16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

კანონპროექტის ჩავარდნის გამო შეწყვეტილი სოციალური შეღავათი

spot_img

მაღალმთიან დასახლებაში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი დამატებით სოციალურ შეღავათს, რომელსაც სახელფასო დანამატზე 35% უნდა შეედგინა, კანონპროექტის ჩავარდნის გამო, 2019 წლიდან აღარ მიიღებენ.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები   პირველი მოსმენით ჩავარდა. თუმცა, როგორც ამ ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა  განაცხადა, კანონპროექტს ხელახლა განიხილავენ.

სოციალური შეღავათი 4 800 პირს უნდა შეხებოდა. კანონპროექტის მიხედვით, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს (სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებს) უნდა დამატებოდა შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებული პირები, ასევე საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

გია ჟორჟოლიანი იმედს იტოვებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ და ალბათ, წლის ბოლოს მიიღებენ: „კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა, თუმცა, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, 2020 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი შემოვა და სწორედ ამ დროისთვის შევიტანთ კანონპროექტს. დაიწყება განხილვები და, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება წლის ბოლოს იქნება  მიღებული, რომ ხარჯვითი წილი 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები