27 ივლისი, შაბათი, 2024

იტალიური ენის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო

spot_img

იტალიური ენის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 24 ივლისის 10:00 საათზე დაიწყო და 2 აგვისტოს, 18:00 საათზე, დასრულდება. გამოცდა ჩატარდება 31 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მის.: ე. მინდელის ქ. N9).

იტალიური ენის საგნის გამოცდაზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია: ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ეწვიოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge-ზე განთავსებულ ბმულს; აირჩიოს იტალიური ენის საგნის გამოცდა, შეიყვანოს სარეგისტრაციო გვერდის შესაბამის ველში თავისი მონაცემები, ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოები და დაეთანხმოს გამოცდაში მონაწილეობის პირობებს.

გამოცდაზე დასარეგისტრირებლად უნდა გაიაროთ შემდეგი ხუთი ეტაპი:

  1. გადაიხადეთ გამოცდის საფასური შემდეგ რეკვიზიტებზე:

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სახაზინო კოდი 707627112

საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727

დანიშნულების ველში მიუთითეთ კანდიდატის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის დასახელება (სრული ტესტი ან რომელიმე ნაწილი) და თარიღი.

თანხის გადახდა შეგიძლიათ:

  • საბანკო გადარიცხვით;
  • ინტერნეტ ბანკინგით.

შეინახეთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

  1. დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“, აირჩიეთ სასურველი გამოცდა. გაეცანით და დაეთანხმეთ საგამოცდო წესებს და შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი.
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმის ბოლოს ატვირთეთ ვალიდური პირადობის დამადასტურებელი საბუთის ფოტო (პასპორტი, ID ბარათი ან მართვის მოწმობა) და გადახდის ქვითარი.
  3. დააჭირეთ ღილაკს submit, რის შემდეგაც ეკრანზე დაინახავთ წარმატებით დარეგისტრირების დასტურს. მომენტალურად ონლაინ აპლიკაციაში მითითებულ ნომერზე მიიღებთ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შეტყობინებას.
  4. გამოცდამდე ორი დღით ადრე ცენტრის ოფიციალური მეილიდან მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას გამოცდის შესახებ. თუ მსგავსი მეილი არ მოგივათ, გთხოვთ მისწეროთ ელექტრონულ მისამართზე: tgakhokidze@naec.ge ან დაუკავშირდეთ მობილურზე: 599 917 308.

გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 2 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდება, თუ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე.

გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულაა 90. გამოცდის ხანგრძლივობა: მოსმენის, წერითი და კითხვის ნაწილები – 4სთ; ლაპარაკის ნაწილი კი – 15 წუთი.

⇑⇓ 2023 წლიდან ცვლილება შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ. იტალიური ენის ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა. იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – პროცესს ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები