16 თებერვალი, კვირა, 2025

ისევ ქართველი მორაგბეების გამარჯვებით

spot_imgspot_img

2-10 ოქტომბერს საქართველომ, ისტორიაში პირველად, უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს 18-წლამდელ მორაგბეთა შორის, რომელიც კვლავაც ქართველ მორაგბეთა ტრიუმფით დასრულდა. საინტერესოა, რომ ჩვენები ზედიზედ მეოთხედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ეს ჩემპიონატი 2004 წელს დაარსდა და თავიდან მასში „დიდი ექვსეულის“ ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, რაც 2015 წლამდე გაგრძელდა. იმ სეზონში საქართველო პირველად გავიდა ამ ტურნირის ფინალში, რის შემდეგაც ექვსეულის ქვეყნებიდან ხუთმა – ბრიტანეთმა, შოტლანდიამ, ირლანდიამ, უელსმა და იტალიამ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა. სამწუხაროდ, სარაგბო საზოგადოება ჯერ კიდევ ფრიად კონსერვატიული და კარჩაკეტილია, ძნელად თუ აღებს კარს ახალი წევრებისთვის. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათთვის უპირველესია ფინანსური მოგება და არა რაგბის პოპულარიზაცია-განვითარება, შედეგად კი, დანარჩენ სამყაროს ბრძოლით უწევს „მზის ქვეშ ადგილის მოპოვება“. სწორედ ამიტომ, მათ ვერ აიტანეს ახალი წევრის – საქართველოს წარმატება და ამჯობინეს, საერთოდ გაცლოდნენ იმ ასპარეზს, სადაც ახალგამოჩენილი მონაწილე სტაბილურად ამარცხებდა მათ გუნდებს. თუმცა, ვიდრე ფინალამდე არ მივედით, ამ წაგებებს როგორღაც კიდევ იტანდნენ, მერე კი საერთოდ დატოვეს ტურნირი.

დარჩა მხოლოდ საფრანგეთი, რომელსაც ფინალში ვხვდებოდით. 2015-2018 წლებში, ფინალში, მხოლოდ ეს ორი გუნდი გადიოდა, პირველი სამი შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს. საქართველომ მათი წინააღმდეგობა მხოლოდ მეოთხე ცდაზე, 2018 წელს, გატეხა, როცა პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ამის შემდეგ ტურნირი საფრანგეთმაც დატოვა, ჩვენ კი, მომდევნო წელს, მეორედ მოვიპოვეთ ეს ტიტული. 2020-ში, პანდემიის გამო, ევროპირველობა არ გამართულა, 2021-ში კი მესამედ გავხდით ჩემპიონები, რასაც ახლა მეოთხე გამარჯვებაც დაერთო.

წლევანდელ ჩემპიონატს თბილისმა და რუსთავმა უმასპინძლა, ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ. საქართველო ჩეხეთთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან მოხვდა, მეორეში – პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია და რუმინეთი.

მოლოდინისამებრ, ზურაბ ამონაშვილის დამოძღვრილ ჩვენს ნაკრებს არ გასჭირვებია ტურნირში გამარჯვება და მორიგი ტრიუმფი. პირველ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა გაანადგურეს ჩეხები: ერთბაშად 12 ლელო დაუდეს, თავად კი, არათუ ქულა დაკარგეს, პირიქით – ბონუს ქულაც მიიღეს და კოლოსალური უპირატესობით გაიმარჯვეს: 76:0. თუმცა ეს არ იყო დღის სარეკორდო ანგარიში: მანამდე ესპანეთმა, რუსთავში, „ხარები არენაზე“ რუმინეთს 102:0 მოუგო!

საქართველომ მეორე შეხვედრაში კიდევ უფრო დიდი ანგარიშით – 86:0 სძლია ბელგიას, რომელსაც 14 ლელო დაუდო! აი, მეორე ნახევარფინალი კი ფრიად დაძაბული და თანაბარი გამოდგა: პორტუგალია-ესპანეთი ფრედ, 21:21 დასრულდა, ფინალისტი კარში დარტყმებით გაირკვა, სადაც უფრო ზუსტი პორტუგალიელები აღმოჩნდნენ.

საქართველო, ზედიზედ მეშვიდედ, გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ზედიზედ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი. წლევანდელი ფინალი შარშანდელის განმეორება გამოდგა – შარშან პირენეელებს 27:0 მოვუგეთ.

ამჯერად ჩვენმა მორაგბეებმა ნაცნობ მეტოქეს 34:10 აჯობეს. თამაშს რუსთავის „ხარები არენამ“ უმასპინძლა საკმაოდ ძლიერ ქარსა და წვიმაში, თუმცა კლიმატმა მაყურებელი ვერ შეაკრთო და სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მივიდა. ამინდმა თამაშს თავისი დაღი ნამდვილად დაასვა, ოღონდ ამ გამოწვევას ჩვენებმა თავი მეტოქეზე ბევრად უკეთესად გაართვეს, პირველიდან ბოლო წამამდე დომინირებდნენ მოედანზე და სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამჯერად 5 ლელო დადეს, მეტოქემ აქტივში კი ის მიითვალა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ფინალში პირველი ლელო დაგვიდო.

ირაკლი თავაძე
spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები