22 მარტი, შაბათი, 2025

კარიერული წინსვლის ახალი სქემის ვადებმა 1 ივლისამდე გადაიწია

spot_imgspot_img

14 იანვარს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც  კარიერული წინსვლის ახალი სქემის ვადებმა ამჯერად 1 ივლისამდე გადაიწია.  ცვლილებამდე კი, ცნობილი იყო, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ძირეულად განახლდებოდა და ახალი მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე, სპეციალური ჯგუფის მიერ იქნებოდა შემუშავებული.

სქემის ძირეულ ცვლილებას კი, როგორც ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი აღნიშნავდა, საფუძვლად დაედო 2023 წელს სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება. „მასწავლებლების მიერ მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული მექანიზმი სქემა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სქემა საჭიროებს ძირეულ გადახედვას სამართლიანობის, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვისა და მასწავლებლის პროფესიის აღიარებისა და დაფასებისათვის. სწორედ ამ მიზნით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულად არსებული სისტემის გადამუშავებაზე და ახალი მოდელისთვის საჭირო წინადადებების წარმოდგენაზე. შესაბამისად, მიმდინარე წელი სქემის განვითარებისთვის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს აღნიშნული კვლევების, საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს,“ – აღნიშნულია გიორგი ამილახვარის მაშინდელ განცხადებაში.

ახალი სქემის შემუშავებამდე კი შეჩერებულია სქემის ზოგიერთი მუხლის მოქმედება, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტატუსების ცვლილების გზებს ეხება. აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა ნაწილი დღემდე ელოდება სტატუსის მინიჭების პროცესის განახლებას და იმ ახალ მექანიზმებზე ინფორმაციას, რომელიც მათ კარიერული წინსვლის განახლების შესაძლებლობას მისცემთ. თუმცა, ჯერჯერობით მათთვის ბუნდოვანია როგორი იქნება „ახალი სქემა“. ერთადერთი, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის ცნობილი არის ის, რომ ახალი სქემისთვის შექმნილი სამუშო ჯგუფი დაეყრდნობა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებული გაუმჯობესებული მოდელები.

დადგენილების გამოცემამდე ორი კვირით ადრე, 2024 წლის 31 დეკემბერს, სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, სამუშაოების კომპლექსურობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა 2025 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდეს სქემის ზემოთ აღნიშნული მუხლების მოქმედების შეჩერების ვადა.

მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

სქემის რევიზიის პროცესშიმასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის N199 დადგენილებით 2025 წლის 1 იანვრამდე დროებით, ახალი სქემის შემუშავებამდე, შეჩერდა სქემის ზოგიერთი იმ მუხლის მოქმედება, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტატუსების ცვლილების გზებს ეხებოდა.

სამუშაო ჯგუფის მიზანი და სქემაზე მუშაობის პროცესის მიმდინარეობა ასეთიაახალი სქემა უნდა შემუშავდეს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე დაფუძნებით, როგორიცაა საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებული გაუმჯობესებული მოდელები. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის ფარგლებში:

განხილულ იქნა სქემის ეფექტურობასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით;

ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, სადაც ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები/რეკომენდაციები;

ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავებულ იქნა სქემის განახლებული კონცეფციის რამდენიმე ვერსია, რომლებიც სკოლების ავტონომიურობის ხარისხის ზრდისა და ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში მორგებულია სკოლის საჭიროებებს, ითვალისწინებს წლების განმავლობაში სასკოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს და ამავდროულად, ეფუძნება არსებული სქემის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და მოცემულობებს. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კონცეფციები განხილულ იქნეს დაინტერესებული მხარეებისმასწავლებლების, სკოლის დირექტორების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პროფესიული კავშირის წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს ექსპერტების მიერ, რაც საშუალებას მოგვცემს, განხილვის ეტაპზე დამუშავდეს და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს სქემის კონცეფციის პროექტი.

შეთანხმებული კონცეფციის პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალი მოდელის საფუძველი გახდება.

აღნიშნული სამუშაოების კომპლექსურობის, სხვადასხვა მხარის ჩართულობით განხილვისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით, საჭიროა 2025 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდეს სქემის ზემოთ აღნიშნული მუხლების მოქმედების შეჩერების ვადა.

სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ფარგლებში ყოველი დასრულებული ეტაპისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვების საფუძველზე მიღწეული შედეგების თაობაზე.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება