27 ივლისი, შაბათი, 2024

კათედრა და კათედრის თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობები

spot_img

სკოლებში იქმნება საგნობრივი ჯგუფების მიხედვით კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული არიან საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები. კათედრების ერთობლივი მუშაობა სკოლის წარმატების გარანტია.

კათედრას მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, ესენია:

♦ საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;

♦ კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობის განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

♦ გრიფმინიჭებული და დამატებითი სახელმძღვანელოების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

♦ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;

♦ რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

♦ შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიიური მიღწევების და გაცდენების ანალიზი;

♦ შეკრება სემესტრში, მინიმუმ, ორჯერ. კათედრა წინა სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე ადგენს შემდეგი სასწავლო წლის გეგმას, არჩევს სახელმძღვანელოებს და ამტკიცებს კათედრის სხდომაზე;

♦ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ტარდება  კათედრის სხდომა, სადაც განიხილება ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოების შერჩევა ხელახლა და დამტკიცება კათედრის სხდომაზე;

კათედრის მუშაობას ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის თავმჯდომარეს ირჩევენ კათედრის წევრები ერთი სასწავლო წლის ვადით და ერთი  და იმავე პირის არჩევა შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ. კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვთ კათედრის წევრებს.

კათედრის თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობებია:

♦ წარუძღვეს კათედრის სხდომებს და ხელმოწერით დაამტკიცოს სხდომის ოქმები;

♦ უზრუნველყოს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადება კათედრის წევრებთან ერთად;

♦ მოამზადოს სემესტრული და წლიური ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

♦ კათედრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

♦ უზრუნველყოს კათედრის სხდომების ჩატარება დროულად;

♦ მოვალეა უზრუნველყოს სტრატეგიული გეგმის შესრულება და გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;

♦ უზრუნველყოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირება და პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარება (ლექცია, სემინარი, სამოდელო გაკვეთილები, სამუშაო შეხვედრები, პრაქტიკის კვლევა და სხვა)

♦ კოორდინირება გაუწიოს კათედრის მუშაობას და გადაუნაწილოს ფუნქციები კათედრის წევრებს;

♦ წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;

როგორც ჩამონათვალში ვკითხულობთ, კათედრის თავმჯდომარის ერთ-ერთი ფუნქციაა უზრუნველყოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირება და პროფესიული განვითარებისთვის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა:

♦ ლექცია

♦ სემინარი

♦ სამოდელო გაკვეთილები

♦ სამუშაო შეხვედრები

♦ პრაქტიკის კვლევა

საგნის/საგნიბრივი ჯგუფის კათედრის ფუნქციების სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლას მიზნების მიღწევასა და, ასევე, სკოლის დირექციას – ადმინისტრირების განხორცელებაში. საკუთრივ, კათედრა ვერ იმუშავებს ეფექტიანად, თუ კათედრის ხელმძღვანელი არ იცნობს კარგად ზოგადი განათლების შესახებ არსებულ ძირითად დოკუმენტებს. ამასთანავე, კათედრის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და პასუხისმგებლობის გრძნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება იმის მოლოდინი, რომ ფორმალიზმი კვლავ დარჩება მნიშვნელოვან პრობლემად.

(სტატია ექსპერტიზებულია „ახალი განათლების“ იურისტის მიერ)

 

ნინო გოდერძიშვილისსიპ ს. დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები