კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

108

12-13 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. სტუდენტური კონფერენცია, რომელსაც CIU 2013 წლიდან მასპინძლობს, წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 აპრილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები.

კონფერენციის სექციებია:
  • ბიზნესი;
  • მედიცინა;
  • მევენახეობა-მეღვინეობა;
  • ჟურნალისტიკა;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სამართალი;
  • ირანისტიკა.

კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

♦ 30.04.2021 – კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;

♦ 14.05.2021 – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;

♦ 12.06.2021 -კონფერენციის გახსნა.

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, შეუქმნას ქართველ სტუდენტებს წინაპირობა, განავითარონ კარიერა სამეცნიერო მიმართულებით.

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება.

კონფერენციის მონაწილეთა თეზისები გამოიცემა ელექტრონულად, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს

https://ciu.edu.ge/news/index/CIU-is-Pleased-to-Invite-You-to-Participate-in-the-Ninth-International-Conference

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/17kQSfu6QpM4YNFhFUBgAP5pQmWu4-SDiFUp-njsqynU/edit?fbclid=IwAR2-UV1mlmFlVdZ5Qoiq1FDnziPocP8_H73LlK0wNb4–VyumyZZX6iy8tY&gxids=7628&urp=gmail_link

დატოვეთ კომენტარი