24 ნოემბერი, კვირა, 2024

ის­ტო­რი­უ­ლი ხე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სკო­ლა

spot_img

სხალ­თა-ხი­ხა­ნის ხე­ო­ბა დე­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭეშ­მა­რი­ტი ის­ტო­რიაა, ფრთა­შე­მარ­თუ­ლი სხალ­თის ტა­ძა­რი ჩვე­ნი ქარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის უტყუ­ა­რი სა­ფუძ­ვე­ლია, ხი­ხა­ნის ცი­ხე კი ჩვე­ნი სიმ­ტ­კი­ცი­სა და უძ­ლე­ვე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა.

სხალ­თის ხე­ო­ბა, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლით, კულ­ტუ­რულ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბი­თა და დღე­ვან­დე­ლო­ბით, მი­სი შვი­ლე­ბის სი­ა­მა­ყის სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ვე­ლია.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სხალ­თის ხე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც ტაო-კლარ­ჯეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მთა­ვა­რი არ­ტე­რია. სწო­რედ აქ იყო ზე­მო აჭა­რის სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ცენ­ტ­რი და აქ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, სე­ლიმ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის საგ­ვა­რე­უ­ლო­თა სახლ-მუ­ზე­უმ­ში, წყდე­ბო­და აჭა­რის დე­და-სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან შე­ერ­თე­ბის ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო სა­კითხი.

სხალ­თა­ში მდე­ბა­რე­ობს ზე­მო­ა­ჭა­რის მშვე­ნე­ბა – სხალ­თის ტა­ძა­რი, აქა­ურ მკვიდ­რ­თა სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ვე­ლი. ეს ტა­ძა­რი ყო­ფი­ლა თა­მარ მე­ფის მთა­ვა­რი სა­ლო­ცა­ვი ად­გი­ლი.

სხალ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა ულა­მა­ზე­სი სხალ­თის ხე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ცოდ­ნის ტა­ძა­რია. ჯერ კი­დევ მე­ფის რუ­სე­თის მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხა­ნა­ში, 1915-1916 წლებ­ში, ზე­მო აჭა­რა­ში, ხუ­ლოს მაზ­რის (დღე­ვან­დე­ლი ხუ­ლო­სა და შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის) რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, მათ შო­რის ყინ­ჩა­ურ­ში, ქარ­თულ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლი დაწყე­ბი­თი ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი გახ­ს­ნა. ეს დი­დი მოვ­ლე­ნა იყო მხა­რის­თ­ვის, რომ­ლის მცხოვ­რებთ, სამ­შობ­ლო­სა­გან 300-წლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი მოწყ­ვე­ტის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ეძ­ლე­ო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მშობ­ლი­ურ ქარ­თულ ენა­ზე შე­ეს­წავ­ლათ წე­რა-კითხ­ვა და, ამის სა­ფუძ­ველ­ზე, გას­ც­ნო­ბოდ­ნენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას.

მარ­თა­ლია, აჭა­რა დე­და სამ­შობ­ლოს და­უბ­რუნ­და, მაგ­რამ დამ­პყ­რობ­თა 300-წლი­ან­მა ბა­ტო­ნო­ბამ თა­ვი­სი და­ღი და­ას­ვა აჭა­რის ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რას, ამას და­ე­მა­ტა მუ­ჰა­ჯი­რო­ბის პე­რი­ო­დი, რო­ცა ბო­რო­ტი ძა­ლე­ბი მაჰ­მა­დი­ან ქარ­თ­ვე­ლებს თურ­ქეთ­ში უხ­მობ­დ­ნენ. 150 ათა­სი აჭა­რე­ლი და­ად­გა თურ­ქე­თის გზას, თით­ქოს­და ერ­თა­დერ­თი სამ­შობ­ლო და ხსნა იქ წას­ვ­ლა იყო.

პირ­ვე­ლი დაწყე­ბი­თი სკო­ლა სოფ. ყინ­ჩა­ურ­ში გა­იხ­ს­ნა, ახ­მედ სურ­მა­ნი­ძის საცხოვ­რე­ბელ სახ­ლ­ში, სოფ. ჭერ­ში – ალი გორ­გი­ლა­ძის საცხოვ­რე­ბელ სახ­ლ­ში.

1924-1925 წლებში, სხალ­თის თემ­ში, ფაჩხა­სა და წაბ­ლა­ნა­ში გა­იხ­ს­ნა სკო­ლე­ბი, მე­ჩე­თის გვერ­დით. სხალ­თის თე­მის მოს­წავ­ლე­ე­ბი წაბ­ლა­ნის ხუთ­კ­ლა­სი­ან სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ. 1938 წელს სკო­ლა შვიდ­კ­ლა­სი­ა­ნად გა­და­კეთ­და.

სხალ­თის თემ­ში მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტის ზრდის გა­მო, სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში, 1936 წელს, შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა აშენ­და – ყინ­ჩა­უ­რის შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლა. წაბ­ლა­ნი­დან გად­მო­ვი­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მო­სე შა­ლი­კა­ვა, თა­ვის პედ­კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად. მა­ლე ყინ­ჩა­უ­რის სკო­ლა რვაწ­ლი­ა­ნად გა­და­კეთ­და და პირ­ველ დი­რექ­ტო­რად მო­სე შა­ლი­კა­ვა და­ი­ნიშ­ნა.

1954 წელს, ყინ­ჩა­ურ­ში, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა. სკო­ლის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას დი­დი ამა­გი დას­დეს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­სულ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა: მო­სე შა­ლი­კა­ვამ, ლა­მა­რა ხოშ­ტა­რი­ამ, ნი­ნო ბლა­გი­ძემ, თა­მარ შვან­გი­რი­ძემ, სუ­ლი­კო ხო­ფე­რი­ამ, შუ­რა ჩუ­ბი­ნი­ძემ, თა­მარ კე­კე­ლი­ძემ, ან­ზორ ციცხ­ვა­ი­ამ, ლე­ლა ციცხ­ვა­ი­ამ, ადა კურ­და­მი­რო­ვამ, ნო­დარ გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, თი­ნა მარ­გა­ლი­ტა­ძემ და სხვებ­მა. სწო­რედ მათ და­უ­ღა­ლავ შრო­მას მოჰ­ყ­ვა სხალ­თა­ში ახა­ლი კად­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა: იოსებ მა­ხა­რა­ძე, და­ვით მა­ხა­რა­ძე, იური მი­ქე­ლა­ძე, მზე­ვი­ნარ ბოლ­ქ­ვა­ძე, და­რი­კო ბოლ­ქ­ვა­ძე, ნა­ზიბ­რო­ლა სურ­მა­ნი­ძე, ლე­ვან მა­ხა­რა­ძე და სხვე­ბი. ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სოფ­ლის მკვიდ­რი მი­ხე­ილ ქა­მა­და­ძე, პირ­ვე­ლი სხალ­თე­ლი ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ას­პი­რან­ტუ­რა და­ამ­თავ­რა, 1999 წელს და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და ასამ­დე ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია; გი­ორ­გი შა­ი­ნი­ძე, ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ბა­თუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რუ­სუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია; და­ვით შა­ი­ნი­ძე, სკო­ლის ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი, ცნო­ბი­ლი პრო­კუ­რო­რია; ოთარ გორ­გი­ლა­ძე – სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის მეც­ნი­ერ თა­ნამ­შ­რო­მე­ლი; ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე – ცნო­ბი­ლი ექიმ-პე­დი­ატ­რი; აბე­სა­ლომ ას­ლა­ნი­ძე – ფი­ლო­სო­ფი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი; ამა­ვე სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლია ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მი­ხე­ილ მა­ხა­რა­ძე.

ჩვენს სკო­ლა­ში აღ­ზ­რ­დი­ლი თა­ო­ბე­ბი – მსა­ხი­ო­ბე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, ექი­მე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი, თავ­და­დე­ბუ­ლი სწავ­ლი­თა და შრო­მით, წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში.

სკო­ლას, წლე­ბია, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბი: იოსებ მა­ხა­რა­ძე, იური მი­ქე­ლა­ძე, სუ­ლი­კო სურ­მა­ნი­ძე, ბე­ჟან სურ­მა­ნი­ძე, ბულ­ბულ სურ­მა­ნი­ძე, მე­რაბ შა­ი­ნი­ძე, რო­ლანდ ბოლ­ქ­ვა­ძე, თე­მურ შა­ი­ნი­ძე. პე­და­გო­გე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სას­კო­ლო სას­წავ­ლო აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის საქ­მე­ში გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ.

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლის პრაქ­ტი­კა­ში და­ი­ნერ­გა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით სწავ­ლე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის, მატ­რი­ცე­ბი­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შექ­მ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სკო­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხრი­ვაც, კერ­ძოდ, სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის წრე, მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

1971-1973 წ.წ. აშენ­და სკო­ლის ახა­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა. მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, იური მი­ქე­ლა­ძემ; 1978-82 წლებ­ში  3-ჯერ იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი სა­უ­კე­თე­სო სკო­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში; ვი­ნა­ი­დან სკო­ლა სხალ­თის თე­მის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობს და თე­მის რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის თხოვ­ნით და დი­რექ­ცი­ის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით, ყინ­ჩა­უ­რის ნაც­ვ­ლად, სხალ­თის სკო­ლა ეწო­და.

2011- 2012 წლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ ნა­ზიბ­რო­ლა მი­ქე­ლა­ძის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, სკო­ლას კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი ჩა­უ­ტარ­და. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ფან­ჯ­რებს სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მოსუ­ლი თოვ­ლი აზი­ა­ნებ­და, კომ­პა­ნი­ამ შპს „აჭა­რის­წყა­ლი ჯორ­ჯია“ რკი­ნის სა­მაგ­რე­ბი გა­უ­კე­თა. ამა­ვე კომ­პა­ნი­ის თა­ნად­გო­მით, კე­თილ მო­ეწყო ეზო და სკო­ლა­ში გან­თავ­ს­და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

სხალ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა, წარ­მა­ტე­ბე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით, ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია სხალ­თა-ხი­ხა­ნის ის­ტო­რი­ულ ხე­ო­ბა­ში და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ხე­ო­ბის კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რაა.

ახალ­მა რე­ფორ­მამ სა­ხე უც­ვა­ლა სას­კო­ლო მუ­შა­ო­ბას, უფ­რო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გახ­და. გა­უმ­ჯო­ბეს­და სკო­ლის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, მო­ეწყო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კა­ბი­ნე­ტი, სკო­ლა აღი­ჭურ­ვა უახ­ლე­სი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა­თა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბით, აუდიო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით, მო­ეწყო რე­სურ­სო­თა­ხი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის საკ­ლა­სო ოთა­ხი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სწორ­მა და­გეგ­მ­ვამ და მარ­თ­ვამ, სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, გვეზ­რუ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის – სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა 92% უფ­რო­სი­სა და წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუსს ატა­რებს. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლებ­ში, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს  ეც­ნო­ბი­ან და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ნერ­გა­ვენ. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რა­ი­ო­ნულ, სა­ოლ­ქო პე­და­გოგ­თა შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში და გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­საც აღ­წე­ვენ. გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან: ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ზიბ­რო­ლა მი­ქე­ლა­ძე, მაია კო­ნი­აშ­ვი­ლი, დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლე­ლა ბა­სი­ლა­ძე, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­მუ­ლი გორ­გი­ლა­ძე და სხვე­ბი. სკო­ლა ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში, კერ­ძოდ, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია პრო­ექ­ტ­ში „ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი“; სკო­ლამ, ასე­ვე, გა­ი­მარ­ჯ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში“ და მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა. გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ, აგ­რეთ­ვე, etwinning-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში „ჩე­მი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი მე­გობ­რე­ბი“ – სკო­ლას გა­და­ე­ცა დიპ­ლო­მი, ჩარ­თულ მას­წავ­ლებ­ლებს – ლე­ი­ლა მუ­შამ­ბა­ძეს, ნა­ზი მი­ქე­ლა­ძეს და ლე­ლა ბა­სი­ლა­ძეს – მედ­ლე­ბი. სკო­ლის მოს­წავ­ლე სა­ბა ქა­მა­და­ძე და მას­წავ­ლე­ბე­ლი ლე­ლა ბა­სი­ლა­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბრი­უ­სელ­ში.

სას­კო­ლო მკითხ­ველ­თა კლუბ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით  „ჩვე­ნი სა­უნ­ჯე“ გა­ი­მარ­ჯ­ვა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში და მო­ი­პო­ვა ფუ­ლა­დი გრან­ტი (კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­ზიბ­რო­ლა მი­ქე­ლა­ძე). ასე­ვე, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ი­სა­გან და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის, მაია კო­ნი­აშ­ვი­ლის­ პ­რო­ექ­ტ­მა და მოს­წავ­ლემ — ლუ­კა გორ­გი­ლა­ძემ.

ახ­ლა მთე­ლი კო­ლექ­ტი­ვის­თ­ვის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მაა, რომ კი­დევ უფ­რო გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ჩვე­ნი სკო­ლა ღირ­სე­უ­ლი გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი იყოს სა­ხე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის.

 

თე­მურ შა­ი­ნი­ძე
სხალ­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები