16 თებერვალი, კვირა, 2025

ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებული რჩევები აბიტურიენტებს

spot_imgspot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებული რჩევები აბიტურიენტებისთვის.

აბიტურიენტები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ.

⇔ ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს.

რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:

⇔ ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“. გაითვალისწინეთ, ზოგადი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება.

⇔ ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, ამგვარი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება.

⇔ ხშირად აბიტურიენტები არ აკვირდებიან ტესტური დავალების შეკითხვა მხოლობით რიცხვშია დასმული თუ მრავლობითში. შესაბამისად, სრულყოფილ პასუხს ვერ სცემენ დასმულ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, ამგვარ შემთხვევაში აბიტურიენტი ქულას/ქულებს კარგავს.

⇔ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის შეკითხვა. მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს მოეთხოვება დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვის დაკონკრეტებულია, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს – პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის. ანალოგიურად, როცა დავალების პირობაში გთხოვენ მსგავსი მოვლენის დასახელებას, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნე, ან გეოგრაფიული რეგიონი).

⇔ გაითვალისწინეთ, რომ ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. თქვენ უნდა იცოდეთ ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა.

⇔ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, კარგი იქნება, თუ გაეცნობით კლასგარეშე ისტორიულ ლიტერატურას, ამით მეტად განივითარებთ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც, ბუნებრივია, მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ.

საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:

√  35 დახურული ტიპის დავალება;

√  ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით);

√  ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება;

√  ისტორიული წყაროს ანალიზი.

ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:

√  35 დახურული ტიპის დავალება – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ – 35 ქულა;

√  ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ – 6 ქულა;

√  ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა 5;

√  ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა 14.

√  2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი.

√  აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები