24 ნოემბერი, კვირა, 2024

კიდევ ერთი საგამოცდო დღე დასრულდა

spot_img

დღეს, პირველ სესიაზე, აბიტურიენტებმა გამოცდა ისტორიაში ჩააბარეს. გამოცხადდა გამოსაცდელთა 94%, დაიგვიანა სამმა აპლიკანტმა.

მეორე სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) აბარებენ. გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 88%.

ხვალ, 19 ივლისს (მეორე სესია), აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ. გეოგრაფია 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

ხვალ, ასევე, ჩატარდება საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (მეორე სესია) – აზერბაიჯანული ენა; სომხური ენა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე – 2 500-მდე პირი.

☝️ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, არ დაიგვიანონ და საგამოცდო ბარათზე მითითებულ ზუსტ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ ცენტრებში. დაგვიანებული აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

👉 გისურვებთ წარმატებას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები