13 ივლისი, შაბათი, 2024

ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

spot_img
ირმა გრიგალაშვილი
ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე არა ცოდ­ნის პა­სი­უ­რი მიმ­ღე­ბი, არა­მედ შე­მეც­ნე­ბის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა. პე­და­გო­გის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი თუ სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი მოს­წავ­ლეს უნ­და და­ეხ­მა­როს წი­ნა­რე ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით „ააგოს ახა­ლი ცოდ­ნა“. დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი (ფაქ­ტობ­რი­ვი) ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს მი­სი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, და­კავ­ში­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რე­ა­ლო­ბას­თან და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­ნუ­ვი­თარ­დეს პრობ­ლე­მის ანა­ლი­ზი­სა და გა­დაჭ­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დღეს­დღე­ო­ბით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი აკის­რია ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გიებს.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მი­ზან­თა გა­ნახ­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უნა­რის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად შეძ­ლებს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ციფ­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის ეფექ­ტი­ან გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თარ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ და შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“ (ზგე­მი, 2024). აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის საგ­ნობ­რივ ჯგუფ­ში, გა­მო­ყო­ფი­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი „ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“ (ისტ). მოს­წავ­ლე­ებ­მა კი უნ­და მო­ა­ხერ­ხონ ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ცალ­კე სწავ­ლე­ბით შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა საგ­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში, სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ხე­ლი უნ­და შე­უწყონ ისტ-ის სხვა საგ­ნებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბით სწავ­ლე­ბას.

გა­სულ წლებ­ში პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა კი­დევ უფ­რო ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნა რო­გორც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში, ისე მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი არ ფლობ­და ისეთ ელე­მენ­ტა­რულ უნა­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა microsoft word-ში მუ­შა­ო­ბა, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტის მოხ­მა­რე­ბა თუ სხვა. მი­უ­ხე­და­ვად მას­წავ­ლე­ბელ­თა მონ­დო­მე­ბი­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, მსგავს პრობ­ლე­მებს მათ­თა­ნაც ვაწყ­დე­ბო­დით. ამ ფონ­ზე კი საკ­მა­ოდ რთუ­ლია ვი­სა­უბ­როთ ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ან და ხა­რის­ხი­ან გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა თუ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით MediaSmarts-მა ჩა­ა­ტა­რა გა­მო­კითხ­ვა. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოვ­ლინ­და ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზღუ­დავს პე­და­გო­გებს მოს­წავ­ლე­ებ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბი. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად კი გა­მო­ით­ქ­ვა შემ­დე­გი სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი. სა­ჭი­როა, რომ:

„1) მი­ა­წო­დონ მოს­წავ­ლე­ებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით;

2) მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბი­სას ფო­კუ­სი­რე­ბა მოხ­დეს იმა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სწავ­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად;

3) შე­იქ­მ­ნას ისე­თი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მის­ცემს მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რონ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში“ (ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2022, mediatsigniereba.ge).

რო­გორც ვხე­დავთ, სა­კითხი საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მი­სი მოგ­ვა­რე­ბა კი მას­შ­ტა­ბურ­სა და კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შე­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი წვლი­ლი პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რა­ში, თუ­კი არ შეწყ­ვეტს სწავ­ლას და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­ით­ვი­სოს სი­ახ­ლე (ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა) და შემ­დეგ გა­უ­ზი­ა­როს მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორც სწავ­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. წე­რი­ლის მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით კო­ლე­გებს გა­ვუ­ზი­ა­რო გზე­ბი და მე­თო­დე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ აიმაღ­ლონ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თონ ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მკითხ­ველს შე­ვახ­სე­ნო მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი პორ­ტა­ლის შე­სა­ხებ (http://www.ict.tpdc.ge/search?category=7), რო­მე­ლიც თავს უყ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ებ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მოც­დილ ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, გვთა­ვა­ზობს ვი­დე­ოგ­ზამ­კ­ვ­ლე­ვებს, მა­თი მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი­სა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­სა­ხებ. გან­კუთ­ვ­ნი­ლია რო­გორც დამ­წყე­ბი, ასე­ვე გა­მოც­დი­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის. რე­სურ­სე­ბის პორ­ტა­ლი მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დია და მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ თა­ვად მო­ითხო­ვონ, რა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ისურ­ვებ­დ­ნენ და­მა­ტე­ბი­თი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის შედ­გე­ნას.

ისტ-ის სხვა საგ­ნებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ხში­რად მარ­ტი­ვი სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბით, microsoft word-ითა და power point-ით, მუ­შა­ო­ბას მო­ი­აზ­რებს, მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ან მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო პრო­დუქტს. უფ­რო ხში­რად კი ამ უკა­ნას­კ­ნელს ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი პოს­ტე­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი თუ ე.წ. კედ­ლის გა­ზე­თე­ბი წარ­მო­ად­გენს მა­შინ, რო­დე­საც ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს უფ­რო სწრა­ფად, მარ­ტი­ვად შევ­ქ­მ­ნათ მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ამომ­წუ­რა­ვი და შთამ­ბეჭ­და­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბა ზო­გავს ჩვენს დროს, სა­წერ სა­შუ­ა­ლე­ბებს და რაც მთა­ვა­რია, მა­თი გა­ზი­ა­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ვფიქ­რობ, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი ისე და­გეგ­მავს შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბას, რომ მას­ში ხაზ­გას­მით ჩან­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მას­წავ­ლე­ბე­ლი არაა შეზღუ­დუ­ლი დრო­ში (ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბი­სას დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და დრო შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია). მას შე­უძ­ლია პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერთ-ერთ ნა­ბი­ჯად და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სი რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ნო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა-და­უფ­ლე­ბა მო­ი­აზ­როს. მა­გა­ლი­თის­თ­ვის გა­ვიხ­სე­ნებ სა­კუ­თარ სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კას, რო­დე­საც ერთ-ერ­თი სას­კო­ლო პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, აქ­ტი­ვო­ბის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტად შე­ვარ­ჩი­ეთ ბლო­გი. თავ­და­პირ­ვე­ლად, dictated.ge-ს მეშ­ვე­ო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვე­ცა­ნი ბლო­გის შექ­მ­ნი­სა და მოხ­მა­რე­ბის გზამ­კ­ვ­ლევს და შევ­ქ­მე­ნი ბლო­გის საც­დე­ლი („შა­ვად სა­მუ­შაო“) ვერ­სია, ხო­ლო შემ­დეგ იგი­ვე გა­ვა­კე­თე მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. დე­ტა­ლუ­რად გა­ვარ­ჩიე თი­თო­ე­უ­ლი ვი­დე­ოგ­ზამ­კ­ვ­ლე­ვი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ მი­ერ ბლო­გის შექ­მ­ნი­სა და მას­ზე მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბის პრო­ცესს. პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლეს მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფო­ტო-ვი­დეო და ტექ­ს­ტუ­რი ნაშ­რო­მე­ბის ატ­ვირ­თ­ვა და წარ­დ­გე­ნა ბლო­გის მეშ­ვე­ო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Blogger.com ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­ზე შექ­მ­ნას სა­ი­ტი.

სწავ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია მა­შინ, რო­დე­საც პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ზარ­დებს კი დღეს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ვი­დე­ო­ფილ­მე­ბი­სა თუ კო­ლა­ჟე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა. მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ეს მო­მენ­ტი ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რად აქ­ცი­ოს სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სწავ­ლი­სათ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლის ნა­თელ­სა­ყო­ფად კვლავ მო­ვიხ­მობ ჩემს სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­დილ მა­გა­ლითს. ოკუ­პა­ცი­ის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მო­ვი­ნა­ხუ­ლე რეპ­რე­სი­რე­ბულ მწე­რალ­თა მუ­ზე­უ­მი. მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, ყუ­რადღე­ბით მო­უს­მი­ნეს გიდს, გა­ა­კე­თეს შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის კა­მე­რით გა­და­ი­ღეს სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რ­ცე­ე­ბი და მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლა, შემ­დეგ კი CapCut-ის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ამ­ზა­დეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ვი­დე­ო­ფილ­მი მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ. CapCut წარ­მო­ად­გენს ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დომ შე­მოქ­მე­დე­ბით პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ვი­დე­ო­ფა­ი­ლე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბი­სა და მონ­ტა­ჟის შე­საძ­ლებ­ლო­ბას (რო­გორც Windows-ის პროგ­რა­მა­ში, ისე Mac-ში, Android-სა და iOS-ზე).

ბო­ლო დროს ბიზ­ნე­სის, მარ­კე­ტინ­გის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია Canva, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა თე­მა­ტუ­რი შაბ­ლო­ნე­ბის, დი­ზა­ი­ნის ელე­მენ­ტე­ბი­სა და თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლებ­ლებს, ერ­თი მხრივ, თა­ვად შექ­მ­ნან მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზონ, რო­გორც სას­წავ­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. Canva-ს მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი­სა და ბუკ­ლე­ტე­ბის, ამა თუ იმ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი პოს­ტე­რე­ბის შექ­მ­ნა, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა. პლატ­ფორ­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი მზა შაბ­ლო­ნე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლე­ბი ში­ნა­არ­სობ­რივ საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ამ­დე­ნად სა­ი­ტის მომ­ხ­მა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს თა­ვი­სი მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად აირ­ჩი­ოს და გა­მო­ი­ყე­ნოს ისი­ნი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი ძი­ე­ბით. პლატ­ფორ­მის და­უფ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არაა მხო­ლოდ სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოწ­ვე­ვა, არა­მედ ეს არის მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გზა.

ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მე­თო­დო­ლო­გია შეც­ვა­ლა, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა რა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, მუდ­მი­ვი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბი­სათ­ვის თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბი­სა და მა­თი ათ­ვი­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც ნათ­ლად გა­მოკ­ვე­თა.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რა

ზგე­მი 2024, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი https://mes.gov.ge/uploads/zgemi.pdf

ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2022, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ვებ­გ­ვერ­დი  https://mediatsigniereba.ge/teachers/tsipruli-mokalakeobis-stsavleba

სა­სარ­გებ­ლო ბმუ­ლე­ბი

Blogger.com –  https://www.blogger.com/about/?bpli=1

capcut –  https://www.capcut.com/my-edit

Canva –  https://www.canva.com/

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ციფ­რუ­ლი პორ­ტა­ლი  http://www.ict.tpdc.ge/

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები