27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერვიუ თამარ ფაჩულიასთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

კავშირი ფრეიასკამპანიისქალები საკუთრების უფლებისთვისფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციაფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაშიფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელიაკავშირი ფრეიადა შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თამარ ფაჩულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატია სამოქალაქო ადმინისტრაციული სპეციალობით. მუშაობს საიას ქუთაისის ფილიალში.

საქართველოს კანონმდებლობით, ქონების მემკვიდრეობის საკითხი სქესის ნიშნით არ არის განსაზღვრული, მაგრამ ქალების მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხრივ, საქართველოში არსებული რეალობა საკმაოდ არასახარბიელოა. საკუთრების რეგისტრაციის რაოდენობით, ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

 საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემა ძირითადად გამომდინარეობს ტრადიციული წეს-ჩვეულებებიდან. ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ მემკვიდრე უნდა იყოს ბიჭი. გოგო არ ითვლება მშობლების მემკვიდრედ, რადგან ის გათხოვდება და სხვა ოჯახს შექმნის.

ასევე ტრადიციის თანახმად, ხშირ შემთხვევაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონება (უძრავი თუ მოძრავი) რეგისტრირდება მამაკაცის სახელზე. შედეგად, თითქმის ყველა შემთხვევაში ქალს უწევს სასამართლოს მიმართოს, რათა ერთობლივი ქონების თანამესაკუთრედ იქნეს აღიარებული. უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი დაკავშირებულია დროსთან და მატერიალურ ხარჯებთან, რისი საშუალებაც ხშირად ქალებს არ აქვთ.

ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ტრადიციულად საქართველოში მამაკაცი ითვლება ოჯახის უფროსად, ხოლო სამართლებრივი ცნობიერება საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?

სამოქალაქო კოდექსის თანახმად  გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ანდერძით მემკვიდრეობა ცალმხრივი გარიგებაა (მამკვიდრებლის სურვილით და ნებით), მაგრამ აღსანიშნავია, რომ კანონით არსებობს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება და ან მიღებული საჩუქრის ჩათვლა სამკვიდრო წილში.

უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად. მნიშვნელობა არ აქვს ვისი – ქალის თუ მამაკაცის – თანხით ხდება ქონების შეძენა.

განსხვავებულად მოქმედებს კანონმდებლობა, თუ საკითხი ეხება მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას, ანუ:

ა) ქონებას, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა ქორწინებამდე;

ბ) ქონებას, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?

საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით შემიძლია გამოვყო ის შემთხვევები, როდესაც მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფისას მათი თანაბარი უფლებების დასაცავად საჭირო ხდება სასამართლოს ჩარევა.

 რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამ უფლების უგულებელყოფას?

 მთავარია ქალმაც და კაცმაც იცოდეს, დაიცვას და პატივი სცეს კანონის მოთხოვნას. თუმცა ვფიქრობ, რომ როდესაც საუბარია ქალზე, რომელსაც უწევს საბანკო დაწესებულებებთან ხშირი ურთიერთობა (მაგ. მეწარმეზე), უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხი შესაძლებელია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს სტაბილური ფინანსური გარემოს შესაქმნელად.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზები? რამდენად ხედავთ საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას?

 ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა. იქნება საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი, თუ მეწარმე ლიდერი. ნებისმიერმა ვისაც შეუძლია წვლილის შეტანა ამ პრობლემის მოგვარებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები