25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

კეთილსინდისიერება განათლების სისტემაში – გა­მო­იკ­ვე­თა თუ არა ხარ­ვე­ზე­ბი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ⇒ გიორგი მაჩაბელი 

spot_img
რო­გორ გან­ვ­საზღ­ვ­როთ რა არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა ან რა ფაქ­ტო­რე­ბი გან­საზღ­ვ­რავს მის ინ­დექსს. ამის გა­სა­გე­ბად გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუტ­მა, ცო­ტა ხნის წინ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში „კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში“, რო­მე­ლიც ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის (გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა) მხარ­და­ჭე­რით, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი პო­ლი­ტი­კი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CAPI) და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტ­რე­ბის ქსელ­მა (NEPC) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქსე­ლის წევ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ყირ­გი­ზე­თი­დან, მოლ­დო­ვა­დან და მონ­ღო­ლე­თი­დან.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სწო­რედ ამ ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და მას­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მომ­ზად­და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც გა­ა­ნა­ლიზ­და ქვეყ­ნე­ბის დო­ნე­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი.
სინ­თე­ზურ ან­გა­რიშ­ში, ძი­რი­თა­დად, გან­ხი­ლუ­ლია საკ­ვ­ლევ კითხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ერ­თ­ვე­ბი­ან თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ყირ­გი­ზე­თის, მოლ­დო­ვა­სა და მონ­ღო­ლე­თის სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ პრაქ­ტი­კებ­ში, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას და თუ კი, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სის­ტე­მუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბი უწყო­ბს ხელს ამ­გ­ვარ ქცე­ვას? კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მოლ­დო­ვა­ში ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა­ზე, ხო­ლო ყირ­გი­ზეთ­სა და მონ­ღო­ლეთ­ში, შე­ფა­სე­ბე­ბი­სას, გა­ა­ნა­ლიზ­და კერ­ძო წყა­რო­ე­ბი­დან ფუ­ლა­დი სახ­ს­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუტ­მა (EPPM) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, საკ­ვ­ლევ თე­მად გა­ნი­საზღ­ვ­რა „კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში“. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ზა­ნი, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ფორ­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფონ­ზე, კო­რუფ­ცი­უ­ლი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა და მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბის და­სახ­ვა გახ­და. საკ­ვ­ლე­ვი თე­მის არ­ჩე­ვა კი პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ი­დან გას­ვ­ლის და ახა­ლი კად­რე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მას­შ­ტა­ბურ­მა პრო­ცეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ცხა­დია, სა­ინ­ტე­რე­სოა ამ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მა­თი შე­ფა­სე­ბა.
რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში და რო­გო­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ინ­დექ­სი ქარ­თულ სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში – ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ⇒ გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რე­ფორ­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო პე­და­გო­გე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის, კო­რუფ­ცი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და რის­კე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის INTES-შე­ფა­სე­ბის მე­თო­დო­ლო­გია და მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის მე­თო­დე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია და­ეხ­მა­როს ეროვ­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს, გა­ი­გონ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა პი­რო­ბე­ბი უწყობს ხელს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­ას და მხა­რი და­უ­ჭი­რონ ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD) აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ქსე­ლი­სათ­ვის შე­ი­მუ­შა­ვა გა­მო­ყე­ნე­ბი­თი პო­ლი­ტი­კი­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CAPI).

– ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რა სა­ხის ხერ­ვე­ზე­ბია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად?

– პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლი­სა და და­ქი­რა­ვე­ბის სის­ტე­მა­ში, 2019-2020 წლებ­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა სა­რე­ფორ­მო აქ­ტი­ვო­ბებ­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის ვა­კან­სი­ე­ბი წარ­მოქ­მ­ნა და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ხე­ლი შე­უწყო პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის რის­კე­ბის ზრდას.

პე­და­გოგ­თა დი­დი ნა­წი­ლი, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი, მი­უ­ხე­და­ვად შე­დე­გე­ბი­სა (ვინც და­საქ­მ­და ან ვერ და­საქ­მ­და), სკო­ლებ­ში ვა­კან­სი­ე­ბის გა­ჩე­ნას პროგ­რე­სულ მოვ­ლე­ნად აღიქ­ვამს და მი­იჩ­ნევს, რომ ამით ხე­ლი შე­ეწყო­ბა სის­ტე­მა­ში ახა­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის და­საქ­მე­ბას, სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა­სა და გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბას. თუმ­ცა, უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ამ გზა­ზე, ბევ­რი ხელ­შემ­შ­ლე­ლი და და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ფა­ვო­რი­ტიზ­მი, ყვე­ლა თა­ვი­სი ფორ­მით (ნე­პო­ტიზ­მი, პატ­რო­ნა­ჟი და ქრო­ნიზ­მი), მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მას­წავ­ლე­ბელ­თა სის­ტე­მი­დან მას­შ­ტა­ბუ­რი გას­ვ­ლის და მათ ად­გილ­ზე ახა­ლი კად­რე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცე­სის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­წ­ვა­ვით ფა­ვო­რი­ტიზ­მის პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თა­ვი, რაც 2019 წლის შე­მოდ­გო­მი­დან და­იწყო. რეს­პონ­დენ­ტ­თა აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ ფა­ვო­რი­ტიზ­მი არ­სე­ბობს პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში.

კვლე­ვით და­ფიქ­სირ­და სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რე­სით (მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი) მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­რე­გა­ნი ზე­გავ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვე­ბი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის მი­ერ მი­სა­ღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე. სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ურე­კავ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის ზემ­დ­გო­მი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან ან ქა­ლა­ქი­სა და რა­ი­ო­ნის სხვა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან ამა თუ იმ კან­დი­და­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად. აპ­ლი­კან­ტებ­ში იყო გან­ც­და იმი­სა, რომ პრო­ტექ­ცი­ის გა­რე­შე ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და სამ­სა­ხურ­ში მოწყო­ბა. იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი პირ­და­პირ ავა­ლებ­და სკო­ლას კად­რის და­საქ­მე­ბას. მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წილს არ მი­აჩ­ნია ფა­ვო­რი­ტიზ­მი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და ეთი­კის ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვად, ისი­ნი ღი­ად აფიქ­სი­რებ­დ­ნენ და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში მათ მი­მართ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვით გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას. მე­ტიც, შემ­დეგ, სამ­სა­ხურ­ში პრო­ტექ­ცი­ით მოწყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ერი­დე­ბოდ­ნენ პრო­ტექ­ტო­რე­ბის­თ­ვის მად­ლო­ბის სა­ჯა­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით გა­დახ­დას.

ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში გა­სა­უბ­რე­ბე­ბი, სკო­ლე­ბის მა­გივ­რად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ში ჩა­ტარ­და, რა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო­ცე­სის უკე­თე­სი ორ­გა­ნი­ზე­ბის მცდე­ლო­ბით ხსნიდ­ნენ, თუმ­ცა ამან ბევ­რ­გან გა­მო­იწ­ვია ქა­ო­სი, რი­გე­ბი და სხვა პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი. რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ გა­სა­უბ­რე­ბის კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, რო­გორც დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი. დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი არც ერ­თი დო­კუ­მენ­ტით არ ყო­ფი­ლა დად­გე­ნი­ლი და, პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას­თან ერ­თად, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­შიც. ხში­რი იყო გა­სა­უბ­რე­ბე­ბის ფორ­მა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი რეს­პონ­დენ­ტი სა­კონ­კურ­სო გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცესს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­სა­უბ­რე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლად და ყვე­ლა წე­სის დაც­ვით წა­რი­მარ­თა.

იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­სა­უბ­რე­ბა აშ­კა­რად ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. მა­გა­ლი­თად, გრძელ­დე­ბო­და მხო­ლოდ ორი-სა­მი წუ­თი ან, რაც კი­დევ უფ­რო და­უშ­ვე­ბე­ლია, იყო ჯგუ­ფუ­რი გა­სა­უბ­რე­ბე­ბიც. ეს ფაქ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ებს უქ­მ­ნი­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ვა­კან­სი­ა­ზე კან­დი­და­ტი წი­ნას­წარ იყო შერ­ჩე­უ­ლი. რამ­დე­ნი­მე რეს­პონ­დენ­ტ­მა, გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე კან­დი­და­ტის აყ­ვა­ნის სა­ნაც­ვ­ლოდ, ფუ­ლა­დი ანაზღა­უ­რე­ბის მოთხოვ­ნის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. კვლე­ვის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ დად­გინ­და ამ ფაქ­ტე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა, თუმ­ცა რეს­პონ­დენ­ტე­ბის მხრი­დან ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს სის­ტე­მა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ფე­ნო­მე­ნის სა­ვა­რა­უ­დო არ­სე­ბო­ბას.

– თქვენ სა­უბ­რობთ მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ კო­რუფ­ცი­ულ რის­კებ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა არის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი?

– რეს­პონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რებ­სა და გა­რე­მო­ე­ბებს შო­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის არას­წო­რი და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ ვი­თა­რე­ბას და­ე­მა­ტა დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის არ­ჩა­ტა­რე­ბა. რეს­პონ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცე­სი არ იყო ღია და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი მხო­ლოდ ლი­მი­ტი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის პრო­ცე­სე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

სის­ტე­მა­ში არ არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მარ­თუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებ­და, აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ თუ არა შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი სა­ჭი­რო საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებს და არის თუ არა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცე­სი. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი სტრუქ­ტუ­რე­ბი არ აგ­რო­ვე­ბენ და არ აანა­ლი­ზე­ბენ ასე­თი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ახა­ლი და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის შე­მო­ღე­ბის შე­დე­გად, კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და კო­რუფ­ცი­უ­ლი რის­კე­ბი. სის­ტე­მა­ში გაჩ­ნ­და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ფა­ვო­რი­ტიზ­მი­სა და კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ,,მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის 2019 წლის 20 აგ­ვის­ტოს №174/ნ ბრძა­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2023 წლის ბო­ლომ­დე, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის უფ­ლე­ბა აქვს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პირს (ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გის ბა­კა­ლავ­რი). აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა ბევ­რად უფ­რო ამარ­ტი­ვებს მას­წავ­ლებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი­სად­მი მა­ნამ­დე წა­ყე­ნე­ბულ მოთხოვ­ნებს, ვი­ნა­ი­დან ამ ცვლი­ლე­ბამ­დე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, პირს პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბის გარ­და, დას­რუ­ლე­ბუ­ლი უნ­და ჰქო­ნო­და რო­მე­ლი­მე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნა კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის, პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის არ­მ­ქო­ნე ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმუ­შა­ოს სკო­ლა­ში. გარ­და ამი­სა, სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხოვ­ნის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ნაც­ვ­ლად, მსურ­ველს შე­უძ­ლია გა­ი­ა­როს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დის­ტან­ცი­უ­რი კურ­სი, რომ­ლის დაძ­ლე­ვის შე­დე­გად, მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ახა­ლი და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი არ უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­სა­ბა­მი­სი კად­რის არ­ჩე­ვას. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა ხელს უწყობს კლას­ში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი (მას­წავ­ლებ­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არ­მ­ქო­ნე) და გა­მო­უც­დე­ლი კად­რის მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე შეშ­ვე­ბას. ასე­თი ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად აისა­ხე­ბა ფა­ვო­რი­ტიზ­მის შემ­თხ­ვე­ვე­ბის ზრდა­ზე, რად­გან სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებს, და­ა­საქ­მონ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტი­სა და შე­სუს­ტე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის მო­მი­ზე­ზე­ბით.

პრო­ცე­სი­სათ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო ძა­ლი­ან მჭიდ­რო ვა­დე­ბი, რა­მაც და­მა­ტე­ბი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნა შე­სა­ბა­მი­სი კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვის­თ­ვის. რად­გან შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სე­ბი ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად ჩა­ტარ­და, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნეს არა სა­უ­კე­თე­სო, არა­მედ იმ ეტა­პის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი კად­რი.

პე­და­გო­გი­უ­რი კონ­ტინ­გენ­ტის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იყო მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი პრო­ცე­სი. და­გეგ­მ­ვის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეტა­პებ­ზე, თვალ­სა­ჩი­ნო იყო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. არც შე­სა­ბა­მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და არც თან­მ­დე­ვი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხი­ლუ­ლა სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თან, პე­და­გო­გებ­თან, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან. არ მომ­ხ­და­რა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან, პრო­ცე­სის სა­თა­ნა­დო სა­ინ­ფორ­მა­ციო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

– რა სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს კვლე­ვა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას მსგავ­სი ხარ­ვე­ზე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­საც პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბი­სას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა?

– პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს წინ უნ­და უძღო­დეს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და­გეგ­მ­ვის ეტა­პი. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბამ­დე უნ­და მოხ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბი­სა და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი და ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა (რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ო­დის გან­საზღ­ვ­რა, და­ნერ­გ­ვის პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის ანა­ლი­ზი, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი­სა და მა­თი გა­ზომ­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბის და­სახ­ვა და სხვა).

პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და წარ­მარ­თ­ვა უნ­და იყოს ღია, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე, რაც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­გეგ­მ­ვის ეტა­პებ­ზე ზუს­ტი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, რად­გან ეს მხა­რე­ე­ბი სრუ­ლად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში, აქვთ სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ დე­ტალ­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მორ­ჩეთ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს. ამი­ტომ, მა­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბე­ბის და­სა­გეგ­მად. ამას­თან, და­გეგ­მ­ვის ეტაპ­ზე მა­თი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ა­მარ­ტი­ვებს ცვლი­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს, რად­გა­ნაც ისი­ნი სრულ­ყო­ფი­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ნაკ­ლე­ბი კითხ­ვე­ბი გა­უჩ­ნ­დე­ბათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და უკე­თე­სად იქ­ნე­ბი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ამას­თან, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა არ იქ­ნე­ბა ვა­ლი­დუ­რი, სან­დო და/ან გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე. პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვი­სას სა­ჭი­როა სხვა­დას­ხ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რი­სათ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მარ­თ­ვის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ზო­გი­ერ­თი პე­და­გო­გი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­თ­ვის ფა­ვო­რი­ტიზ­მი სა­ერ­თოდ არ წარ­მო­ად­გენს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ნორ­მის დარ­ღ­ვე­ვას, აუცი­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მარ­თ­ვა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის არ­სის, ფორ­მე­ბის, ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უკეთ გა­საც­ნო­ბად.

თუ არ მოხ­დე­ბა სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნის მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ცე­სის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ესეც შე­უწყობს ხელს ფა­ვო­რი­ტიზ­მის კი­დევ უფ­რო გან­ვ­რ­ცო­ბას, რად­გან კად­რის ამა თუ იმ პო­ზი­ცი­ა­ზე აყ­ვა­ნის შემ­დეგ არ მოწ­მ­დე­ბა, აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა  იგი კონ­კ­რე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებს. კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ვერ მო­ხერ­ხ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა ზუს­ტად რა რა­ო­დე­ნო­ბის პე­და­გო­გე­ბი და­ი­ქი­რა­ვეს სკო­ლებ­მა, რა რა­ო­დე­ნო­ბის ვა­კან­სი­ე­ბი შე­ივ­სო, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია კონ­კურ­სით გან­საზღ­ვ­რულ მოთხოვ­ნებს და ა.შ. რეს­პონ­დენ­ტ­თა სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დი­და. ამას­თან, სა­მი­ნის­ტ­როს სხვა­დას­ხ­ვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ჯა­რო­ებ­და, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლე­ბის დროს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ორი სა­ხის ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტი: სკო­ლებ­ში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მა­სობ­რი­ვი და­საქ­მე­ბა და მას­წავ­ლე­ბელ­თა სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში ფა­ვო­რი­ტიზ­მის შემ­თხ­ვე­ვე­ბის მკვეთ­რი ზრდა. ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მხო­ლოდ ადეკ­ვა­ტუ­რი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის და­წე­სე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის დარ­გობ­რი­ვი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნა, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებს. ალ­ტერ­ნა­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­როს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია ამ პროგ­რა­მის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს კა­ნო­ნით აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნონ და ასე­ვე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ მას­წავ­ლე­ბე­ლი, კვლე­ვა ცხად­ყოფს, რომ ისი­ნი იშ­ვი­ა­თად იყე­ნე­ბენ ამ უფ­ლე­ბას. მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს რთუ­ლი იური­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი რი­გი შეზღუდ­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა გან­საზღ­ვ­რეს შე­სა­ბა­მის ვებ­გ­ვერ­დ­ზე ვა­კან­სი­ე­ბის გან­თავ­სე­ბის ვა­დე­ბი. ამ ფაქ­ტ­მა საკ­მა­ოდ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა სკო­ლე­ბი, რად­გან პე­და­გოგ­თა და­ქი­რა­ვე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად წარ­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი არ იყო მორ­გე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას და ვა­დე­ბი იყო ძა­ლი­ან შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას უნ­და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სა­თა­ნა­დო აღ­ს­რუ­ლე­ბის­თ­ვის და მა­შინ გა­მო­აცხა­დოს ვა­კან­სია, რო­ცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ექ­ნე­ბა.

– და­ბო­ლოს, სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს თუ არა პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხა­რისხს?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა, სხვა კრი­ტე­რი­უ­მებ­თან ერ­თად, აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს პე­და­გო­გე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის და ასე­ვე, მოს­წავ­ლე­თა მოს­წ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სკო­ლის შე­დე­გებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ხა­რის­ხის, მოს­წავ­ლე­ე­ბის მოს­წ­რე­ბის, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ხო­ლო სას­კო­ლო თემს გა­უჩ­ნ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია, იზ­რუ­ნოს მა­ღა­ლი სას­კო­ლო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე. სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, სამ­სა­ხურ­ში აიყ­ვა­ნონ ნაკ­ლე­ბად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი ან გახ­დ­ნენ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მო­ნა­წი­ლე­ნი, ხო­ლო სას­კო­ლო თემს გა­უჩ­ნ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტი ში­და კონ­ტ­რო­ლის სა­თა­ნა­დოდ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სკო­ლე­ბის ში­და და გა­რე კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წა დი­დად შე­უწყობს ხელს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის კლი­მა­ტის გა­ჯან­სა­ღე­ბას და ფა­ვო­რი­ტიზ­მი­სა და ნე­პო­ტიზ­მის ფაქ­ტე­ბის მკვეთრ შემ­ცი­რე­ბას.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები