27 ივლისი, შაბათი, 2024

კარ­გად უნ­და გვქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი რა მიზ­ნით ვქმნით  პორტფოლიოს

spot_img

✔️🟨 ნი­ნო გა­ბულ­და­ნი – წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქ. ჯვა­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი.

რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი პორ­ტ­ფო­ლი­ოს შექ­მ­ნა­ზე იწყებს ფიქრს, უპირ­ვე­ლე­სად, კარ­გად უნ­და ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი რა არის პორ­ტ­ფო­ლიო და რა მიზ­ნით ქმნის მას.

 

სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძის სტა­ტი­ა­ში „მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ევა­ლუ­ა­ცი­ის/შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იარა­ღი“ აღ­ნიშ­ნუ­ლია: „პორ­ტ­ფო­ლიო არის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის, უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ანა­ლი­ზის, შე­ფა­სე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა დრო­ის გარ­კ­ვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში“.

ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რა მო­ეთხო­ვე­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მი­ხედ­ვით და პორ­ტ­ფო­ლი­ოც ამის შე­სა­ბა­მი­სად შე­ად­გი­ნონ.

შე­ვეც­დე­ბი, პე­და­გოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პორ­ტ­ფო­ლი­ოს შექ­მ­ნის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო. კერ­ძოდ, რო­გორ შევ­ქ­მე­ნი პორ­ტ­ფო­ლიო მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. პორ­ტ­ფო­ლი­ოს შექ­მ­ნას წინ უძღო­და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მარ­თულ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თ­ვა. წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ჯვა­რის სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი „გენ­დე­რი იწყე­ბა ჩემ­გან“. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვეს­წა­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინ­გებს ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე. შემ­დეგ თა­ვა­დაც ვი­მუ­შა­ვე ტრე­ნე­რად. ტრე­ნინ­გებს ვუ­ტა­რებ­დი მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს.

აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტ­მა ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა. ფიქ­რ­მა იქამ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ მენ­ტო­რის პორ­ტ­ფო­ლიო ავა­გე ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე. მინ­დო­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, და არა­მარ­ტო მათ­თ­ვის, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ აფერ­ხებს ძა­ლა­დო­ბა გან­ვი­თა­რე­ბას. ამის შემ­დეგ და­ვიწყე მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა პორ­ტ­ფო­ლი­ოს­თ­ვის. წარ­მო­გიდ­გენთ ჩა­მო­ნათ­ვალს იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა­გა­ნაც შედ­გე­ბო­და ჩე­მი პორ­ტ­ფო­ლიო, თან დარ­თუ­ლი მოკ­ლე გან­მარ­ტე­ბე­ბით:

1. სტა­ტი­ე­ბი

რო­ცა რა­მე პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბი, მი­სი ნამ­დ­ვი­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბას მწერ­ლო­ბით ვცდი­ლობ და და­ვიწყე ფიქ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი­სა და მსხვერ­პ­ლ­თა სა­ხე­ებ­ზე ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში. ასე და­ი­წე­რა სტა­ტია „მო­ძა­ლა­დე და მსხვერ­პ­ლი სკო­ლა­ში შე­სას­წავ­ლი რამ­დე­ნი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით“, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ „მას­წავ­ლე­ბელ­ში“ და­ი­ბეჭ­და (http://mastsavlebeli.ge/?p=4315). პირ­ველ­სა­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტ­ში გვხვდე­ბა ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში. ტექ­ს­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ძა­ლა­დო­ბა იყო, არის და იქ­ნე­ბა ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის, მაგ­რამ რო­ცა გა­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო არ­სე­ბობს, თა­ვი­სი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბით, მსხვერ­პ­ლის დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“.

შემ­დეგ გაჩ­ნ­და მე­ო­რე სტა­ტი­ის იდე­აც. სტა­ტია „ზღა­პარ „კომ­ბ­ლეს“ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სათ­ვის“ ისევ ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ „მას­წავ­ლე­ბელ­ში“ და­ი­ბეჭ­და (http://mastsavlebeli.ge/?p=10383).

„კომ­ბ­ლე“, ვფიქ­რობთ, ბავ­შ­ვ­თა ად­რე­ულ ასაკ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წლამ­დე, მო­სა­ყო­ლი ზღა­პა­რია. ამ პე­რი­ოდ­ში აუცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვ­მა და­ცუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი, რომ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ის სა­ბა­ზი­სო ემო­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კი­სათ­ვის. გა­ვიხ­სე­ნოთ მას­ლო­უს თე­ო­რია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ უსაფ­რ­თხო­ე­ბა, და­ცუ­ლო­ბა დგას. „კომ­ბ­ლე“ ბავ­შ­ვ­ში სწო­რედ ამ გან­ც­დას აძ­ლი­ე­რებს. ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმ მწვერ­ვა­ლი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, რო­მელ­საც თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია ჰქვია“ (ამო­ნა­რი­დი სტა­ტი­ი­დან).

სტა­ტი­ებს, მოთხოვ­ნი­სა­მებრ, ერ­თ­ვო­და ორ-ორი რე­ცენ­ზია, ერ­თი – ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი­სა და მე­ო­რე – პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის.

2. კვლევა

სტა­ტი­ებს მოჰ­ყ­ვა კვლე­ვა „მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნე ბუ­ლინ­გის თე­მა­ზე და მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კითხი­სად­მი“ (https://ninogabuldani.blogspot.com/p/blog-page_8.html). კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ფლობ­დ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბუ­ლინ­გ­ზე, მაგ­რამ რო­ლუ­რი თა­მა­შის დროს მო­ძა­ლა­დის რო­ლი უკეთ მო­ირ­გეს, ვიდ­რე მსხვერ­პ­ლის. ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ მოგ­ვ­ცა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა კუთხით უნ­და გვე­მუ­შა­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლად ჯვა­რის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. რო­გორც კვლე­ვამ გვაჩ­ვე­ნა, მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ჭი­რო­ებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ტრე­ნინ­გე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი­სა და პლა­კა­ტე­ბის შექ­მ­ნა, ფსი­ქო­ლო­გი­სა და მან­და­ტუ­რე­ბის ჩარ­თ­ვით გას­ვ­ლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მოწყო­ბა და ა.შ.

3. სამოდელო გაკვეთილები

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის პირ­მ­შოა და ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ჯერ კი­დევ ბა­ტო­ნობს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი, რო­მე­ლიც, არც მე­ტი არც ნაკ­ლე­ბი, პი­როვ­ნე­ბას კლავს მო­ზარ­დ­ში. მე-7 კლას­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილ­ზე „ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „ჩი­ტე­ბის გა­მომ­ზამ­თ­რებ­ლის“ მი­ხედ­ვით“ შე­ვე­ცა­დეთ, მოს­წავ­ლე­ე­ბი დაგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა ამ მე­ტად პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხ­ზე (იხ. გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა – http://ninogabuldani.blogspot.com/p/akvetilis-gegma-n4.html). ამ გაკ­ვე­თილ­ზე­ვე ვაჩ­ვე­ნეთ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი „ზუ­ზუ“. „ჩი­ტე­ბის გა­მომ­ზამ­თ­რე­ბელ­ში“ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, „ზუ­ზუ“ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას აცოცხ­ლებს. მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს, ამო­ეც­ნოთ „ჩი­ტე­ბის გა­მომ­ზამ­თ­რე­ბელ­ში“ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი, ხო­ლო „ზუ­ზუ­ში“ – ავ­ტო­რი­ტა­რულ-ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლის ნა­ზა­ვი. ვი­სა­უბ­რეთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღ­ზ­რ­დის სტილ­ზეც. მი­სი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ჩე­მი ფა­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ვერც ერ­თ­მა ვერ შეძ­ლო. იმედს ვი­ტო­ვებ, გაკ­ვე­თი­ლი უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის და მო­მა­ვალ­ში ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი თვი­თონ შეძ­ლე­ბენ, უკე­თე­სი დე­დე­ბი და მა­მე­ბი იყ­ვ­ნენ.

მე-6 კლას­ში კი, არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის „ბი­ჭი და ძაღ­ლი“ და რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლის „სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნი“ გან­ვი­ხი­ლეთ –

(იხ. გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა http://ninogabuldani.blogspot.com/p/n2.html). ეს ტექ­ს­ტე­ბი ბუ­ლინ­გის კლა­სი­კუ­რი ილუს­ტ­რა­ციაა. ორი­ვე იმ დროს შე­იქ­მ­ნა, რო­ცა არა თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჯე­რაც არ არ­სე­ბობ­და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დეკ­ლა­რა­ცია. აღ­ნიშ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტებ­ში კარ­გად ჩანს მო­ძა­ლა­დე სა­ხელ­მ­წი­ფო და კი­დევ ისიც, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მსხვერ­პ­ლი­ცა და მო­ძა­ლა­დეც, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად, ახერ­ხე­ბენ არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვას. მოს­წავ­ლე­ებ­მა მსხვერ­პ­ლის და­სა­ცა­ვად, გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს, შექ­მ­ნეს პლა­კა­ტე­ბი. მი­ზა­ნი ამ აქ­ტი­ვო­ბის ის გახ­ლ­დათ, რომ მათ ეს­წავ­ლათ და­ჩაგ­რუ­ლის გვერ­დით დგო­მა, მი­სი გა­მო­ქო­მა­გე­ბა და დაც­ვა.

მე-11 კლას­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილ­ზე, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი­სა“ და ოთარ ჭი­ლა­ძის პო­ე­მის „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“ გა­მო­ყე­ნე­ბით (იხ. გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა — http://ninogabuldani.blogspot.com/p/gakvetilis-gegma.html), უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა­საც შე­ვე­ხეთ. რო­დის იჩენს ის თავს? მა­შინ, რო­ცა მიმ­ღებ­ლო­ბა აკ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სი­ახ­ლეს ალ­ღოს ვერ უღებს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მოხ­ვედ­რილთ უწევთ მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა, მაგ­რამ შა­ტი­ლი მა­ინც კლდის ცით და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა.

უკ­ვე ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხეს შე­ვე­ხეთ. ვფიქ­რობთ, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბუ­ნე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბის თე­მაც. სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვე­ნი ტყე­ე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ტბე­ბი… ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მივ­მარ­თოთ ეკო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. ის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გა­რე­მო­სად­მი მოს­წავ­ლე­თა ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და მი­სი დაც­ვი­სა და აღ­დ­გე­ნის პრო­ცეს­ში პი­რა­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში.

ჩვენ­მა შვი­ლებ­მა კარ­გად უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ მცე­ნა­რის ერ­თი სა­ხე­ო­ბის გაქ­რო­ბაც კი ეკო­სის­ტე­მის ერ­თი­ა­ნო­ბას ან­გ­რევს, დე­და­მი­წას აღა­რი­ბებს. „ხე­ვი მთას ჰმო­ნებს, მთა – ხევ­სა, წყალ­ნი – ტყეს, ტყე­ნი – მდი­ნა­რეთ, ყვა­ვილ­ნი – მი­წას და მი­წა – თა­ვის აღ­ზ­რ­დილ­თა მცე­ნა­რეთ და მე ხომ ყვე­ლას მო­ნა ვარ პირ­ზედ ოფ­ლ­გად­მომ­დი­ნა­რე“ – აი, რო­გო­რია ვა­ჟას მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეკო­სის­ტე­მა. აქ ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლით ემო­ნე­ბა. მე-6 კლას­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილ­ზე მი­სი „ია“ და „მთის წყა­რო“ გან­ვი­ხი­ლეთ (იხ. გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა – http://ninogabuldani.blogspot.com/p/blog-page_11.html). ბავ­შ­ვებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ადა­მი­ანს აკ­ლია მად­ლი­ე­რე­ბის გან­ც­და. ის მხო­ლოდ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლია. არა აქვს ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და მი­სად­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არა­და ღმერ­თ­მა „ჩვენ კაც­თა მოგ­ვ­ცა ქვე­ყა­ნა გვაქვს უთ­ვა­ლა­ვი ფე­რი­თა“. უთ­ვა­ლა­ვი ფე­რით შექ­მ­ნი­ლი სამ­ყა­როს მი­ყუ­რა­დე­ბის ნი­ჭი აკ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს. ის ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლად კი არ თა­ნა­არ­სე­ბობს, ძა­ლა­დობს მას­ზე და, სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს!

წარ­მოდ­გე­ნილ აქ­ტი­ვო­ბებს ერ­თ­ვო­და ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

ზე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ატ­ვირ­თუ­ლი იყო eschool-ში, რომ­ლის გან­ხილ­ვის შემ­დე­გაც მო­მე­ნი­ჭა მენ­ტო­რის წო­დე­ბა.

ძვე­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით კრე­დი­ტე­ბის დათ­ვ­ლას ამ სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში მო­ვე­რი­დე­ბი. მა­ლე, ალ­ბათ, პორ­ტ­ფო­ლი­ოს ახალ სტან­დარტს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზე­ბენ. მე შე­ვე­ცა­დე პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ვინ­მეს გა­მო­ად­გე­ბა. აქ­ვე მი­ვუ­თი­თებ ჩე­მი ბლო­გის მი­სა­მარ­თ­საც http://ninogabuldani.blogspot.com. ბლო­გიც თა­ვი­სე­ბუ­რი პორ­ტ­ფო­ლიოა და გვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები