იყო და არა იყო რა, ანუ რო­გორ მოვ­ხ­ვ­დი სვა­ნე­თი­დან ჯა­ვა­ხეთ­ში

795

თა­მარ დევ­და­რი­ა­ნი

პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა“ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ტურ­ცხის სა­ჯა­რო სკო­ლა

„სად წა­იყ­ვან სა­და­ურ­სა“ — ფრა­ზა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ას, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი იმ ნა­წილს, რო­მელ­შიც და­ვიწყე პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა სომ­ხურ სკო­ლა­ში. ეს ამ­ბა­ვი და­იწყო რვა წლის წინ. მა­შინ ჩვენს პროგ­რა­მას ერ­ქ­ვა „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის“. პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი. ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ეწყო პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვაც­ნეს პროგ­რა­მის არ­სი, მიზ­ნე­ბი, პი­რო­ბე­ბი და ა.შ. მა­შინ კი, სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყ­ვი­ტე პროგ­რა­მა­ში მოხ­ვედ­რა, ამ დროს უკ­ვე მე­ოთხე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­კურ­ს­ში, წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე პირ­ვე­ლი ეტა­პი — გა­მოც­და, შემ­დეგ მე­ო­რე ეტა­პი — გა­სა­უბ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს გა­სა­უბ­რე­ბის მო­მენ­ტი, რო­ცა ვთქვი — ყვე­ლა­ზე შორ­საც რომ გა­მიშ­ვათ, მზად ვარ წა­ვი­დე-მეთ­ქი, მგო­ნი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამ სიტყ­ვებ­მა გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი მო­მა­ვა­ლი. ამის შემ­დეგ, ჩაგ­ვი­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი და გა­მოგ­ვიცხა­დეს ვინ სად უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მე გა­მა­ნა­წი­ლეს ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. იხ­ტი­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ჩემ­თ­ვის არაფ­რის მთქმე­ლი იყო ეს სა­ხე­ლი, მის შე­სა­ხებ არას­დ­როს არა­ფე­რი მსმე­ნია, არც ერ­თი სომ­ხუ­რი სიტყ­ვა არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ამის­რულ­და დი­დი ხნის ოც­ნე­ბა, მი­ზანს მი­ვაღ­წიე და სირ­თუ­ლე­ე­ბი აღარ მა­ში­ნებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­ინც უარ­ყო­ფი­თად მახ­სენ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია, რო­ცა იგებ­დ­ნენ, რომ ასე შორს, სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თა გა­რე­მოც­ვა­ში ვა­პი­რებ­დი სა­მუ­შა­ოდ წას­ვ­ლას, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის უდი­დეს ტალ­ღას­თან შე­ჯა­ხე­ბა და დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მი­წია, თუმ­ცა იმ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ყვე­ლა დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა შევ­ძე­ლი.

დად­გა ნა­ნატ­რი დღეც, თბი­ლი­სი­დან წალ­კის გზით წა­მო­ვე­დით. ეს იყო ზღაპ­რულ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ის ემო­ცი­ე­ბი არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა, სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხ­ვ­დით, თით­ქ­მის ყვე­ლა ერ­თი ასა­კის, დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბი — ვი­დე­ქით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გზა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გრძე­ლი და დამ­ღ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ჩა­მო­ვე­დით ახალ­ქა­ლა­ქის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­თან, დაბ­ნე­უ­ლე­ბი ვი­მე­ო­რებ­დით ჩვე­ნი სკო­ლე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის სა­ხე­ლებს, სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბიც ეძებ­დ­ნენ მათ სკო­ლებ­ში მივ­ლე­ნილ პე­და­გო­გებს. ეს მო­მენ­ტი ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ამ მცი­რე დე­ტა­ლით. დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია ამ კუთხით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე ელე­მენ­ტა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია უკ­ვე პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს.

მოკ­ლედ, ვი­პო­ვე ჩე­მი დი­რექ­ტო­რი და გა­ვე­მარ­თეთ მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის­კენ, სო­ფელ იხ­ტი­ლა­ში. ოჯახ­ში მის­ვ­ლის შემ­დეგ მო­მი­წია უკ­ვე იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­აზ­რე­ბა, რო­მე­ლიც შემ­ხ­ვ­დე­ბო­და, პირ­ველ რიგ­ში კი, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი, ეს ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან არ­თუ­ლებ­და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. სა­ღა­მომ­დე ვიწ­ვა­ლეთ მე და მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რომ რა­მე გაგ­ვე­გო ერ­თ­მა­ნე­თის, თუმ­ცა ბევ­რი ვე­რა­ფე­რი მო­ვა­ხერ­ხეთ. სა­ღა­მოს   ოჯა­ხის უფ­რო­სი მო­ვი­და სა­მუ­შა­ო­დან, ალ­ბათ შე­ამ­ჩ­ნია ჩე­მი დაბ­ნე­უ­ლო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა, და­იწყო ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი, ჯერ ყუ­რებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დი, ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მას, მრა­ვა­ლი წლის წინ, ჯარ­ში უს­წავ­ლია ქარ­თუ­ლი, ამან ძა­ლი­ან გა­მი­მარ­ტი­ვა მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს სი­ტუ­ა­ცია რამ­დე­ნი­მე თვე­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, ჩე­მი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს შე­ეძ­ლო ქარ­თულ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია, ოჯა­ხის ბავ­შ­ვე­ბი კი თით­ქ­მის თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობ­დ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე, ეს დი­დი მიღ­წე­ვა იყო ჩემ­თ­ვის. შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გი, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­სი შვი­ლის ნათ­ლია გავ­ხ­დი და მა­თი ოჯა­ხი ჩემ­თ­ვის გახ­და, რო­გორც უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი, მათ­თან გა­და­ვე­დი, მე­ო­რე წლი­დან, საცხოვ­რებ­ლა­დაც და უკ­ვე თავს ვგრძნობ­დი, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში. ეს ნამ­დ­ვი­ლად დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რად­გან ბევ­რი ჩე­მი პრო­ექ­ტე­ლი­სათ­ვის საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა იყო, მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლე­ბის გა­და­ტა­ნა მო­უ­წი­ათ. აქ ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა პე­და­გო­გის ის­ტო­რია ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია, რად­გან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად შეც­ვა­ლა აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ზო­გა­დად რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა. უკ­ვე მერ­ვე წე­ლია, ვცხოვ­რობ აქ და გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვამბობ, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წე­ლი უფ­რო დი­დი პროგ­რე­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლებს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­სა­ბა­მის დო­ნე­ზე დად­გა.

აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ერ­თი რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შემ­ხ­ვედ­რია, რომ­ლე­ბიც აქ­ცენტს აკე­თე­ბენ პრო­ექ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­და­რე­ბით მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბა­ზე და რა­ტომ­ღაც ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბათ ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვაც გვი­წევს და იმ შრო­მას, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ეწე­ვა, სა­თა­ნა­დოდ ვერ ან არ აფა­სე­ბენ. გულ­და­საწყ­ვე­ტია, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ გვყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბე­ბით ამ­ტ­კი­ცე­ბენ, ჩე­მი და ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლიც სწო­რედ წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლე­თა სიმ­რავ­ლეა.

მოკ­ლედ, გა­დი­ო­და დღე­ე­ბი, ვე­წე­ო­დი აქ­ტი­ურ პე­და­გო­გი­ურ მუ­შა­ო­ბას, ვსწავ­ლობ­დი სომ­ხურ ენას. ერ­თი წლის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი და გავ­ხ­დი კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­ნამ­დე კი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლ­დით. ეს იყო უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ამა­ზე დი­დი სი­ხა­რუ­ლი იმ მო­მენ­ტამ­დე არას­დ­როს გან­მე­ცა­და. კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რ­ძე­ლე სოფ. ტურ­ცხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც დღემ­დე ვმუ­შა­ობ.

აქ მუ­შა­ო­ბის მეშ­ვი­დე წლის თავ­ზე, სვა­ნეთ­ში, გა­ვი­ცა­ნი აქა­უ­რი ბი­ჭი, რო­მე­ლიც ჩე­მი მე­უღ­ლე გახ­და. ესეც თით­ქოს უფ­ლის მი­ერ ბო­ძე­ბუ­ლი ჯილ­დო იყო. ეს ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ მოხ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ ვირ­წ­მუ­ნე სას­წა­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა და ის ფაქ­ტი, რომ ჯა­ვა­ხეთ­ში ძა­ლი­ან დი­დი მი­სი­ით გა­მომ­გ­ზავ­ნა უფალ­მა, ერ­თი მხრივ, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, მე­ო­რე — ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სად და უმ­თავ­რე­სი წო­დე­ბა — „პა­ტა­რა ცოტ­ნეს დე­და“. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტა­ტუ­სია და მხო­ლოდ ამის­თ­ვის ღირ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ში, სვა­ნე­თი­დან ჯა­ვა­ხეთ­ში, წა­მოს­ვ­ლა, ყვე­ლა თა­ვი­სი სირ­თუ­ლი­თა და სი­ხა­რუ­ლით. ახ­ლა უკ­ვე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხით ვაგ­რ­ძე­ლებ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ვე­ჭი­დე­ბი ახალ სირ­თუ­ლე­ებს და ვცდი­ლობ, ფე­ხი ავუწყო თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ცვლი­ლე­ბებს. ამ­ჟა­მად წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და მიზ­ნად მაქვს და­სა­ხუ­ლი, გავ­ხ­დე მენ­ტო­რი.

ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე, რა­თა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა იწყე­ბენ კა­რი­ე­რას, ვუთხ­რა, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თ­ვის აქვს აზ­რი, არას­დ­როს არაფ­რის შე­გე­შინ­დეთ, ყო­ველ­თ­ვის და­არ­წ­მუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვი, რომ თქვენს მი­ზანს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­საც ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლი, არის ის, რომ „შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია“ და თუ მათ უნ­დათ მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას, უნ­და და­იწყონ იმით, რომ და­ი­ვიწყონ ფრა­ზა „არ შე­მიძ­ლია“, მთა­ვა­რია მი­ზა­ნი და ის ყო­ველ­თ­ვის ამარ­თ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას.

მარ­ტი­ვი არ იყო ამ გზის გავ­ლა, უამ­რა­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბა მხვდე­ბო­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მრა­ვა­ლი რთუ­ლი მო­მენ­ტი გა­და­მი­ტა­ნია, ყვე­ლა­ზე ცუ­დად ის დღე მახ­სენ­დე­ბა, რო­ცა და­მი­რე­კეს და მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა შე­მატყო­ბი­ნეს, სულ რა­ღაც ორი თვის ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს იყო უდი­დე­სი ტრა­გე­დია, ამ და სხვა გან­საც­დე­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბო­და ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და რწმე­ნა უფ­ლი­სა…

აქ­ვე მინ­და ორი­ო­დე სიტყ­ვით მო­გახ­სე­ნოთ იმ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ვმუ­შა­ობ რე­გი­ონ­ში — „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის“. პროგ­რა­მა, მრა­ვა­ლი წე­ლია, არ­სე­ბობს და წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. მი­სი მი­ზა­ნი, რო­გორც სა­ხელ­წო­დე­ბი­და­ნაც ჩანს, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ხელ­შეწყო­ბაა. პროგ­რა­მის პე­და­გოგ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მო­ი­ცავს რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­თან, ისე პე­და­გო­გებ­თან და თემ­თან მუ­შა­ო­ბას. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის: სო­ცი­ა­ლუ­რი და სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, სპორ­ტუ­ლი და სხვა ტი­პის შე­ჯიბ­რე­ბები, ეწყო­ბა ზე­ი­მე­ბი და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებ­თან მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და შრო­მა­ტე­ვა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია, ამ კუთხით დგას ენობ­რი­ვი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ენის კურ­სე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ პე­და­გო­გებ­თან ვა­ტა­რებთ, გარ­და ენის შეს­წავ­ლი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სე­ბით მათ შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ კრე­დი­ტი, რაც შემ­დ­გომ სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

სკო­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლია წრე­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა კუთხით, მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. ეს არ არის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, რო­მელ­საც პროგ­რა­მის თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გი ეწე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პროგ­რა­მის პე­და­გო­გე­ბის მი­მართ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გია ის, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა რო­გორც ენობ­რი­ვი, ისე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ამას აღ­ნიშ­ნავს ყვე­ლა და ადას­ტუ­რებს მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა, ნდო­ბა.

ამ­რი­გად, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ პროგ­რა­მის მუ­შა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აუცი­ლე­ბე­ლია კი­დევ მრა­ვა­ლი წე­ლი, რა­თა და­ეხ­მა­როს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში.

ზო­გა­დად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა, მით უფ­რო, რო­ცა ის გიყ­ვარს. გან­ვი­თა­რე­ბა და წინ­ს­ვ­ლა აუცი­ლე­ბე­ლია, ვცდი­ლობ კო­ლე­გებ­საც და­ვეხ­მა­რო ამ კუთხით, ბევ­რის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის წყა­რო ხდე­ბა შე­ნი წარ­მა­ტე­ბა, ნე­ბის­მი­ერ კარგ წა­მოწყე­ბა­ში გიჩ­ნ­დე­ბა მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი, შე­გიძ­ლია სი­კე­თის იდე­ით გა­ა­ერ­თი­ა­ნო მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი, ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი ნი­ნოწ­მი­ნის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის აღ­საზ­რ­დელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. ამ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტით გა­ვა­ერ­თი­ა­ნე ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, კო­ლე­გე­ბი და თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ წა­მოწყე­ბას, უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რაც უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წელ­საც ვგეგ­მავთ, რამ­დე­ნა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა…

მოკ­ლედ, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შკედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რ­დი­ლი გო­გო, ახ­ლა ჯა­ვა­ხეთ­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, ჩე­მი ოჯა­ხით ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს — მე, რო­გორც პე­და­გო­გი, ჩე­მი მე­უღ­ლე კი, რო­გორც ჯა­რის­კა­ცი.

ბო­ლოს მინ­და ვთქვა — „რაც უფ­რო რთუ­ლია ცხოვ­რე­ბა, მით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ღი­რე­ბუ­ლია ის“.

დატოვეთ კომენტარი