22 მარტი, შაბათი, 2025

ინფიცირებული აბიტურიენტი კლინიკაშია გადაყვანილი

spot_imgspot_img

განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

საქართველოს ერთერთ რეგიონში როცა ჩვენი სამსახური იკვლევდა ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ხალხს, ერთერთს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც 7 რიცხვში გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, – ამბობს ამირან გამყრელიძე. მისივე თქმით, გუშინწინ დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტების კვლევის დროს, აღმოაჩინეს, რომ ამ პირთან მყოფი კონტაქტებიდან ერთ-ერთი, 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, ინფიცირებული კლინიკაშია. მასთან შემხებლობაში მყოფთაგან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი – დაკვირვების ქვეშ და ნაწილი, შესაძლოა, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება