25 მაისი, შაბათი, 2024

იქცევა თუ არა ავტორიზაცია სკოლის განვითარების ხელშემწყობ ბერკეტად

spot_img

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მი­ზა­ნია რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა იმ აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბებ­თან, რო­მელ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს, ისე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რისხს.

სკო­ლა ოთხი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით მოწ­მ­დე­ბა:

  1. სკო­ლის ფი­ლო­სო­ფია;
  2. სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი;
  3. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა;
  4. მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რა.

ეს ოთხი­ვე სტან­დარ­ტი საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექ­ტ­რით იშ­ლე­ბა და ყვე­ლა იმ კომ­პო­ნენტს ფა­რავს, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს მის ეფექ­ტუ­რო­ბას.

რო­გორც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვით მა­ლა­ზო­ნია ამ­ბობს: „ცალ­კე მსჯე­ლო­ბის თე­მაა სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, რაც გუ­ლის­ხ­მობს მა­თი მზა­ო­ბის ხა­რის­ხის ოთხ­დო­ნი­ან რან­ჟი­რე­ბას (შე­სა­ბა­მი­სი, მეტ­წი­ლად შე­სა­ბა­მი­სი, ნა­წი­ლობ­რივ შე­სა­ბა­მი­სი და შე­უ­სა­ბა­მო). ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაა, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, არ იყოს ხის­ტი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სკო­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი და მი­ი­ღოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, რო­მე­ლი­მე სტან­დარ­ტის გა­მო­ყო­ფის­გან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ხედ­ვით, თავს იკა­ვებს, რად­გან მი­სი აზ­რით, ოთხი­ვე სტან­დარ­ტი ერ­თად და არა ცალ-ცალ­კე გა­ნა­პი­რო­ბებს სკო­ლის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა, მი­იჩ­ნევს, რომ „სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ზე, სკო­ლის ბა­ზა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა­ზე, მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რის, მა­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და პრაქ­ტი­კე­ბის შეს­წავ­ლა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გან­სა­კუთ­რე­ბულ ძლი­ერ და ინო­ვა­ცი­ურ მხა­რეს წარ­მო­ად­გენს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის მი­სი­ის, ხედ­ვი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თე­ბე­ბის დად­გე­ნა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის, მათ შო­რის, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ში­ნა­არ­ს­თან და არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დარ­წ­მუნ­დეს, რომ სკო­ლის მი­ერ დეკ­ლა­რი­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი კი არ აქვს, არა­მედ, გა­ნივ­თე­ბუ­ლია სკო­ლის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა არ­სე­ბით მხა­რე­ში“.

⇒ კი­დევ ერ­თხელ რომ გან­მარ­ტოთ, რის სა­ფუძ­ველ­ზე იღებს საბ­ჭო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას?

საბ­ჭო შედ­გე­ბა 12 წევ­რის­გან და თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სა თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. საკ­მა­ოდ ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ არის ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი – ყო­ველ­თ­ვის რო­დი ხდე­ბა საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რის მი­ერ ერ­თ­გ­ვა­რი პო­ზი­ცი­ის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ საბ­ჭოს წევ­რებს არ გვაქვს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო მიდ­გო­მე­ბი, ხედ­ვა ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად გვეს­მის სკო­ლის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მო­ცე­მუ­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე – საბ­ჭო კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნოა, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი­სა­გან შემ­დ­გა­რი და თი­თო­ე­ულს შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­დეს. ჩემ­თ­ვის ასეთ კო­ლე­გი­ა­ლურ ორ­გა­ნო­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც საქ­მი­სად­მი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­წე­რა ერ­თ­მა­ნეთს ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყ­მის, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, უაღ­რე­სად სა­პა­ტიო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა.

რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს გა­მოც­დი­ლე­ბით დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კაც. ეს, ძი­რი­თა­დად, გუ­ლის­ხ­მობს ექ­ს­პერ­ტ­თა დას­კ­ვ­ნის, გან­ხილ­ვის დროს გა­მარ­თუ­ლი დის­კუ­სი­ის შე­დე­გე­ბის (ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ ცხა­რე დის­კუ­სი­ი­საც კი) და სკო­ლის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გაც­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას.

⇒ რო­გორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო?

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა მოქ­ნი­ლია. ჩვე­ნე­უ­ლი შე­ფა­სე­ბაც სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ებს (ექ­ს­პერ­ტე­ბის დას­კ­ვ­ნა, სკო­ლის დო­კუ­მენ­ტა­ცია, გან­ხილ­ვა-დის­კუ­სია) ეფუძ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბიც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მიზ­ნად ისა­ხავს სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რა თქმა უნ­და, მა­თი პრაქ­ტი­კის ობი­ექ­ტუ­რი ანა­ლი­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ ვთქვა, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სკო­ლა სრუ­ლად იღებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა, უფ­რო ხში­რად, თუ საბ­ჭოს წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას უჩ­ნ­დე­ბა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გან­ც­და, რომ სკო­ლას გა­რე მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გა­უ­ჭირ­დე­ბა ხარ­ვე­ზებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, საბ­ჭო უწე­სებს მო­ნი­ტო­რინგს იმ სტან­დარ­ტებ­სა თუ კომ­პო­ნენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც სკო­ლას მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს მა­ინც მე­ო­რე სტან­დარტს (სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი) ეხე­ბა. ამის მი­ზე­ზი, სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის უპი­რო­ბო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, ისი­ცაა, რომ ყვე­ლა სკო­ლას ჯერ არ აქვს კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის, მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის ახ­ლე­ბუ­რი სის­ტე­მე­ბის და­ნერ­გ­ვის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის, კომ­პ­ლექ­სუ­რი ხა­სი­ა­თის და­ვა­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნის თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ნაბ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს არც გა­საკ­ვი­რია და არც უპა­ტი­ე­ბე­ლი ნაკ­ლი, უბ­რა­ლოდ სი­ახ­ლეა, რომ­ლის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში სკო­ლებს მხარ­და­ჭე­რა, უშუ­ა­ლოდ ამ პრო­ცესს კი, ჩვე­ნი მხრი­დან შე­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა.

⇒ რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს?

იმ დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­მელ­თა სკო­ლებ­მაც უკ­ვე მი­ი­ღეს ავ­ტო­რი­ზა­ცია, შე­მიძ­ლია ცალ­სა­ხად და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სო პრო­ცე­სი და ვთქვა, რომ მან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მყო­ფი სკო­ლე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას და კი­დევ უფ­რო მეტ მზა­ო­ბას გა­მო­ავ­ლე­ნენ.

ჩვენ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო არა­ერ­თი სკო­ლის „აღ­მო­ჩე­ნა“ — სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რით, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სით და ა.შ. აქ არ ვსა­უბ­რობ მხო­ლოდ ე.წ. დიდ­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ზე, არა­მედ პა­ტა­რა, ხში­რად, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე რე­გი­ო­ნებ­სა თუ თე­მებ­ში მოქ­მედ სას­წავ­ლებ­ლებ­ზეც, რომ­ლე­ბიც უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით და მო­ტი­ვა­ცი­ით ქმნი­ან სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მა­გა­ლი­თებს.

არ შე­მიძ­ლია ცალ­კე არ აღ­ვ­ნიშ­ნო და უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის მი­მართ, რომ­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლი­ან სკო­ლის მი­ერ გად­მოგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ვი­ზი­ტებს სკო­ლებ­ში, გვაწ­ვ­დი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შედ­გე­ნილ დას­კ­ვ­ნებს და, ჩვენ­თან ერ­თად, უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, აქ მხო­ლოდ ერთს აღ­ვ­ნიშ­ნავ — რომ არა მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, გა­ბე­დუ­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ცია და ენ­თუ­ზი­აზ­მი, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უბ­რა­ლოდ ვერ შედ­გე­ბო­და და დღეს ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როც არა­ფე­რი გვექ­ნე­ბო­და.

♦ ♦ ♦

სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 2027 წლის­თ­ვის უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, 13 ნო­ემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­მი­ნის­ტ­რო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­დე­ბის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბას გეგ­მავს და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­და, 2026-2027 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის ნაც­ვ­ლად, 2030-2031 სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში 2086 სა­ჯა­რო სკო­ლა უნ­და ჩარ­თუ­ლი­ყო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო მზა­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 600-მდე სა­ჯა­რო სკო­ლას უნ­და გა­მო­ე­ხა­ტა. ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ კი, „პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში 200-დან 300 სკო­ლამ­დე ჩარ­თ­ვა იგეგ­მე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სკო­ლა მი­ი­ღებს სრულ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ან დათ­ქ­მე­ბით და მო­ნიტ­ორინ­გის ქვეშ გა­აგ­რ­ძე­ლებს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რო­მელ­საც კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს. თა­ვის­თა­ვად, პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი უშუ­ა­ლო შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბის და დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის მხრი­დან – რას შეც­ვ­ლის სკო­ლებ­ში ეს პრო­ცე­სი და რე­ა­ლუ­რად, რო­გორ და­ი­ნა­ხეს სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­მა პრო­ცე­სი; იქ­ცე­ვა თუ არა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყობ ბერ­კე­ტად ავ­ტო­რი­ზა­ცია ან რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ისი­ნი? ექ­ს­პერ­ტე­ბის აზ­რით, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და ევა­ლე­ბათ, ასე ვთქვათ, სკო­ლე­ბის „შე­მოწ­მე­ბა“ და დად­გე­ნა, რამ­დე­ნად არის მზად კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ი­ა­როს ავ­ტო­რი­ზა­ცია, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ „ჩა­ი­ხე­და სარ­კე­ში და ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად და­ი­ნა­ხა სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი“, რაც გა­დამ­წყ­ვეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. ანუ აღ­მოჩ­ნ­და, რომ სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ თვით­შე­ფა­სე­ბა საკ­მა­ოდ სწო­რად და მიზ­ნობ­რი­ვად გა­ი­ა­რა.

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტის, მა­კა ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის აზ­რით, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია ის, რაც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და­იწყო. „სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი არა­ერ­თხელ გა­და­ვად­და, რაც გა­სა­გე­ბი­ცაა – არაა მარ­ტი­ვი სა­ჯა­რო სკო­ლა სრუ­ლად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­დეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტ­თან. თუმ­ცა ჩემ­თ­ვის, რო­გორც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტის­თ­ვის, ერ­თი რამ გახ­და ცხა­დი: თუ არ და­იწყე, ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბი მზად. ამი­ტო­მაც, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი მგო­ნია დღეს ის, რაც და­იწყო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა. 2019 წლი­დან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ აღ­ნიშ­ნულ ცენ­ტ­რ­თან და, გულ­წ­რ­ფე­ლად ვიტყ­ვი, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მწყობ­რი, ჯან­სა­ღი და პროგ­რე­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.

რო­გო­რია ჩე­მი, რო­გორც ექ­ს­პე­რტის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის? პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­მა­სამ­დე სკო­ლამ გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია და ეს ნიშ­ნავს, რომ ამ სა­მა­სამ­დე სკო­ლამ ჩა­ი­ხე­და სარ­კე­ში და ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად და­ი­ნა­ხა სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტი, ყვე­ლა ჩე­მი კო­ლე­გა აც­ნო­ბი­ე­რებს იმ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც გვა­კის­რია. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც შე­დი­ხარ სკო­ლა­ში და, ერ­თი მხრივ, უნ­და და­იც­ვა შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა, იყო ობი­ექ­ტუ­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ა­წო­დო პო­ზი­ტი­უ­რი მუხ­ტი, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი უკუ­კავ­ში­რი, და­ა­ნა­ხო ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა ისე, რომ არ გა­მო­იწ­ვიო ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ვფიქ­რობ, პირ­ველ ეტაპ­ზე, ეს გა­მოგ­ვი­ვი­და.

ყვე­ლას კარ­გად უნ­და გვეს­მო­დეს, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, რო­მელ­თაც დღეს სრუ­ლად ან მეტ­წი­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტი, რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა, კი­დევ უფ­რო დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. მათ უკ­ვე ყვე­ლა­ზე უკეთ იცი­ან, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ და­საძ­ლე­ვი და რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ მათ. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სკო­ლას, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ენიშ­ნე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი ერთ ან ორ წელ­ში, ეს ნიშ­ნავს, რომ დათ­ქ­მუ­ლი დრო­ის­თ­ვის ისევ იმა­ვე ხარ­ვე­ზე­ბით სკო­ლა ფონს ვე­ღარ გა­ვა. ხში­რად დას­მუ­ლი კითხ­ვაა: რა მოხ­დე­ბა მა­შინ, თუ სკო­ლა ვერ/არ აღ­მოფხ­ვ­რის ხარ­ვეზს? არ მინ­და ჩემს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ვა­ჭარ­ბო, მაგ­რამ თა­მა­მად ვიტყ­ვი, ეს ის სა­კითხია, რო­დე­საც გა­და­სა­ხე­დი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სწო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის სა­კითხი. მე მა­ინც ვფიქ­რობ, ღირ­სე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რე­ბი კარ­გად იაზ­რე­ბენ სა­კუ­თარ როლს ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მე­ში, რო­გო­რიც ავ­ტო­რი­ზა­ციაა.

პირ­ველ ეტაპ­ზე, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც სკო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ მო­ე­რე­ვა და სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი აქ გა­დამ­წყ­ვე­ტია. მე­ო­რე, რაც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს საკ­მა­რი­სი დრო, მო­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი ში­და პრო­ცე­სე­ბი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას­თან და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. პირ­ვე­ლი ეტა­პის სკო­ლებს, ამ მხრივ, ცო­ტა გა­უ­ჭირ­დათ. გა­რე შე­ფა­სე­ბის დაწყე­ბამ­დე მათ საკ­მა­ოდ დი­დი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა­გან, თუმ­ცა მა­ინც დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად და შეზღუ­დულ დრო­ში. ახ­ლა, რო­დე­საც ეს პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და, შემ­დ­გო­მი ეტა­პის სკო­ლე­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი გაკ­ვა­ლუ­ლი გზაა და უკ­ვე მათ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას“.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლე­ბლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტი რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს 22 სკო­ლა­ში ჰქონ­და ვი­ზი­ტი, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ექ­ს­პერტს და ყველ­გან ძა­ლი­ან დი­დი მზა­ო­ბა და­ი­ნა­ხა. „ბუ­ნებ­რი­ვია, სკო­ლე­ბის ნა­წი­ლი კერ­ძო იყო, ნა­წი­ლი – სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რი, მზა­ო­ბა კი – ყველ­გან მა­ღა­ლი. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, კა­თედ­რას, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას სრუ­ლად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია არის გა­რე შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­ზომ­ვა­ზე. სტან­დარ­ტე­ბი­დან მე­ო­რე გახ­ლავთ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მებ­თან მი­მარ­თე­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვოც­დი, რო­ცა დი­დი სხვა­ო­ბა არ იყო დე­და­ქა­ლაქ­სა და პე­რი­ფე­რი­ებს შო­რის. გა­ვიხ­სე­ნებ თბი­ლი­სის №124 და №155 სკო­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ პრაქ­ტი­კას, და­გეგ­მ­ვა­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი­სად­მი მიდ­გო­მებს. ეს სკო­ლე­ბი სრუ­ლად არი­ან მზად ორი­გი­ნა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, გეგ­მე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, რე­ვი­ზი­ი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ვნა­ხე გო­რე­ლოვ­კის სკო­ლა­შიც! ყვე­ლა სკო­ლა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცია იყო მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და კარ­გი პრაქ­ტი­კის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც. მახ­სენ­დე­ბა ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, ორი­გი­ნა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა“.

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სიქ­თარ­ვას სა­ჯა­რო სკო­ლამ ავ­ტო­რი­ზა­ცია ორი წლის შემ­დეგ მო­ნი­ტო­რინ­გის პი­რო­ბით მი­ი­ღო, თუმ­ცა, დი­რექ­ტო­რი ფიქ­რობს, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვას ისი­ნი, აუცი­ლებ­ლად, სკო­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ია კვა­ტაია: „ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში პირ­ველ ეტაპ­ზე ჩარ­თ­ვა ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი ყო­ფი­ლა და არც იმის გან­ც­და გვქო­ნია, რომ რა­ი­მე გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. გან­წყო­ბა იყო ასე­თი: თუ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა, ზო­გა­დად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი უნ­და ვი­ყოთ. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბო­და სკო­ლის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის უდი­დე­სი შრო­მა, ჩვენც მზა­ო­ბა გა­მოვ­ხა­ტეთ და პრო­ცე­სებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად გავ­ყე­ვით.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბამ­დეც, სა­ნამ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მა­ძი­ებ­ლად ცნო­ბენ სკო­ლას, თი­თო­ე­ულ სტან­დარ­ტ­ზე ჰყავს მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა ინ­დი­კა­ტორს, გაგ­ზავ­ნი­ნებს ნა­რა­ტივ­სა თუ ნე­ბის­მი­ერ დო­კუ­მენტს, გი­მოწ­მებს და კომ­პე­ტენ­ტურ რჩე­ვა­საც გაძ­ლევს. ცენ­ტ­რი მხარ­და­ჭე­რას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე გვთა­ვა­ზობს, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად დას­კ­ვ­ნას მი­ვი­ღებთ და შე­სა­ბა­მი­სო­ბის გეგ­მას წარ­ვად­გენთ.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის სკო­ლა­ში ვი­ზი­ტი. ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, სას­კო­ლო კულ­ტუ­რა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მო, სკო­ლის ზო­გა­დი იერ­სა­ხე, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ვერ წარ­მო­ა­ჩენ გა­დაგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტებ­ში, უშუ­ა­ლოდ ხი­ლუ­ლი გა­ხა­დოს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის­თ­ვის. სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ექ­ს­პერ­ტე­ბი საკ­მა­ოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი არი­ან, პო­ზი­ტი­უ­რე­ბი და ეს გვიხ­ს­ნის ემო­ცი­ას, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის და­დე­ბი­თად წარ­მო­ჩე­ნა­ში შეგ­ვი­შა­ლოს ხე­ლი – სკო­ლა, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს გა­დის, ყვე­ლა ეტაპ­ზე, უნ­და იყოს გულ­წ­რ­ფე­ლი, და­ი­ვიწყეთ, რომ ვინ­მეს რა­მეს ხე­ლოვ­ნუ­რად პო­ზი­ტი­უ­რად წარ­მო­უდ­გენთ. თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა, დო­კუ­მენ­ტებ­ზე მე­ტად, ეტყო­ბა თქვე­ნი სკო­ლის ეზოს, თქვენს საკ­ლა­სო ოთა­ხებს, დე­რეფ­ნებს, კედ­ლებს, სკო­ლის ეზო­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბენ, რა არის თქვე­ნი სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. ნუ და­ე­ლო­დე­ბით  რო­დის და­იწყე­ბა თქვენს სკო­ლა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. ნუ გა­ას­რულ­ყო­ფი­ლებთ დო­კუ­მენ­ტებს მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღოთ. უამ­რა­ვი სკო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ წინ. ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოგ­თხო­ვონ კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რის წარ­მო­სა­ჩე­ნად, მო­ი­ძი­ეთ და მზად გქონ­დეთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა მე­ტად გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბო­დით ყვე­ლა დო­კუ­მენტს, ვუ­ზი­ა­რებ­დით ერ­თ­მა­ნეთს. თით­ქ­მის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელს ჰქონ­და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი საქ­მე და ყვე­ლას რო­ლი იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ ჯგუფს ჰქონ­დეს თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტ­ფო­ლიო, ყვე­ლა შე­საძ­ლო დო­კუ­მენ­ტით. რე­ა­ლუ­რად, თუ ასე ვი­მუ­შა­ვებთ, უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და თუ ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი არც ერ­თი დო­კუ­მენ­ტი არ გვინ­და, ყვე­ლა ფურ­ცე­ლი მოს­წავ­ლის სწო­რად აღ­ზ­რ­დი­სა თუ გან­ვი­თა­რე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

ჩვენ­მა სკო­ლამ ავ­ტო­რი­ზა­ცია, ორი წლის შემ­დეგ, მო­ნი­ტო­რინ­გის პი­რო­ბით მი­ი­ღო. ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის არ­ქო­ნა გახ­ლ­დათ. შე­საძ­ლოა, მსგავ­სი პრობ­ლე­ბით სხვა სკო­ლამ სრუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ ამ გა­მოწ­ვე­ვა­საც ჩვე­ნი სკო­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მო­დუ­ნე­ბა არ გვჩვე­ვია, ორი წლის შემ­დეგ ვი­ზი­ტის მო­ლო­დი­ნი და­მა­ტე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სკო­ლა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და გვწამს, სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­ძე­ნა­შიც აუცი­ლებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სკო­ლის ფი­ნან­სე­ბი­დან ნაშ­თი, რაც გვქონ­და, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­ფა­სურ­ში გა­და­ვი­ხა­დეთ (საკ­მა­რი­სი, რა თქმა უნ­და, არ იყო და სა­მი­ნის­ტ­რომ შეგ­ვივ­სო). ჩვენ რაც შევ­ძე­ლით, ისაა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ სკო­ლამ მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ტარ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სას­წავ­ლო კურ­სი „შრო­მის უსაფ­რ­თხო­ე­ბა და გა­რე­მოს დაც­ვა“. მე­მო­რან­დუ­მის შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლას 6000 ლარ­ზე მე­ტის რე­სურ­სი გად­მო­ე­ცა, ხელ­საწყო­ე­ბის სა­ხით, რო­მელ­საც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, და არა­მარ­ტო ისი­ნი, აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სა­გან­მა­ნათ­ლე­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რაც. მა­თი გვერ­დით დგო­მა ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლი იყო, სკო­ლას წარ­მა­ტე­ბით გა­ერ­თ­მია თა­ვი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის­თ­ვის“.

ია კვა­ტაია სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს შეახ­სე­ნებს, რომ მათ შე­მარ­თე­ბა­ზე, გან­წყო­ბა­სა და მონ­დო­მე­ბა­ზე დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა მზა­ო­ბა ექ­ნე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის მი­მართ. „თქვენს სკო­ლას საბ­ჭომ ნდო­ბა უნ­და გა­მო­უცხა­დოს, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებთ და ამ ნდო­ბის მო­ლო­დი­ნი ერ­თ­გ­ვა­რი მო­ტი­ვა­ციაა, დღეს­ვე და­იწყოთ ყვე­ლა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბი­სა თუ ამა თუ იმ ინ­დი­კა­ტო­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გას­რულ­ყო­ფი­ლე­ბა“.

სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ექ­ს­პერ­ტი ინა ბი­წა­ძე უმიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­სად მი­იჩ­ნევს იმის გა­აზ­რე­ბას, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას სკო­ლა, რა­თა დრო­უ­ლად გა­და­იჭ­რას იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სიც ხომ სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხ­მობს. რე­ა­ლუ­რად, ეს აძ­ლევს სკო­ლას სწო­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. „თავ­და­პირ­ვე­ლად, სკო­ლა აკე­თებს თვით­შე­ფა­სე­ბას, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად იძ­ლე­ვა რეფ­ლექ­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ცხა­დია, ამით ვხვდე­ბით რა გა­მოგ­ვ­დის კარ­გად და რა გვაქვს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი, ამი­ტომ თვით­შ­ფა­სე­ბი­სას მთა­ვა­რია გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა – სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­ნახ­ვა, ჰქონ­დეს მიმ­ღებ­ლო­ბა, მზა­ო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის“.

ინა ბი­წა­ძე ამ­ბობს, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა კარ­გად აჩ­ვე­ნა რამ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს სკო­ლებ­ში რო­გორც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად, ისე სკო­ლის ფი­ლო­სო­ფი­ის, მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რი­სა თუ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, ეს პრო­ცე­სი უფ­რო ად­რე რომ დაწყე­ბუ­ლი­ყო, დღეს სკო­ლა გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე იქ­ნე­ბო­და. „ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა მთე­ლი სას­კო­ლო თე­მის და­უ­ღა­ლავ შრო­მა­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა იყოს ჩარ­თუ­ლი სტრა­ტე­გი­ულ და­გეგ­მ­ვა­ში, მი­სი­ი­სა და ხედ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. სკო­ლა მუდ­მი­ვად უნ­და იკ­ვ­ლევ­დეს სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს და­გეგ­მ­ვი­სას; ქმნი­დეს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­რე­მოს და ყვე­ლა პი­რო­ბას თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის, მას­წავ­ლებ­ლი­სა თუ მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბა რა ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი გა­რე­მოა, რამ­დე­ნად უსაფ­რ­თხო და და­ცუ­ლია სკო­ლა, არის თუ არა მზრუნ­ვე­ლი და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მო, რე­ა­ლუ­რად ატა­რებს თუ არა სკო­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც შე­საძ­ლოა, დო­კუ­მენ­ტუ­რად კარ­გად აქვს ასა­ხუ­ლი. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სკო­ლა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად გა­მარ­თუ­ლია, მაგ­რამ ამ სა­კითხებ­ში მო­ი­სუს­ტებს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბი იძ­ლე­ვი­ან სა­უ­კე­თე­სო რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და რჩე­ვებს, რაც სკო­ლამ აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღოს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს გან­ვი­თა­რე­ბას“.

ყვე­ლა­ზე მა­ტად რა უჭირთ სკო­ლებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში? „მას­წავ­ლებ­ლებს, შე­და­რე­ბით, უჭირთ მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის შექ­მ­ნა ყვე­ლა და­ვა­ლე­ბის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა; შუ­ა­ლე­დუ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თ­ვის ნა­ბი­ჯე­ბის სწო­რად და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს პრო­ცე­სი, მა­ღალ კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლის­გან დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ითხოვს, კა­თედ­რე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას, კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­სა და ჯან­საღ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მუდ­მივ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თობ­ლი­ვად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ყვე­ლა პრობ­ლე­მას. თუ ეს პრო­ცე­სი მო­დუნ­და ან უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის ჯაჭვს ერ­თი რგო­ლი გა­მო­ე­ცა­ლა, რღვე­ვა გარ­და­უ­ვა­ლია და ხა­რის­ხიც ეჭ­ვ­ქ­ვეშ დგე­ბა. მოკ­ლედ, „თუ მთელ­მა ერ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ მო­ინ­დო­მა, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ უშ­ვე­ლის“.

უკ­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იმ სარ­გე­ბელ­ზეც სა­უბ­რობს, რო­მელ­საც სკო­ლა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად იღებს. ამ­ბობს, რომ, ზო­გა­დად, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა შე­ფა­სე­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა და­ად­გი­ნოს რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მაა, პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად. „დღეს ჩე­მი სკო­ლა სრუ­ლად ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია და ეს მთე­ლი სას­კო­ლო თე­მის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის, საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და, ხში­რად, თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის შე­დე­გია. სხვაგ­ვა­რად წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე მა­ინც მგო­ნია, იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა, ყვე­ლა პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლის სტა­ტუ­სიც არ და­ა­ყოვ­ნებს.

მე მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­და­ნაა, სა­დაც თე­მის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებ­დეს, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­დეს, მოს­წავ­ლე­ებს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­დეთ. ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს უხა­რო­დეს სკო­ლა­ში მის­ვ­ლა, იქ ისე­თი გა­რე­მო დახ­ვ­დეს, სა­დაც თავს და­ცუ­ლად და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იგ­რ­ძ­ნობს, მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, იმ უნა­რებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­ი­ძენს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, – ამ­ბობს ინა ბი­წა­ძე, – დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი სკო­ლა­ში ეყ­რე­ბა და მის­თ­ვის სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც სკო­ლის საქ­მეა. თუ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას ითა­ვი­სებს და ხელს უწყობს მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ოთხი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით (ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, უნა­რე­ბი, ცოდ­ნა და კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა), ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლის სტა­ტუს­საც ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვებს, რად­გან ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლის 21-ე სა­უ­კუ­ნის გლო­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას გუ­ლის­ხ­მობს“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები