6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად

spot_img

საგანამანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების სამი არსებითი მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

(ინტერვიუ ცენტრის დირექტორთან, მაია მიმინოშვილთან, კვლევის შედეგების შესახებ იხ. ბმულზე)

♦ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება

კვლევის მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანობის შეფასება; მისი ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირება, დაინტერესებული მხარეებისათვის არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შეთავაზებით ინფორმირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში 18 ინტერვიუ ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევისთვის მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურით 662 სკოლა შეირჩა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 6814 მასწავლებელმა და 286 დირქტორმა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება

 მესამე თაობის სასწავლო გეგმის შეფასება

კვლევის მიზანი: საქართველოში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგებსისა და გამოწვევების მიმოიხილვა.

კვლევა აერთიანებს განათლების სფეროს ექსპერტების, სამივე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შემქმნელების, რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, ესგ-ს დანერგვის მხარდამჭერი ჯგუფების, განათლების სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დონორი ორგანიზაციების, განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.

დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში ჩატარდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები 10000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.

მესამე თაობის სასწავლო გეგმის შეფასება

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები