3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სტრა­ტე­გია გე­ოგ­რა­ფი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

spot_img

მარინე დეკანოიძე
სსიპ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზო­დის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა, რომ­ლის ფლო­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში თვით­რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სათ­ვის. ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, გე­ოგ­რა­ფი­ას და­ვუ­კავ­ში­როთ სხვა საგ­ნე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას მოს­წავ­ლე­ებ­ში, ამი­ტომ არის ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვის ქო­ნა მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის, რა­თა ხე­ლი შე­ვუწყოთ ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

მინ­და გა­ვაც­ნო კო­ლე­გებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ჩემ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია. სტრა­ტე­გია კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნი­სა და საკ­ლა­სო სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დროს, კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ვქმნი და­ვა­ლე­ბებს ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის სა­ხით, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რად ვი­ყე­ნებ მეშ­ვი­დე კლას­ში, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის შეს­წავ­ლის დროს. და­ვა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ხში­რად ვი­ყე­ნებ დამ­ხ­მა­რე მე­თო­დურ მა­სა­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის (ჯე­იმს ფ. სილ­ვე­რი – გე­ოგ­რა­ფია, დამ­ხ­მა­რე მე­თო­დუ­რი მა­სა­ლა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის). ასე­თი აქ­ტი­ვო­ბის დროს, ყვე­ლა მოს­წავ­ლე მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი თვი­თონ არი­ან ახალ-ახა­ლი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, უფ­რო ეფექ­ტუ­რად ით­ვი­სე­ბენ სას­წავ­ლო მა­სა­ლას და, ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვა­საც იძე­ნენ.

ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცესს ძალ­ზე ეფექ­ტურს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის, ამი­ტომ ინ­ტენ­სი­უ­რად უნ­და იმუ­შა­ონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის შექ­მ­ნა­ზე, გა­უ­ზი­ა­რონ კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბა, მო­აწყონ გან­ხილ­ვე­ბი, მო­ის­მი­ნონ ერ­თ­მა­ნე­თის აზ­რე­ბი, შე­ი­მუ­შა­ონ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ რამ­დე­ნი­მე და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­ში:

და­ვა­ლე­ბა №1. ჰო­რი­ზონ­ტის მხა­რე­ე­ბის ლა­ბი­რინ­თის გავ­ლა: მიჰ­ყე­ვით ის­რებს და ყო­ველ მო­ნაკ­ვეთ­ზე მი­ა­წე­რეთ ის მხა­რე, სა­ით­კე­ნაც მი­დი­ხართ. გა­მო­ი­ყე­ნეთ აბ­რე­ვი­ა­ტუ­რე­ბი: N – ჩრდი­ლო­ე­თი; S – სამ­ხ­რე­თი; E – აღ­მო­სავ­ლე­თი; W – და­სავ­ლე­თი; NE – ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი; SE – სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი; SW – სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თი; NW – ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი.

და­ვა­ლე­ბა №2. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მხა­რე­ე­ბის გან­საზღ­ვ­რა კომ­პა­სით.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ დგა­ხართ კომ­პას­ზე და გან­საზღ­ვ­რეთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი.

და­ვა­ლე­ბა №3. ლურ­ჯი ტბის გარ­შე­მო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მხა­რე­ე­ბის დად­გე­ნა და მან­ძი­ლის გა­ზომ­ვა მას­შ­ტა­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მას­შ­ტა­ბი – 1:20.

გზატ­კე­ცი­ლი –

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

ჯე­იმს ფ. სილ­ვე­რი – გე­ოგ­რა­ფია, მე­თო­დუ­რი მა­სა­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები