9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ინ­ტერ­ვიუ – რო­გორც სას­წავ­ლო მე­თო­დი

spot_img

ცი­რა ბი­ბი­ნი­ძე
სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო, სი­ახ­ლე­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას მო­ითხოვს. ჩემს პრაქ­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ მიჩ­ვე­ნა, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში ხში­რია აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­ფერ­ხე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა მოს­წავ­ლის შემ­დ­გო­მი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. ეს პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი: სწავ­ლის მე­თო­დე­ბის ათ­ვალ­წუ­ნე­ბა, ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი ან სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის გა­და­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. პრობ­ლე­მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მას­წავ­ლე­ბე­ლი ეფექ­ტურ გზებს უნ­და ეძებ­დეს. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ბავ­შ­ვი მცი­რე ასაკ­ში კრე­ა­ტი­უ­ლია. მას სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მივ­ცეთ, დას­ვას კითხ­ვე­ბი, ისა­უბ­როს პრობ­ლე­მებ­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე, და­ი­სა­ხოს სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, ხელს შე­უწყობს მის სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით, ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით ხდე­ბა მო­ზარ­დის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გზას უხ­ს­ნის მას მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ი­სა და სა­მო­მავ­ლო გზის სწო­რად და­სახ­ვა­ში.

სწავ­ლის პრო­ცე­სი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი რომ არ იყოს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სი­ა­მოვ­ნე­ბის წყა­როდ ვაქ­ცი­ოთ, სა­სურ­ვე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს მა­თი უნა­რი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვა­კე­თე­ბი­ნოთ ის, რაც მოს­წონთ. გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვხე­დავ, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ამი­ტო­მაც, სხვა­დას­ხ­ვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით ბევ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თვი­სე­ბებს იძენს: თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლი მხა­რის წინ წა­მო­წე­ვი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბის უნარს. სწო­რედ ამ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც ცოდ­ნის მი­ღე­ბის პრო­ცესს სა­ხა­ლი­სოს ქმნის და შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მ­ნან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი.

მსურს გა­გი­ზი­ა­როთ მეშ­ვი­დე კლას­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დი – „ინ­ტერ­ვიუ“. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, კერ­ძოდ, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი. ეს მე­თო­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მათ, და­ფიქ­რ­დ­ნენ იმა­ზე, თუ რა გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ი­ძე­ნენ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და მი­ბაძ­ვით. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე. იგი უნ­და და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს ინ­ტერ­ვი­უს და­გეგ­მ­ვა­სა და წარ­მარ­თ­ვა­ში. რაც უფ­რო სწო­რად და თან­მიმ­დევ­რუ­ლა­დაა და­გეგ­მი­ლი და­ვა­ლე­ბა, მით უფ­რო ნაკ­ლე­ბი წი­ნა­ღო­ბე­ბი იქ­მ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ  მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში.

ჩემ­მა შე­თა­ვა­ზე­ბამ მოს­წავ­ლე­ებ­ში დი­დი ინ­ტე­რე­სი და მზა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­საწყის­ში­ვე ავუხ­სე­ნი, რომ სა­ნამ სა­ბო­ლოო პრო­დუქტს შექ­მ­ნიდ­ნენ, მა­ნამ­დე სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პის გავ­ლა მო­უ­წევ­დათ: მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო, კითხ­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მა­სა­ლის და­მუ­შა­ვე­ბა-ანა­ლი­ზი, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ნაშ­რო­მის სა­ხით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და პრე­ზენ­ტა­ცია.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა ასე­თი იყო:  სას­კო­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე შექ­მ­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით (რ. ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „დამ­რი­გე­ბე­ლი“, მ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის „დამ­ნა­შა­ვე დას­ჯი­ლია“ და გ. ტო­გო­ნი­ძის „ხის­მაც­ქე­რა­ლი კა­ცის ამ­ბა­ვი“), მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ინ­ტერ­ვიუ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან მის სას­კო­ლო და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. მომ­ზა­დე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მოს­წავ­ლე­ებს უნ­და წარ­მო­ე­ჩი­ნათ ჟან­რობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი რეს­პონ­დენ­ტის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­დან, რამ­დე­ნად გა­მო­ად­გა მას სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ცხოვ­რე­ბა­ში და რო­გორ აფა­სებს თა­ვის მოს­წავ­ლე­ო­ბის­დ­რო­ინ­დელ სკო­ლას, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით; ურ­თი­ერ­თო­ბებს სას­კო­ლო თემ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, კლა­სე­ლებ­თან; რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­სი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მოს­წავ­ლე­ებს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კითხ­ვა შევ­თა­ვა­ზე, რად­გან მწერ­ლე­ბის მი­ერ სას­კო­ლო ეპი­ზო­დე­ბის გახ­სე­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და­ეხ­მა­რე­ბო­დათ და­ვა­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გა­აზ­რე­ბა­ში. სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა:

♦ ვაჩ­ვე­ნე სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფილ­მე­ბი;

♦ გა­ვა­ცა­ნი სტა­ტია – „ინ­ტერ­ვიუ მოს­წავ­ლე­ებ­თან“.

გავ­მარ­თეთ დის­კუ­სია შემ­დეგ სა­კითხებ­ზე:

♦ უნ­და გა­უშ­ვას თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­მა წეს­რი­გის დამ­რ­ღ­ვე­ვი მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თი­ლი­დან?

♦ სა­ჭი­როა თუ არა კა­მა­თი ნიშ­ნის თა­ო­ბა­ზე?

♦ უნ­და გა­და­ვა­წე­რი­ნოთ თუ არა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა თა­ნაკ­ლა­სელს?

♦ ჩვენ­მა ამ­ხა­ნაგ­მა/ამ­ხა­ნა­გებ­მა რა­ღაც და­ა­შა­ვეს, რის გა­მოც პა­სუხს მთელ კლასს სთხო­ვენ. უნ­და და­ვა­სა­ხე­ლოთ თუ არა დამ­ნა­შა­ვე?

რეს­პონ­დენ­ტ­თან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბი­სა და ინ­ტერ­ვი­უს სწო­რად წარ­მარ­თ­ვის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ნაშ­რომს „ჟურ­ნა­ლის­ტი­კა სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში“.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, მათ­თ­ვის აღარ წარ­მო­ად­გენ­და სირ­თუ­ლეს სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა. რეს­პონ­დენ­ტად ჩვე­ნი­ვე სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­არ­ჩი­ეს, მშვე­ნივ­რად მო­ირ­გეს ჟურ­ნა­ლის­ტის რო­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კითხ­ვე­ბით  მი­მარ­თეს მას:

  1. რო­გო­რი იყო თქვე­ნი ბავ­შ­ვო­ბა, რო­ცა არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი?
  2. ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ ბავ­შ­ვო­ბა­ში გან­ც­დი­ლი რო­მე­ლი­მე მძი­მე ეპი­ზო­დი?
  3. რა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა მო­გიხ­დათ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­გა­მახ­სოვ­რ­დათ?
  4. თქვენ მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ბრძან­დე­ბით, ეს უმაღ­ლე­სი სტა­ტუ­სია. რო­მელ კონ­კ­რე­ტულ ფაქტს გა­იხ­სე­ნებ­დით თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რო­მელ­მაც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამ წარ­მა­ტე­ბა­ზე?
  5. მოს­წავ­ლე­ო­ბის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მე­ლი სა­გა­ნი იყო თქვენ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
  6. აც­დენ­დით თუ არა ხში­რად სკო­ლას?
  7. და­ბა­ლი ქუ­ლის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რა გან­ც­და გქონ­დათ?
  8. კლა­სე­ლებ­ზე რას გვი­ამ­ბობთ?
  9. რო­გო­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა იყო მოს­წავ­ლე­ებ­სა და დამ­რი­გებ­ლებს შო­რის და დღეს რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ხე­დავთ?
  10. გთხოვთ გვი­ამ­ბოთ, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ო­ბის­დ­რო­ინ­დელ სკო­ლა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლას შო­რის? რა და­დე­ბით­სა და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს აღ­ნიშ­ნავ­დით?
  11. შე­იც­ვა­ლეთ თუ არა ბავ­შ­ვო­ბა­ში არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია?
  12. რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ სტუ­დენ­ტო­ბის წლებს?
  13. სკო­ლის გარ­და, კი­დევ რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბულ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას?
  14. და­ბო­ლოს, გვითხა­რით, რა არის თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­მაც აქამ­დე მო­გიყ­ვა­ნათ?

რეს­პონ­დენ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბამ მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, და­ე­ნა­ხათ, ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ და შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობ­და უფ­რო­სი თა­ო­ბის­დ­რო­ინ­დელ სკო­ლა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლას შო­რის. გა­და­ე­ფა­სე­ბი­ნათ ის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვილ გა­რე­მო­ში აქვთ. ამას­თა­ნა­ვე, ინ­ტერ­ვი­უს მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები