20 მაისი, ორშაბათი, 2024

ის, რაც არა­სო­დეს მოძ­ველ­დე­ბა ამ პრო­ფე­სი­ა­ში, სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია

spot_img

ნი­ნო ბუ­თუ­რიშ­ვი­ლი
სსიპ გარდაბნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. კალინინოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, როგორც მეორე ენის კონსულტანტი მასწავლებელი

 

 

პირ­ვე­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლა­ში რომ და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, 2000 წელს, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვი­ცო­დი მა­თი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და, მით უმე­ტეს, არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენა მეს­მო­და. ვას­წავ­ლი­დი სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე — I, VII, XI და ა.შ. კლა­სებს. ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებს ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის, ფო­ტო­ე­ბის, თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ვუხ­ს­ნი­დი, მოქ­მე­დე­ბებს თა­ვად ვა­სა­ხი­ე­რებ­დი (ადე­ქი, წა­დი, გა­და­შა­ლე, და­წე­რე, წა­ი­კითხე), მაგ­რამ ერ­თხელ, რო­დე­საც ატირ­და პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე, ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცო­დი, რა უნ­და მექ­ნა. არც მას ეს­მო­და ჩე­მი, არც მე — მი­სი. გა­ვი­ქე­ცი დე­რე­ფან­ში, და­ვუ­ძა­ხე დამ­ლა­გე­ბელს და ვთხო­ვე, კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მო­ეყ­ვა­ნა. მა­შინ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მეს­წავ­ლა მა­თი ენა, უკე­თე­სად რომ გა­მე­გო და უკეთ მეს­წავ­ლე­ბი­ნა. ახ­ლა, უამ­რა­ვი თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლა მაქვს ეფექ­ტუ­რი და შე­დე­გი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა-ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის — ბუ­კე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სხვა რომ არა­ფე­რი, ტე­ლე­ფონ­ში ვრთავ ინ­ტერ­ნეტს და აუდიო და ვი­ზუ­ა­ლურ რე­სურ­სებს ვი­ყე­ნებ. ასე­ვე, თა­ვად ვქმნი სას­წავ­ლო მა­სა­ლას, ადაპ­ტი­რე­ბას ვუ­კე­თებ ტექ­ს­ტებს, მო­სას­მენ მა­სა­ლას მო­ვი­ძი­ებ და, მათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ვგეგ­მავ გაკ­ვე­თი­ლებს, რა­თა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გავ­ხა­დო ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა.

ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბის გარ­და, აუცი­ლე­ბე­ლია, შემ­ს­წავ­ლე­ლებს გა­ვაც­ნოთ და გა­ვა­თა­ვი­სე­ბი­ნოთ იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ყო­ფა, რო­მელ­საც თა­ვა­დაც წარ­მო­ად­გე­ნენ. ინ­ტეგ­რა­ცია აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­თ­ვის. არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სწავ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა კლას­გა­რე­შე პრო­ექ­ტით, კულ­ტუ­რულ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ხელს ვუწყობთ ამ პრო­ცე­სებს, მათ და­ახ­ლო­ე­ბას და ინ­ტეგ­რი­რე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო­ში.

ერთ შემ­თხ­ვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩე­მი მოს­წავ­ლე მშობ­ლებ­მა თურ­ქე­თის საკ­მა­ოდ ცნო­ბილ და პრეს­ტი­ჟულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­რიცხეს და სურ­დათ, იქ და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. ლა­ლა­ზა­რი, პირ­ვე­ლი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩა­ა­ბა­რა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და ახ­ლა აქ სწავ­ლობს. ამ­ბობს, რომ ეს მი­სი სამ­შობ­ლოა, აქ აპი­რებს ცხოვ­რე­ბას და არ უნ­და არ­სად წას­ვ­ლა. 5 წე­ლი ვი­ყა­ვი ამ გო­გო­ნას ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვთვლი, რომ ქვეყნისადმი მის ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაში ჩე­მი დი­დი წვლი­ლი­ცაა. ასე­თი უამ­რა­ვი შემ­თხ­ვე­ვა შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო. მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ სრულ­დე­ბა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბით, შემ­დე­გაც ვეხ­მა­რე­ბი გზის გაკ­ვ­ლე­ვა­ში.

შე­დე­გი რომ მა­ღა­ლი დო­ნის იყოს და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ზარ­დო, ამის­თ­ვის „თა­ვად არა­სო­დეს უნ­და შეწყ­ვი­ტო სწავ­ლა“. პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზრდა­ზე მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავ­დი. ერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, მე­ო­რე­ში ჩა­ვი­რიცხე და და­ვამ­თავ­რე წარ­მა­ტე­ბით. რო­გორც კი და­ი­ნიშ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, მა­შინ­ვე და­ვიწყე მზა­დე­ბა და 3 სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში ვარ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი (I-IV დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა V-XII კლა­სე­ბი, ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა I-XII კლა­სე­ბი). ჩემს პრო­ფე­სი­ულ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მამ „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“. პროგ­რა­მა­ში პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან (2009 წ.) ვმუ­შა­ობ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად. იმის­თ­ვის, რომ სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე მეზ­რუ­ნა, თა­ვად გავ­დი­ო­დი უამ­რავ ტრე­ნინგს (დღე­საც ვეს­წ­რე­ბით და ვა­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს). ვეს­წ­რე­ბო­დი და თა­ვად ვა­ტა­რებ­დი კონ­ფე­რენ­ცი­ებს, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას უწყობს ხელს. ვმო­ნა­წი­ლე­ობ და ვეს­წ­რე­ბი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, სე­მი­ნა­რებ­სა და მას­ტერ­კ­ლა­სებს კო­ლე­გებ­თან ერ­თად.

მოს­წავ­ლე­ებ­თან უფ­რო­სი მე­გობ­რის დის­ტან­ცი­ა­ზე ვარ. მინ­და, გა­ვა­აზ­რე­ბი­ნო სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბი და ამ ქცე­ვის შე­დე­გე­ბი. ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ არი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბულ­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ღი­ა­ო­ბით, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბით. მა­გა­ლი­თად, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, წა­მოვ­ჭე­რი სა­კითხი, „კომ­პი­უ­ტე­რი უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლია თუ ტე­ლე­ვი­ზო­რი“. ამ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, უნ­და მო­ეყ­ვა­ნათ მო­საზ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი და მა­გა­ლი­თე­ბი. კითხ­ვა­ზე, რა დროს ატა­რებთ კომ­პი­უ­ტერ­თან დღე­ში, კლას­ში ყვე­ლამ თქვა, რომ არ აქვთ კომ­პი­უ­ტე­რი და არც ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რად მე­ტი უნ­და გა­ვა­კე­თო მათ­თ­ვის, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბაა. უნ­და ის­წავ­ლონ, რო­გორ მო­ი­პო­ვონ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ გან­ვი­თარ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლად, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი წლი­დან წლამ­დე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი. სო­ფელ­ში არაა ბიბ­ლი­ო­თე­კა და ასე­ვე, სკო­ლა­შიც მწი­რია მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს ის, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩე­მი რო­ლი მათ ცხოვ­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, გა­ზაფხულ­ზე რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს ალერ­გია აწუ­ხებ­და, პე­რი­ო­დუ­ლად. ერთ-ერთ გაკ­ვე­თილ­ზე წა­მო­იჭ­რა ეს პრობ­ლე­მა­ტუ­რი თე­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან. ტე­ლე­ფო­ნის ინ­ტერ­ნე­ტით მოვ­ძებ­ნე გა­და­ცე­მა სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ზე, სწო­რედ ალერ­გი­ა­ზე რომ სა­უბ­რობ­დ­ნენ ექი­მე­ბი, და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პ­ტო­მებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. მო­ვის­მი­ნეთ 2-ჯერ და გა­ვი­აზ­რეთ, შემ­დეგ ვიმ­ს­ჯე­ლეთ. ამ აქ­ტი­ვო­ბით თან ქარ­თულ ენა­ზე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რებს და­ე­უფ­ლ­ნენ, შე­ის­წავ­ლეს ახა­ლი ლექ­სი­კა და თან პრობ­ლე­მა­ტურ თე­მა­ზე შე­იტყვეს სი­ახ­ლე­ე­ბი.

დი­დია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში ქარ­თულ გა­რე­მო­ში. ბევრ რა­მე­ზე გვი­წევს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბაც, მა­გა­ლი­თად, რჩე­ვას გვთხო­ვენ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის შერ­ჩე­ვი­სას. ამი­ტომ, მა­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა სა­კითხ­ში, იც­ნობ­დეს მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებს არამ­ხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში. ასე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლი სწო­რედ ჩვენს პროგ­რა­მას „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“, პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია მუდ­მი­ვად გრაგ­ნი­ლე­ბით (ანუ და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბით) სი­ა­რუ­ლი.

დღე­ვან­დელ­მა (და არა­მარ­ტო დღე­ვან­დელ­მა) მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ქმნის მო­მა­ვალს, ხვა­ლინ­დელ დღეს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მოს­წავ­ლემ, რო­მელ­საც ჩვენ დღეს ვაძ­ლევთ ცოდ­ნას, ვძენთ უნა­რებს, ხვალ, 10 წლის შემ­დეგ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. მას­წავ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, იფიქ­როს და იზ­რუ­ნოს იმა­ზე, რამ­დე­ნად გა­მო­ად­გე­ბა მო­მა­ვალ­ში ახალ­გაზ­რ­დას სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის ჩვენ მი­ერ გა­და­ცე­მუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი. გა­სა­გე­ბია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დის შე­ჩე­რე­ბა ან კონ­ტ­რო­ლი. ჩვენ ვერ და­ვი­ცავთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას ამის­გან. პი­რი­ქით, სწო­რედ ეს თა­ო­ბაა ყვე­ლა­ზე კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე სა­კითხ­ზე მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლე­ბელ­ზე მე­ტი ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია აღ­მო­აჩ­ნ­დეს. თუმ­ცა, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვას­წავ­ლოთ ის, თუ რო­გორ შე­არ­ჩი­ონ და შე­ა­ფა­სონ მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან სა­სარ­გებ­ლო. თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კ­ვ­ნე­ბი, რა სჯობს და რა არის სწო­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლის უდი­დე­სი რო­ლი ის არის, რომ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს მოს­წავ­ლეს თა­ვი­სუ­ფა­ლი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის (და არა ში­შის, რი­დის) გრძნო­ბა.

ის, რაც არა­სო­დეს მოძ­ველ­დე­ბა ამ პრო­ფე­სი­ა­ში, არის სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი. ერ­თია, რო­ცა შრო­მობ და თა­ვად აღ­წევ წარ­მა­ტე­ბას სა­კუ­თარ საქ­მე­ში; მე­ო­რეა, რო­ცა შე­ნი წარ­მა­ტე­ბა სხვის წარ­მა­ტე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და პი­რი­ქით, იმ სხვა ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბა შენს წარ­მა­ტე­ბულ მუ­შა­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შექ­ცე­ვა­დო­ბის პრინ­ცი­პით. ერ­თხელ თუ იგე­მე სხვი­სი წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მე­რე ყო­ველ­თ­ვის გი­ხა­რია და მუდ­მი­ვად გინ­და ხე­დავ­დე ბედ­ნი­ერ, წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და შე­ნი წვლი­ლი შეგ­ქონ­დეს ამა­ში. ეს მთა­ვა­რია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში. სხვაგ­ვა­რად, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები