20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე

spot_img

ინტერვიუ კა­ხა­ბერ ერა­ძესთან – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

– 2021 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან ამოქ­მედ­და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო. რა შე­იც­ვ­ლე­ბა ცენ­ტ­რი­სათ­ვის?

– პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შექ­მ­ნა უაღ­რე­სად პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯია, რაც ლო­გი­კურ ად­გილს მი­უ­ჩენს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე მთელ რიგ პრო­ცე­სებს. ჩვენ უკ­ვე მეცხ­რე წე­ლია რე­ფორ­მის რე­ჟიმ­ში ვართ და შე­დე­გე­ბიც სა­ხე­ზეა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პრეს­ტი­ჟი, გაზ­რ­დი­ლი მოთხოვ­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე და გაზ­რ­დი­ლი მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა აპ­ლი­კან­ტე­ბის მხრი­დან. ეს და სხვა ზო­გა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი ნათ­ლად მი­უ­თი­თე­ბენ რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბა­ზე. დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­ცა სა­კითხე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია უნ­და მოხ­დეს და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას, რა­მაც რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, მუდ­მი­ვი მზრუნ­ვე­ლი უნ­და გა­უჩ­ნ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს. ახ­ლა სწო­რედ ამ ეტაპ­ზე ვართ.

– კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს გუ­ლის­ხ­მობთ?

– რე­ფორ­მის დაწყე­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობ­და პრო­ფე­სი­ის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი. შეგ­ვიძ­ლია დიდ­ხანს ვიმ­ს­ჯე­ლოთ იმა­ზე, თუ ვი­სი საქ­მეა ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა და ვინ რა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს. თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, პირ­ვე­ლად, სწო­რედ ცენტრს და­უდ­გა, რად­გა­ნაც პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტი ეყ­რ­დ­ნო­ბა, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის ნა­წი­ლია. მა­ნამ­დე კო­ლე­ჯი თვი­თონ წყვეტ­და თუ რა სა­გა­ნი ეს­წავ­ლე­ბი­ნა ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში, რაც გა­ნა­პი­რო­ბებ­და ერ­თი და იმა­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ში­ნა­არსს. ანუ იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ას­რუ­ლა, მზა­რე­უ­ლი ან კონ­დი­ტე­რი სხვა­დას­ხ­ვა ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი. რაც მთა­ვა­რია, არც რეს­ტორ­ნი­სათ­ვის უკითხავს ვინ­მეს, მოს­წონ­და თუ არა ასე­თი მზა­რე­უ­ლი ან კონ­დი­ტე­რი. ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­მო­ღე­ბამ ცალ­სა­ხად გან­საზღ­ვ­რა ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის ში­ნა­არ­სი და დღეს, ერ­თი და იმა­ვე დიპ­ლო­მის მიღ­მა, ერ­თ­ნა­ი­რი ში­ნა­არ­სი – ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა.

ცენ­ტ­რ­მა, ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­უ­ლი და არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, ბევ­რი სი­ახ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის შექ­მ­ნა სა­სათ­ბუ­რე, ხელ­შეწ­მ­ყო­ბი პი­რო­ბე­ბი და ამით ყო­ველ­თ­ვის ვი­ა­მა­ყებთ. გარ­და პრო­ფე­სი­ის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლი ერ­თი და­ვა­სა­ხე­ლოთ: ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის შეც­ვ­ლა, პრო­ფე­სი­უ­ლი კრე­დი­ტე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა, არა­ფორ­მა­ლუ­რი და წინ­მ­ს­წ­რე­ბი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სხვა. რა თქმა უნ­და, ბევ­რი მიღ­წე­ვა უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

– რო­გორ წა­რი­მარ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი?

– პრო­ცე­სი არ იყო ად­ვი­ლი, რად­გა­ნაც ქვე­ყა­ნას მსგავ­სი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი არ გა­აჩ­ნ­და. უდა­ვოდ, პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტის შე­მოქ­მე­დი დამ­საქ­მე­ბე­ლი კერ­ძო სექ­ტო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­და კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დარ­წ­მუ­ნე­ბას, თუ რა­ტომ უნ­და და­ეთ­მოთ მათ­თ­ვის ძვირ­ფა­სი დრო პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ეს შევ­ძე­ლით და პრო­ცე­სიც წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. 200-ზე მე­ტი პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტი შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და, რაც სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო დღე­ი­სათ­ვის მოქ­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტებს. კერ­ძო სექ­ტო­რი ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა ეტაპ­ზე: რო­გორც სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის, ისე მა­თი ვა­ლი­და­ცი­ის პრო­ცეს­ში. სწო­რედ ცენ­ტ­რის წი­აღ­ში შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბულ სტან­დარ­ტებს გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ და მწვა­ნე შუქს უნ­თებ­დ­ნენ მათ გა­მო­ყე­ნე­ბას. დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი თა­ვი­სი დარ­გის გა­მორ­ჩე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით და კომ­პა­ნი­ე­ბის, ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით იყო და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ ადა­მი­ა­ნებს გა­წე­უ­ლი უან­გა­რო შრო­მი­სათ­ვის.

– რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­დის სა­კითხი ცენ­ტ­რი­დან სა­ა­გენ­ტო­ში?

– პირ­ვე­ლი, რაც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, უკ­ვე დაგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა და ერ­თ­გ­ვა­რი ტრა­დი­ცი­აც ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ვი­საც არ უნ­და ჰკითხოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ყვე­ლამ იცის მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი. მო­დუ­ლუ­რი მარ­თა­ლია მის სტრუქ­ტუ­რა­ზე მი­უ­თი­თებს — მო­დუ­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, თუმ­ცა, ამის უკან მე­ტი ში­ნა­არ­სი იგუ­ლის­ხ­მე­ბა: ტრა­დი­ცი­უ­ლი საგ­ნე­ბის ნაც­ვ­ლად, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის სა­მიზ­ნე ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი — კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია. დღეს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, 100-მდე პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, 1000-ზე მე­ტი პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით.

ამ მიღ­წე­ვებს თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ახ­ლავს. პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­ე­ბი და მათ­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი იბა­დე­ბი­ან, ვი­თარ­დე­ბი­ან, ბერ­დე­ბი­ან და კვდე­ბი­ან. ამი­ტო­მაც, სტან­დარ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მე­ბი პერ­მა­ნენ­ტულ მო­ნი­ტო­რინგს, გა­და­ხედ­ვას და შეც­ვ­ლას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, რა­თა არ ჩა­მორ­ჩ­ნენ შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბებს. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ამ პრო­ცე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა პან­დე­მი­ა­მაც და­აჩ­ქა­რა. შრო­მის ბა­ზარს დღეს ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, დის­ტან­ცი­ურ სერ­ვი­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მოთხოვ­ნა­დი უნა­რე­ბის სპექ­ტ­რი. უნ­და შე­იც­ვა­ლოს სტან­დარ­ტე­ბიც.

არ არ­სე­ბობს სტან­დარ­ტუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­ცა სტან­დარ­ტი გა­და­ხედ­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ეს პრო­ფე­სი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში პრო­ცე­სე­ბი უფ­რო დი­ნა­მი­უ­რია და სტან­დარ­ტე­ბიც უფ­რო სწრა­ფად უნ­და შე­იც­ვა­ლოს, ვიდ­რე მე­ბა­ღე­ო­ბა­სა და მეცხო­ვე­ლე­ო­ბა­ში. ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იმ მას­შ­ტა­ბე­ბი­საც იყოს, რომ შე­საძ­ლოა პრო­ფე­სია სა­ერ­თოდ გა­უქ­მ­დეს, სხვამ შთან­თ­ქას ან ახა­ლიც გაჩ­ნ­დეს.

ლო­გი­კუ­რია, ეს დამ­საქ­მებ­ლის, შრო­მის ბაზ­რის თე­მაა და სწო­რე­დაც, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­და­ი­ბა­რებს ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს. ჩვენ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე ვკონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბით.

– ბრძა­ნეთ, რომ პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის ნა­წი­ლია. გა­მო­დის, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს ახა­ლი სა­ა­გენ­ტო გან­საზღ­ვ­რავს?

– ერ­თ­გ­ვა­რად ასეა. პროგ­რა­მულ ნა­წილ­ში – დი­ახ, ჩვენ არ ვად­გენთ სტან­დარ­ტებს ჩვენ­თ­ვის. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა. ამი­ტო­მაც, ჩვენ­თ­ვის სტან­დარ­ტი სწო­რედ ისაა, რა­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი ითხოვს. მო­ხა­რულ­ნი ვიქ­ნე­ბით, ვიდ­გეთ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე და სწო­რე­ბა გვქონ­დეს იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რა­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი გან­საზღ­ვ­რავს პრო­ფე­სი­ისა და მი­სი სა­ფუძ­ვ­ლის – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის სა­ხით.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი ზო­გა­დად ად­გენს გარ­კ­ვე­ულ მოთხოვ­ნებს, თუმ­ცა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რე­ფე­რი­რე­ბას აკე­თებს უფ­რო კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­სა და დო­კუ­მენ­ტებ­ზე. მა­გა­ლი­თად, არ შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­მა და­ად­გი­ნოს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის, შრო­მის უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მდგრა­დო­ბის თუ სა­ხან­ძ­რო უსაფ­რ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტი. ამას კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბე­ბი ად­გე­ნენ. ასე­ვე, პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სის ნა­წილ­ში უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო იქ­ნე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბა.

პროფესიული უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სხვა მრა­ვა­ლი ფუნ­ქ­ცი­ი­თაა ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლი. ის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­ერ­თ­ვე­ბა კო­ლე­ჯე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ში, მათ შო­რის გა­და­ი­ბა­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის თე­მას, რაც აქამ­დე ასე­ვე ცენ­ტ­რის მი­ერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

– ანუ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­თა მხარ­დამ­ჭე­რი ახ­ლა სა­ა­გენ­ტო გახ­დე­ბა?

– დი­ახ, სა­ა­გენ­ტო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს, ამ კუთხით, ძა­ლის­ხ­მე­ვას, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ცენ­ტ­რი იხ­ს­ნის ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ჩვენ არა­ერ­თხელ სა­ჯა­როდ გან­ვაცხა­დეთ და ბო­ლო პე­რი­ოდ­ში საქ­მი­თაც და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ ჩვენ ვართ არა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი და ამ­რი­გად, პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი ვართ გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. კონ­ტ­რო­ლი მხო­ლოდ დი­აგ­ნოს­ტი­კის, მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის ეტა­პია, რაც შემ­დ­გო­მი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას დაგ­ვა­ნა­ხებს.

არ უნ­და იქ­ნეს გა­გე­ბუ­ლი იმ­გ­ვა­რად, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე მხო­ლოდ ცენ­ტ­რი იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­სი, რაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ხდე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა, სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი თუ ჩა­რიცხ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი, არ წარ­მო­ად­გენს ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სა­კითხებს, თუმ­ცა პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა აქვს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. ჩვენ, მიმ­დი­ნა­რე წელს, ვიწყებთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სის­ტე­მურ შე­ფა­სე­ბას სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, და­ვი­ნა­ხავთ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კას. ასე­ვე, დავ­დებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბი­სათ­ვის თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით უნ­და წა­რი­მარ­თოს ძა­ლის­ხ­მე­ვა, რა­თა ეს დი­ნა­მი­კა და­დე­ბი­თი იყოს. ამით შე­ვას­რუ­ლებთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბელ ფუნ­ქ­ცი­ას.

ამ­გ­ვა­რად, გვინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ ახ­ლად შექ­მ­ნილ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და გა­მოვ­ხა­ტოთ მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები