27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

„იქნებ გამომდის წერა“ – „შემოდგომის ლეგენდა 2020“-ის  იმპროვიზაციული ტური

spot_img

„თეთრი საყელო“ – ეს თემა შეარჩია ჟიურიმ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფინალური ტურისთვის, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა.  „შემოდგომის ლეგენდა 2020“-ის იმპროვიზაციულ ტურში კონკურსის პირველი ტურის შედეგად გამოვლენილმა 10-მა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ თორმეტი საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართებოდა, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

შემოდგომის ლეგენდაძალიან საინტერესო პროექტია, რომელსაც 12-წლიანი ისტორია აქვს. ამ კონკურს, ბოლო წლებში,სილქნეტთანერთად ვატარებთ. სწორედ ამ კონკურსში მიაღწიეს პირველ აღიარებას შემდგომში უკვე წარმატებულმა ახალგაზრდა მწერლებმა. ვიმედოვნებთ, რომ ათივე ფინალისტი კარგად გაართმევს თავს დავალებას და ძალიან კარგ და შთამბეჭდავ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შექმნის. ვიმედოვნებთ, რომ წლევანდელი კონკურსიც გამოავლენს ნიჭიერ ადამიანებს, განსაკუთრებით ველოდებით იმას, თუ ვინ გახდება ფინალური ტურის გამარჯვებული,“ – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ლიკა მეტრეველის თქმით, „შემოდგომის ლეგენდა“ დამწყები მწერლებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გაიკვალონ გზა მომავალში. მოხარულები ვართ, რომ არ ვუღალატეთ ტრადიციას და მიუხედავად რთული გამოწვევებისა, განსხვავებულ ფორმატში მაინც გაიმართაშემოდგომის ლეგენდა“. დარწმუნებული ვარ, რომ არც  წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც ყველა სხვა წელი. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ამ  პროექტის ხელშეწყობა, რადგან ვთვლით, რომ ეს ძალიან სასარგებლო საქმეა,“ – აღნიშნა ლიკა მეტრეველმა.

წლევანდელი წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა. იმპროვიზაციულ ტურზე ფინალისტებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და ყველა დამსწრე პირისთვის უსაფრთხო და დისტანცირებული გარემო იყო გათვალისწინებული.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთნენ. პროექტის მენეჯერი ნინო კალანდია გვიამბობს, რომ „შემოდგომის ლეგენდის“ ათი ფინალისტი ჟიურიმ 266 ნაწერს შორის შეარჩია. მისივე თქმით, წელს ჟურიმ კონკურსანტებს ძალიან საინტერესო თემა შესთავაზა და მოუთმენლად ელოდება ახალ ნაწერებს 10-ვე ფინალისტისგან. „მგონია, რომთეთრი საყელოძალიან საინტერესო ინსპირაციაა. ფინალისტებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ აქ, უნივერსიტეტის ეზოში, უსაფრთხოების ყველანაირი ნორმის დაცვით, შექმნან ახალი ნაწერები,“ – ამბობს ნინო კალანდია.

ჟიურის უცვლელი წევრის, მაკა ლდოკონენის თქმით, „შემოდგომის ლეგენდამ“ პანდემიის პირობებშიც არ უღალატა სტუდენტებს, გამოეცადათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები კონკურსში: ვფიქრობ, წლევანდელი თემა საინტერესო იქნება  ფინალისტებისთვის; დაწერენ ისევ კარგ მოთხრობებს და კარგი კრებული გვექნება. მე თვითონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, 90-იანი წლები იყო და ვერც ვიოცნებებდი მაშინ, რომ ლიტერატურული კონკურსი ჩატარებულიყოჩვენ კი ბევრს ვწუწუნებთ, რომ პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ის, რომ ლიტერატურული კონკურსი ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია.“

წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს – დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატნენ. ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი;  მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ შესაძლებელი გახადა, ჟიურის შემადგენლობაში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი ჩართულიყო.

ფინალური ტურის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია – 1000, 700 და 500 ლარი და კომპანია სილქნეტის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

„შემოდგომის ლეგენდა 2020“-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ინგა ღოღობერიძე კონკურსის ფინალისტი უკვე მეორედ გახდა. ამბობს, რომ თსუ-ს პროექტი „შემოდგომის ლეგენდა“ განსაკუთრებულად უყვარს, ერთგვარ სტიმულსაც კი აძლევს, რომ წეროს:მე არ ვარ გამოცდილი მწერალი, შესაბამისად,შემოდგომის ლეგენდაჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეორედაც გავედი ფინალში, ეს სტიმულიც არის, იქნებ გამომდის წერა. ზოგადად, პროექტი ამ კუთხით ყველა მონაწილისთვის მნიშვნელოვანია. მომავალ წელს სტუდენტი აღარ ვიქნები, ვამთავრებ მაგისტრატურას და ვეცდები, გავიმარჯვო და ჟიურიში გადავინაცვლო.“

ლალი ჯელაძე

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები