ალუ­დას:

„ამის გამ­გო­ნე მინ­დი­ას მა­უწყ­ლი­ან­დის თვა­ლე­ბი:

ვე­ღა­რა­სა ჰშველს ალუ­დას,

გულ­ზე გა­დიწყ­ვის მკლა­ვე­ბი.“

რო­გორც იქ­ნა, მი­ვე­დით… ბავ­შ­ვებ­მა ერ­თხ­მად გა­ამ­ტყუ­ნეს მინ­დია, რა­კი აქამ­დე ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით მიჩ­ვე­ულ­ნი იყ­ვ­ნენ მის­გან ალუ­დას ქო­მა­გო­ბა­სა და დაც­ვას, არ მო­ე­წო­ნათ, თუმ­ცა აღი­ა­რეს, რომ თე­მი ისე­თი ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი იყო. რომ­ლის წი­ნა­შე ვე­რა­ფერს გა­აწყობ­და ვინ­მე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მინ­დი­ას ქმე­დე­ბა მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და მათ­თ­ვის, კლას­ში ბევ­რი იდე­ა­ლის­ტი და მაქ­სი­მა­ლის­ტი იყო, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ვერ და­ვარ­წ­მუ­ნე, რომ სხვაგ­ვა­რად უბ­რა­ლოდ ვერ შეძ­ლებ­და, ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და, რად­გან მა­საც იგი­ვე ხვედ­რი ელო­და სოფ­ლი­სა­გან, ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ მინ­დია მზად არ იყო ამ­გ­ვა­რი ნა­ბი­ჯის­თ­ვის… თუმ­ცა, ყვე­ლა ჩე­მი მცდე­ლო­ბა ამაო გა­მოდ­გა. ბო­ლოს ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლი პეტ­რე გა­მახ­სენ­და, მა­ნაც ერ­თ­გუ­ლე­ბა­ზე გა­და­დო თა­ვი მოძღ­ვ­რის წი­ნა­შე, უთხ­რა, არა­სო­დეს გი­ღა­ლა­ტე­ბო, თუმ­ცა, გან­საც­დელ­მა რომ მო­უ­კა­კუ­ნა, მამ­ლის ორ­ჯერ და­ყივ­ლე­ბამ­დე, სამ­ჯერ მო­ას­წ­რო მი­სი ღა­ლა­ტი და უარ­ყო­ფა, არა, მე არა ვარ ის კა­ცი, ვინც მას­თან იყოო… ამის მე­რე არ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს მინ­დი­ას ბო­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა – დუ­მი­ლი თუ პა­სი­უ­რო­ბა. ბავ­შ­ვებს მო­ე­წო­ნათ ეს არ­გუ­მენ­ტი, ყვე­ლა ერ­თ­ბა­შად და­მე­თან­ხ­მა, მინ­დი­ას გან­ს­ჯაც შეწყ­და. მე კი იმით და­ვას­რუ­ლე, რომ მის თვა­ლებ­ში ცრემ­ლი, სი­ნა­ნუ­ლია, გულ­დაწყ­ვე­ტა, თუ მის­კენ სა­მო­მავ­ლოდ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ვინ იცის, მაგ­რამ რო­გორც ფი­ლო­ლოგ­მა მაია ჯა­ლი­აშ­ვილ­მა თქვა, ალუ­დამ მი­სი სა­ხით ხნულ­ში მარ­ც­ვა­ლი ჩა­ტო­ვა… ოდეს­ღაც ხომ უნ­და აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი­ყო ეს მარ­ც­ვა­ლი? რაც იმედს გვი­ტო­ვებს სახ­ვა­ლიო ფიქ­რი­სა… პეტ­რე მო­ცი­ქულს მე­რე, გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა უტი­რია, მამ­ლის ყი­ვილ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­სენ­დე­ბო­დაო სა­ნუკ­ვა­რი და მის­გან უარ­ყო­ფი­ლი მოძღ­ვა­რი… თვა­ლე­ბი და­წი­თე­ლე­ბუ­ლი და ცრემ­ლი­სა­გან ღა­რე­ბიც კი ჰქო­ნია სა­ხე­ზე. ვინ იცის, მინ­დია რას გა­ნიც­დი­და შემ­დეგ­ში, ეწ­ვია თუ არა მას „პეტ­რეს სი­ნა­ნუ­ლი“, რო­მელ­საც ას­რე­რი­გად დღე­საც ნატ­რობს ყო­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნი.

ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია უამ­რავ მსგავს პერ­სო­ნაჟს იც­ნობს, რომ­ლე­ბიც გმი­რე­ბის ნაკ­ვა­ლევს მი­უყ­ვე­ბი­ან, მათ გზას აგ­რ­ძე­ლე­ბენ, მათ­ნა­ი­რად იწყე­ბენ აზ­როვ­ნე­ბას ან მო­მა­ვალ­ში აპი­რე­ბენ მა­ინც, ამის მა­გა­ლი­თე­ბად „იგის“ ძვე­ლი ბე­ლა­დი და იგიც კმა­რა, ან იგი და ტო­მის ბო­ლო­ში მდგა­რი წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ზუ; ალა­ვერ­დის ტაძ­რის ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლი, წა­მით გა­რინ­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ტაძ­რის ლავ­გარ­დან­ზე ქრის­ტე­სა­ვით მდგა­რი გუ­რა­მი „ალა­ვერ­დო­ბი­დან“; ინ­გ­ლი­სე­ლი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბის წი­ნა­შე ამა­ყად და უშიშ­რად შე­მარ­თუ­ლი მა­ჰათ­მა გან­დი, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მოწყუ­რე­ბულ ინ­დო­ე­ლებ­თან ერ­თად; ბერ­ძე­ნი მწერ­ლის, ნი­კოს კა­ზან­ძა­კი­სის ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი­დან „ქრის­ტე კვლავ ჯვარს ეც­მის“ სოფ­ლის ქრის­ტედ შერ­ჩე­უ­ლი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი მა­ნო­ლი­ო­სი და მი­სი მიმ­დე­ვა­რი ოთხი მე­გო­ბა­რი, მას მე­რე სიწ­მინ­დით რომ ცხოვ­რობს და ნა­თე­ლი აზ­რე­ბით უყუ­რებს სამ­ყა­როს; „მე­რან­ში“ მხე­და­რი და მის მი­ერ გაკ­ვა­ლუ­ლი გზა, სხვებს აუცი­ლებ­ლად რომ უნ­და გა­უ­ად­ვილ­დეთ მი­სი გავ­ლა… კი­დევ რამ­დე­ნი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო… მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, მივ­ხ­ვ­დეთ, ჩა­ვუღ­რ­მავ­დეთ ასე­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, მათ როლ­სა და ფუნ­ქ­ცი­ას ნა­წარ­მო­ებ­ში. ამ თე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, მა­თე­მა­ტი­კოს­მა კო­ლე­გამ მკითხა, რა­ტომ გვინ­და, რომ ყვე­ლას­გან გმი­რი გა­მო­ვიყ­ვა­ნო­თო, იქ­ნებ არც მე მინ­და, მაგ­რამ ამა­ზეც ასე­თი არ­გუ­მენ­ტი მაქვს, სა­ხა­რე­ბა­ში ქრის­ტემ გვითხ­რა: „იყ­ვე­ნით თქვენ სრულ ვი­თარ­ცა თქვე­ნი მა­მა ზე­ცა­თაი სრულ არს“… რა­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, ქრის­ტე ვე­რა­ვინ ვიქ­ნე­ბით, თუმ­ცა, უნ­და ვცა­დოთ მა­ინც მას­თან მი­ახ­ლე­ბა…

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები