9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

იუბი­ლა­რი სა­უ­კუ­ნის სკო­ლა

spot_img

სსიპ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა

„პან­კი­სის ხე­ო­ბა შიგ­ნით კა­ხეთ­ში, ჩრდი­ლო მხა­რეს, მა­ღალ­სა და ტყი­ანს მთებ­სა შუაა მო­თავ­სე­ბუ­ლი. იქ, სა­დაც მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი კავ­კა­სი­ო­ნის ვიწ­რო და ფრი­ა­ლო ღრე-კლდე­ებს გა­მოს­ცილ­დე­ბა და ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხ­რე­თის­კენ, ცო­ტად თუ ბევ­რად, და­იმ­შ­ვი­დებს მჩქე­ფა­რე, აქა­ფე­ბულ დი­ნე­ბას, ხე­ო­ბა ვიწ­რო, თო­ფის ზუმ­ბი­ვით სწო­რი, უაღ­მართ-დაღ­მარ­თოდ გრძელ­დე­ბა.

კა­ხეთ­ში ჩა­მო­სუ­ლი მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ და­აღ­მა­ცერ­დე­ბა და ქმნის ხე­ო­ბას, რო­მელ­საც პან­კი­სი ჰქვია“ – წერ­და ქის­ტე­ბის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი წიგ­ნ­ში „პან­კი­სის ხე­ო­ბა“.

ახ­მე­ტი­დან წა­მო­სუ­ლი სო­ფელ მა­ტანს რო­ცა გას­ც­დე­ბი, შენ თვალ­წინ გა­იშ­ლე­ბა ქე­დებს შუა მოქ­ცე­უ­ლი ხე­ო­ბა, სიგ­რ­ძე­ზე გაშ­ლი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-25კმ-ის სიგ­რ­ძის, სი­გა­ნე კი, ზო­გი­ერთ ად­გი­ლებ­ში, 1კმ-ზეც მე­ტია. ხე­ო­ბის თავ­ში უაღ­რე­სად შთამ­ბეჭ­დავ, ეგ­ზო­ტი­კურ სი­ლა­მა­ზეს ქმნის კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დი და ამ ქე­დის თვალ­წარ­მ­ტა­ცი მწვერ­ვა­ლი სპე­რო­ზა. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქ­ვას, რომ სპე­რო­ზა მე­მა­ტი­ა­ნეა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მშფოთ­ვა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სა.

და­ახ­ლო­ე­ბით, ორ სა­უ­კუ­ნეს მო­ით­ვ­ლის პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ქის­ტე­ბის და­სახ­ლე­ბის ის­ტო­რია. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო ქის­ტე­ბი­სა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­თა თან­ხ­ვედ­რა, რად­გა­ნაც მა­ის­ტელ ქის­ტებს გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დათ, ხო­ლო ქარ­თულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ლე­კე­ბის თა­რე­შის სატ­რან­ზი­ტო გზად ქცე­უ­ლი, პან­კი­სის ხე­ო­ბის გა­მაგ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებ­და და ამას­თა­ნა­ვე, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თავ­დას­ხ­მე­ბი­თა და თა­რე­შით გან­თ­ქ­მუ­ლი ჯო­ყო­ლა დარ­ქი­ზა­ნაშ­ვი­ლის გად­მო­ბი­რე­ბა. ამ ორ ამო­ცა­ნას თი­ა­ნე­თის მაზ­რის (რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც პან­კი­სის ხე­ო­ბაც შე­დი­ო­და) ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ლე­ვან ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა კარ­გად გა­არ­თ­ვა თა­ვი. იმის­თ­ვის, რომ ქის­ტე­ბის პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­ფუძ­ნე­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეწყო ხე­ლი, იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვის თავ­ზე აიღო ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ქის­ტე­ბის გა­მოკ­ვე­ბის საქ­მე და ეს პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა კი­დეც. აღ­ნიშ­ნუ­ლი­და­ნაც საკ­მა­ოდ ნათ­ლად ჩანს, თუ რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ მხა­რე­ში ქის­ტე­ბის და­სახ­ლე­ბით.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ქის­ტე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბის საქ­მე­ში თვალ­სა­ჩი­ნო რო­ლი ითა­მა­შა დუი ციცხა­შაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ქარ­თულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო, სა­უ­კე­თე­სოდ ფლობ­და ქარ­თულ ენას და უდი­დე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და თა­ვის სათ­ვის­ტო­მო­სა და ქარ­თ­ვე­ლებ­ში. იგი, პირ­ვე­ლად, 1826 წელს გა­მოჩ­ნ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში. შემ­დ­გომ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, ამ­ჟა­მად პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი, სო­ფე­ლი დუ­ი­სი, რო­მელ­საც ეს სა­ხე­ლი ამ ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად უწო­დეს.

პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­თა ს­წავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე მე­ოთხედ­ში და­იწყო. 1866 წელს ქის­ტებ­ში სწავ­ლის სა­კითხი წი­ნა პლან­ზე წა­მოს­წი­ეს კავ­კა­სი­ა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღ­მ­დ­გე­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა. მა­თი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1888 წელს, სო­ფელ ჯო­ყო­ლო­ში, აშენ­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია, ხო­ლო 1891 წელს დაწყე­ბი­თი სკო­ლა გა­იხ­ს­ნა, სა­დაც, ძი­რი­თა­დად, სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ.

სო­ფელ დუ­ის­ში კარ­გა ხანს იდ­გა დღის წეს­რიგ­ში სკო­ლის გახ­ს­ნის სა­კითხი. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი იყო წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნას. პრო­ფე­სო­რი ლე­ი­ლა მარ­გოშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ „მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში სო­ფელ დუ­ის­ში წე­რა-კითხ­ვა მხო­ლოდ ორ­მა ადა­მი­ან­მა იცო­და. ხელ­წე­რი­ლე­ბი­სა და სხვა საქ­მი­ა­ნი სა­ბუ­თე­ბის შე­სად­გე­ნად სო­ფე­ლი მათ­თან მი­დი­ო­და“ (ლ. მარ­გოშ­ვი­ლი – „პან­კი­სის ხე­ო­ბა“, გვ.160, 2002წ).

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბი­დან სა­მი თვის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რევ­კომ­მა მი­ი­ღო დეკ­რე­ტი რეს­პუბ­ლი­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში წე­რა-კითხ­ვის უცო­დინ­რო­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ. ამ მხრივ ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და არა­ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ზე, სა­დაც წე­რა-კითხ­ვის მცოდ­ნე­თა რიცხ­ვი ნაკ­ლე­ბი იყო. 1921 წელს ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თი­დან ჩა­მო­ვი­და ხე­ო­ბის ამაგ­და­რი პი­როვ­ნე­ბა უსუფ მარ­გოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც აქ­ტი­უ­რად და­იწყო სო­ფელ დუ­ის­ში დაწყე­ბი­თი სკო­ლის გახ­ს­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

1922 წელს დუ­ი­სის დაწყე­ბით­მა სკო­ლამ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და­იწყო და­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში. 1932 წელს, უსუფ მარ­გოშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1934 წელს დას­რულ­და. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა დუ­ი­სის სა­სოფ­ლო საბ­ჭოს ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ე. გუ­მაშ­ვილ­მა. 1935 წელს დუ­ი­სის დაწყე­ბი­თი სკო­ლა არას­რულ სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის­თ­ვის გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი სკო­ლის შე­ნო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. სოფ­ლის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყო საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის მი­შე­ნე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 12 უღე­ლი ხარ-კა­მე­ჩი ეზი­დე­ბო­და ალაზ­ნის ვე­ლი­დან ქვი­შა­სა და ქვას. ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბამ და საქ­მის კე­თე­ბის წყურ­ვილ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და სას­კო­ლო შე­ნო­ბაც გა­ფარ­თოვ­და, რის შე­დე­გა­დაც დუ­ი­სის არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, 1940 წელს, სა­შუ­ა­ლოდ გა­და­კეთ­და. ამის შემ­დეგ პან­კი­სის ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბი — ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ქის­ტე­ბი, ოსე­ბი  სო­ფელ დუ­ი­სის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში მო­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

პან­კი­სის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნებს იმ ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც ქისტ ბავ­შ­ვებს ქარ­თუ­ლი ენა შე­ას­წავ­ლეს­ და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს მათ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის მე­ო­რე მშობ­ლი­ურ ენად ქცე­ვას. ესე­ნი იყ­ვ­ნენ: გ.ქა­და­გი­ძე, ე. ქა­და­გი­ძე, ა. ქა­ა­ძე, ი. მა­ჩაბ­ლიშ­ვი­ლი, მ. მეს­ხიშ­ვი­ლი, დ. წვე­ლე­ბაშ­ვი­ლი, ს. აბუ­ლა­ძე, დ. ჯა­ში­აშ­ვი­ლი, ს. გო­გა­ლიშ­ვი­ლი, გ. ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი, ნ. ომა­ნაშ­ვი­ლი, ბ. მჭედ­ლიშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

1947 წლი­დან პან­კი­სის ხე­ო­ბას სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და­უბ­რუნ­დ­ნენ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით და და­იწყეს სკო­ლა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ესე­ნი იყ­ვ­ნენ: ბი­სან მარ­გოშ­ვი­ლი, მა­ჟი­ით ხან­გოშ­ვი­ლი, ძა­რეი და ბი­სოლ­თა მარ­გოშ­ვი­ლე­ბი, მახ­მა­და ბა­ღა­კაშ­ვი­ლი, ლა­ბაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და ე.წ. ღა­მის სკო­ლა, ასაკ­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რა­თა მი­ე­ღოთ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა.

ამ სკო­ლის კედ­ლებ­ში აღი­ზარ­და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი — მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტე­ბი, ექი­მე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი, სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი და სხვა.

2022 წელს სკო­ლას და­არ­სე­ბი­დან 100 წლის იუბი­ლე უნ­და აღე­ნიშ­ნა, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სო­ფელ დუ­ი­სში სკოლის ახალი შე­ნო­ბა უნდა აშენ­დეს (2022-2023 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა სას­წავ­ლო პრო­ცესს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში ახორ­ცი­ე­ლებს), იუბი­ლე მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა.

დღეს ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა 51 უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც ინა­წი­ლე­ბენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უქ­მ­ნი­ან ყვე­ლა პი­რო­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და სწავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. სკო­ლას მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მი­სია აქვს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­წავ­ლის სა­კითხს, რა­საც ჩვე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხე­ბენ.

დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა მოხ­ვ­და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტ­ში, სა­დაც უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რაც მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მი­ი­ღონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. სკო­ლას ყო­ველ წელს ჰყავს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ოქ­როს და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მო­ი­პო­ვე­ბენ 50, 70 და 100 %-იან გრან­ტებს, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ეროვ­ნულ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. ჩარ­თუ­ლი ვართ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი, მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით მუ­შა­ო­ბენ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე და სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ზე.

ჩვე­ნი სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ისე სხვა­დას­ხ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში. სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და ეკოკლუ­ბე­ბი.

2020 წელს სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა  ნი­კო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და და, გრან­ტის სა­ხით, 8000 ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში ეკო­ჰა­ბი მო­ეწყო. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან და მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ბა­ტონ ღა­სან ხა­ლი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით აღიჭურვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის და ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მი­ერ კი, სკო­ლა­ში მო­ეწყო „იდე­ა­თე­კა“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც 1640 და­სა­ხე­ლე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა გად­მოგ­ვე­ცა. 2022 წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ სას­კო­ლო პრო­ექ­ტებ­ში, 3800 ლა­რით დაგ­ვი­ფი­ნან­ს­და პრო­ექ­ტი „თე­ქის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა“, ხო­ლო ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი 10 სა­უ­კე­თე­სო პრო­ექტს შო­რის მოხ­ვ­და და, ჯილ­დოს სა­ხით, სკო­ლას 1000 ლა­რი ჩა­ე­რიცხა.

სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და სკო­ლის და­არ­სე­ბი­დან. იც­ვ­ლე­ბოდ­ნენ თა­ო­ბე­ბი, იწე­რე­ბო­და ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ც­ლით გამ­დიდ­რ­დე­ბა, აღიზ­რ­დე­ბი­ან ახა­ლი თა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ წვლილს შე­ი­ტა­ნენ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლა­ში.

ნა­თე­ლა მარ­გოშ­ვი­ლი
სსიპ სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ისა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი
ლი­ლი სვი­ა­კა­უ­რი
სსიპ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დუ­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები