24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

ინტერვიუ მზიკო დალაქიშვილთან

„ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის მიდ­გო­მა ნამ­დ­ვი­ლა­დაა ფან­ჯა­რა ბავ­შ­ვის სამ­ყა­როს­კენ და გზამ­კ­ვ­ლე­ვი ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში“

ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლი, მრა­ვა­ლი წე­ლია, ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან ფსი­ქო­თე­რა­პი­ის, გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ი­სა და ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. იგი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­წ­ლი­ა­ნი გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ის პროგ­რა­მის ავ­ტო­რი და თა­ნა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია; ამას­თა­ნა­ვე არის ამე­რი­კე­ლი ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა თე­რა­პევ­ტის, ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის სა­ხე­ლო­ბის გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დერ­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა გლო­ბა­ლურ ჰუ­მა­ნის­ტურ ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­თე­რა­პი­ას. რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, მი­სი წიგ­ნე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი კლი­ნი­ცის­ტე­ბის­თ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და და მთელ მსოფ­ლი­ო­ში მო­იც­ვა ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა.

2020 წელს, მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ქარ­თუ­ლად ითარ­გ­მ­ნა ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნი „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ (ინ­გ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნეს მა­რი­ამ და ნი­ნო ქა­ჯა­ი­ებ­მა), 2025 წელს კი, ასე­ვე მი­სი ხელ­შეწყო­ბით, გა­მო­ი­ცა ოკ­ლან­დე­რის მე­ო­რე წიგ­ნი – „და­მა­ლუ­ლი გან­ძი. გზამ­კ­ვ­ლე­ვი ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში“ (მთარ­გ­მ­ნე­ლი – ნი­ნო ქა­ჯაია).

„ვი­საც გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ის თე­ო­რი­ის გაც­ნო­ბა სურს, ოკ­ლან­დე­რის წიგ­ნი „და­მა­ლუ­ლი გან­ძი“ ამი­სათ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა – მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი, მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი და დამ­ხ­მა­რე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვი­საც ბავ­შ­ვე­ბი უყ­ვარს და მათ­თან ურ­თი­ერ­თობს.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი გე­ნი­ა­ლუ­რი სი­მარ­ტი­ვით გვაც­ნობს ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, თი­თო­ე­ულ ემო­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით ბევრს სა­უბ­რობს ბრაზ­სა და აგ­რე­სი­ულ ენერ­გი­ა­ზე, მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და გამ­კ­ლა­ვე­ბის გზებ­ზე თე­რა­პი­ულ პრო­ცეს­ში“ – ეს სიტყ­ვები მზი­კო და­ლა­ქიშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტორს ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის თე­ო­რი­ებ­ზე, გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ა­ში შე­ტა­ნილ მის გან­სა­კუთ­რე­ბულ წვლილ­სა და „და­მა­ლულ გან­ძ­ზე“ ვე­სა­უბ­რეთ.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა თე­რა­პევ­ტია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პი­ის თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის სა­თა­მა­შო თე­რა­პი­ას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის მე­თო­დით – ვკითხუ­ლობთ ამე­რი­კელ თე­რა­პევ­ტ­ზე. უფ­რო ვრცლად რომ გვი­ამ­ბოთ ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დერ­ზე და მის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ მე­თოდ­ზე.

⇓⇓ ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დერ­მა პირ­ველ­მა მო­არ­გო გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პია ბავ­შ­ვებს და მო­ზარ­დებს. ის მიხ­ვ­და, რომ ამ მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა ისე­თი­ვე ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და პა­ტა­რე­ბის­თ­ვის, რო­გო­რიც ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის იყო. ვა­ი­ო­ლე­ტი სკო­ლა­ში რთუ­ლი ქცე­ვის ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ობ­და და პირ­ვე­ლად მათ­თან სცა­და გეშ­ტალ­ტის, რო­გორც მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ჯერ ის თე­რა­პევ­ტი არ იყო. ბავ­შ­ვის ქცე­ვის მიღ­მა და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბაა, გა­მო­უ­ხა­ტა­ვი ემო­ციაა, ვერ­და­ნა­ხუ­ლი და ვერ­გა­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს მი­ერ, რო­მე­ლიც ვა­ი­ო­ლეტ­მა და­ი­ნა­ხა და მიხ­ვ­და, რომ ამ მიდ­გო­მით ბევრ პა­ტა­რას შე­უმ­სუ­ბუ­ქებ­და ცხოვ­რე­ბას. ასეც მოხ­და. დღეს ჩვენ მი­სი წიგ­ნე­ბი­თა და სწავ­ლე­ბით ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობთ, ვავ­რ­ცე­ლებთ მის ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას და ვეხ­მა­რე­ბით ასო­ბით და ათა­სო­ბით ბავ­შ­ვ­სა თუ მო­ზარდს.

ოკ­ლან­დე­რი ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვი იბა­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი – გა­მო­ხა­ტოს მი­სი თა­ვი, მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, იყოს კონ­ტაქ­ტ­ში გა­რე­მოს­თან, თუმ­ცა, ზრდას­თან და გა­მოც­დი­ლე­ბებ­თან ერ­თად, მას ბევ­რი რამ ეზღუ­დე­ბა, რაც, ერ­თი მხრივ გა­სა­გე­ბია: ჩვენ ხომ უნ­და ავ­ღ­ზარ­დოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­რე­მოს ნორ­მებს მო­ერ­გე­ბა, მე­ო­რე მხრივ, ბავ­შ­ვის ავ­თენ­ტუ­რი ემო­ცი­ე­ბი, ფიქ­რე­ბი თუ სურ­ვი­ლე­ბი ხში­რად ყუ­რადღე­ბის მიღ­მა გვრჩე­ბა, რაც ხში­რად იწ­ვევს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვას – სა­კუ­თარ თავ­თან გა­უცხო­ე­ბას. შე­დე­გად ბავ­შ­ვი აღა­რაა სი­ცოცხ­ლით სავ­სე და ნაკ­ლე­ბად პრო­დუქ­ტი­უ­ლია. ვა­ი­ო­ლეტ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის გზა იპო­ვა, რომ­ლი­თაც ის ხვდე­ბა ადა­მი­ანს სწო­რედ იქ, სა­დაც მას ეს შეხ­ვედ­რა სჭირ­დე­ბა; ეხ­მა­რე­ბა და­იბ­რუ­ნოს და აღიდ­გი­ნოს მი­ვიწყე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი – გამ­თ­ლი­ან­დეს, გაძ­ლი­ერ­დეს, გა­ლაღ­დეს, გახ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვი.

მზი­კო, რა იყო თქვე­ნი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია, რომ­ლის გა­მოც პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის თე­ო­რი­ე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბას მი­უძღ­ვე­ნით.

⇓⇓ ვა­ი­ო­ლეტს ამე­რი­კა­ში შევ­ხ­ვ­დი. მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და და მა­ძი­ე­ბე­ლი ვი­ყა­ვი; ვიკ­ვ­ლევ­დი სხვა­დას­ხ­ვა მე­თოდს და ვეც­ნო­ბო­დი არა­ერთ სწავ­ლე­ბას; მიყ­ვარ­და ფსი­ქო­ლო­გია, ადა­მი­ა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით – ბავ­შ­ვი. სულ ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბით ბავ­შ­ვებს უნ­და დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია, ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და ჩე­მი ენ­თუ­ზი­აზ­მი ისე გა­და­იკ­ვე­თა, რომ მოვ­ხ­ვ­დი ვა­ი­ო­ლეტ­თან, მის სას­წავ­ლო ჯგუფ­ში, და მას მე­რე ვარ მი­სი მიმ­დე­ვა­რი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ რა­საც ის გვას­წავ­ლის, ნამ­დ­ვი­ლი, მარ­ტი­ვი, გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბია. ჩემ­თ­ვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის, მი­სი მიდ­გო­მა ჰუ­მა­ნუ­რი და სა­ოც­რად ადა­მი­ა­ნუ­რია; მი­სი ხედ­ვაა და­გაბ­რუ­ნოს სა­კუ­თარ თავ­თან: შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­თან, გრძნო­ბებ­თან, აზ­რებ­თან – რაც შე­ნია, ნამ­დ­ვი­ლია და უნი­კა­ლუ­რი. ვა­ი­ო­ლე­ტის მიდ­გო­მა ნამ­დ­ვი­ლა­დაა ფან­ჯა­რა ბავ­შ­ვის სამ­ყა­როს­კენ და გზამ­კ­ვ­ლე­ვი ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში. ვი­საც ბავ­შ­ვი უყ­ვარს და უკე­თე­სად უნ­და მი­სი გა­გე­ბა, ვა­ი­ო­ლე­ტის ორი­ვე წიგ­ნი ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი თა­ვი­სი მე­ო­რე წიგ­ნის, „და­მა­ლუ­ლი გან­ძის“ წე­რას „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ გა­მო­ცე­მი­დან 28 წლის შემ­დეგ შე­უდ­გა. რამ უბიძ­გა, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მე­ო­რე წიგ­ნი გა­მო­ე­ცა? რა იყო მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და სათ­ქ­მე­ლი?

⇓⇓ ვფიქ­რობ, ვა­ი­ო­ლეტ­მა მე­ო­რე წიგ­ნით მე­ტი გვითხ­რა გეშ­ტალ­ტის თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ზე. ვი­საც გეშ­ტალ­ტ­თე­რა­პია აინ­ტე­რე­სებს, ეს წიგ­ნი გე­ნი­ა­ლუ­რი სი­მარ­ტი­ვით აღ­წერს ამ მე­თოდს. ასე­ვე, წიგ­ნ­ში აღ­წე­რი­ლია ემო­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გზე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი ემო­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა. ავ­ტო­რი ბევრს სა­უბ­რობს ბრა­ზის ემო­ცი­ა­ზე, მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და გა­მო­ხატ­ვის გზებ­ზე. წიგ­ნი ნამ­დ­ვი­ლად არის დამ­ხ­მა­რე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც ბავ­შ­ვებ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ან სურს მათ­თან მუ­შა­ო­ბა.

წიგ­ნ­ში „და­მა­ლუ­ლი გან­ძი“ ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი სა­უბ­რობს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, გად­მოს­ცემს მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს, იმას, თუ რო­გო­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით ეხ­მა­რე­ბო­და ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს პრობ­ლე­მე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­დაჭ­რა­ში. რო­მე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი იყო თქვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, რომ­ლებ­საც პრაქ­ტი­კა­ში მი­მარ­თავთ ხოლ­მე?

⇓⇓ გე­თან­ხ­მე­ბით, ვა­ი­ო­ლე­ტი ბევრ ტექ­ნი­კას გვი­ზი­ა­რებს. ყვე­ლა მი­სი ტექ­ნი­კა ვი­ცი და გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ჩემს პრაქ­ტი­კა­ში: „ვარ­დე­ბის ბუჩ­ქი“, „უსაფ­რ­თხო ად­გი­ლი“… გა­მი­ჭირ­დე­ბა ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა, ბევ­რია, თუმ­ცა ვა­ი­ო­ლეტ­მა რაც მას­წავ­ლა და ახ­ლა რა­საც მე ვას­წავ­ლი ჩემს სტუ­დენ­ტებს, ისაა, რომ თა­ვად შევ­ძ­ლოთ ჩვე­ნი ტექ­ნი­კე­ბის შექ­მ­ნა. ვა­ი­ო­ლე­ტი ამ­ბობს, მე არ მინ­და მომ­ბა­ძოთ, თქვენ ყვე­ლას თქვე­ნი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქ­ვ­თო. მარ­თ­ლაც ასეა: თუ ვართ ნამ­დ­ვი­ლე­ბი და ბავ­შ­ვ­თან ყოფ­ნა შეგ­ვიძ­ლია, თუ მას ვხე­დავთ და მი­სი გვეს­მის, თა­ვად ვხდე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბითი და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვქმნით ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო თა­მაშს თუ აქ­ტი­ვო­ბას. ეს ცალ­კე ხე­ლოვ­ნე­ბაა…

წიგ­ნ­ში „და­მა­ლუ­ლი გან­ძი. გზამ­კ­ვ­ლე­ვი ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში“ ოკ­ლან­დე­რი დიდ ად­გილს უთ­მობს ბრაზ­ზე სა­უ­ბარს და მას ყვე­ლა­ზე აუხ­ს­ნელ ემო­ცი­ას უწო­დებს. რა ეტა­პებს გა­დი­ო­და ის, რო­გორც თე­რა­პევ­ტი, რო­დე­საც ბავ­შ­ვებს ბრა­ზის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და?

⇓⇓ ოკ­ლან­დე­რი, ბრაზ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სამ ფა­ზას გა­მო­ყოფს. პირ­ვე­ლი ფა­ზაა სა­უ­ბა­რი თა­ვად ბრა­ზის შე­სა­ხებ. ბევ­რი ბავ­შ­ვი იმ­დე­ნად მოწყ­ვე­ტი­ლია სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, რომ დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა გრძნო­ბებ­ზე ლა­პა­რაკს. ოკ­ლან­დე­რი ხში­რად ახატ­ვი­ნებს ბრაზს, ბრა­ზის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად შე­საძ­ლოა გა­მო­ი­ყე­ნოს დო­ლის ბრა­გუ­ნი ან სხვა და­სარ­ტყა­მი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ხმე­ბი. შე­საძ­ლოა, ბრა­ზი თო­ჯი­ნე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც გა­მო­ი­ხა­ტოს.

ოკ­ლან­დე­რის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავშვს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როს, რომ წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რივ გრძნო­ბებ­ში ცუ­დი არა­ფე­რია. მა­გა­ლი­თად, ბავშვს შე­იძ­ლე­ბა უხა­რო­დეს სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბა და ამავ­დ­რო­უ­ლად დარ­დობ­დეს, რომ სკო­ლის მე­გობ­რებს ვერ ნა­ხავს. ამ დროს ბავშვს ვა­ხატ­ვი­ნებთ იმას, რაც აბ­რა­ზებს და იმა­საც, რაც აწყ­ნა­რებს. პირ­ველ ფა­ზა­ში არა მხო­ლოდ ვსა­უბ­რობთ ბრაზ­ზე, არა­მედ ბრა­ზის პრო­ცესს შე­ვის­წავ­ლით.

ბრაზ­ზე მუ­შა­ო­ბის მე­ო­რე ფა­ზა მო­ი­ცავს ახა­ლი ან და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი გზე­ბის ჩვე­ნე­ბას ბრა­ზის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. ბრა­ზის გად­მო­სა­ცე­მად ისეთ რა­მეს ვთა­ვა­ზობთ, რაც არ იქ­ნე­ბა სა­ზი­ა­ნო და არე­უ­ლო­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. მოზ­რ­დი­ლებს არ უნ­დათ მი­ღე­ბა და, ჩვე­უ­ლებ­რივ, არც იღე­ბენ შვი­ლე­ბის ბრაზს. ასე რომ, ბავ­შ­ვე­ბი ვერ სწავ­ლო­ბენ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვას, არა­და, ეს აუცი­ლე­ბე­ლია. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შ­ვი ამო­იც­ნობს სა­კუ­თარ ბრაზს, იგი უნ­და დარ­წ­მუნ­დეს, რომ ბრა­ზი ნორ­მა­ლუ­რია, ბუ­ნებ­რი­ვია და ხან­და­ხან ყვე­ლა­ნი ვბრაზ­დე­ბით.

ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ გაჩ­ნ­დეს ბრა­ზის მიმ­ღებ­ლო­ბა, რად­გან ის ისე­თი­ვე სა­ჭი­რო ემო­ციაა, რო­გო­რიც სხვა და­ნარ­ჩე­ნი. ბრა­ზი არც ცუ­დია, არც კარ­გი.

ამის შემ­დეგ მო­დის ფა­ზა, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვი თა­ვად ირ­ჩევს, რო­გორ გა­მო­ხა­ტოს ბრა­ზი; ერ­თად ვცდით გა­მო­ხატ­ვის სხვა­დას­ხ­ვა გზას.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ოკ­ლან­დე­რი, ბრაზ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, სამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპს გვას­წავ­ლის:

  1. ბრა­ზის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა: „ვბრა­ზობ“;
  2. ბრა­ზის მი­ღე­ბა: „დი­დი ამ­ბა­ვი თუ ვბრა­ზობ“;
  3. ბრა­ზის გა­მო­ხატ­ვის გზის არ­ჩე­ვა.

წიგ­ნის მე­ექ­ვ­სე თავს „მო­ზარ­დებ­თან მუ­შა­ო­ბა“ ჰქვია. რას გვი­ამ­ბობს ეს თა­ვი მო­ზარ­დებ­ზე და მათ­თან მუ­შა­ო­ბის გზებ­ზე?

⇓⇓ მო­ზარ­დებ­თან მუ­შა­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ფა­ქი­ზე სჭირ­დე­ბა. მა­თი გა­გე­ბა და მათ­თან ყოფ­ნა, სა­ინ­ტე­რე­სოს­თან ერ­თად, ბევრ სიფხიზ­ლეს და ყუ­რადღე­ბას მო­ითხოვს. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც. მო­ზარ­დ­თან მუ­შა­ო­ბა ბეწ­ვის ხი­დია: ისი­ნი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან, მა­თი ხში­რად არა­ვის ეს­მის და თე­რა­პი­უ­ლი სივ­რ­ცე ის ად­გი­ლია, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მიმ­ღებ­ლო­ბას ელი­ან. ვა­ი­ო­ლე­ტი არა­ერთ მა­გა­ლითს გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ნამ­დ­ვი­ლი და თან შე­გეძ­ლოს მი­ი­ღო და მხა­რი და­უ­ჭი­რო ადა­მი­ანს, რო­მელ­საც თა­ვად არ ეს­მის სა­კუ­თა­რი ქცე­ვის.

თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დერს არ სურ­და, ადა­მი­ა­ნებს მის­თ­ვის მი­ე­ბა­ძათ. უნ­დო­და, რომ ყვე­ლას სა­კუ­თა­რი გზა ეპო­ვა შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. სწო­რედ სა­კუ­თა­რი გზის პოვ­ნა შე­გაძ­ლე­ბი­ნებს, რომ ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თე­რა­პევ­ტი გახ­დე, – დას­ძენს ის. პი­რა­დად თქვენ, რა აიღეთ მის­გან ისე­თი, რაც თქვე­ნი, რო­გორც თე­რა­პევ­ტის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის ნა­წი­ლად აქ­ცი­ეთ.

⇓⇓ ვა­ი­ო­ლე­ტის­გან ვის­წავ­ლე, რომ სი­მარ­ტი­ვე­შია გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა. ბუ­ნებ­რი­ო­ბა, ავ­თენ­ტუ­რო­ბა, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა – ეს თუ შე­გიძ­ლია, შეძ­ლებ და­ეხ­მა­რო სხვას. მას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მე შევ­ხ­ვ­დი ჩემს თავს, სხვა სიღ­რ­მე­ე­ბი და­ვი­ნა­ხე, და­ვიბ­რუ­ნე ყვე­ლა ემო­ცია და გა­ვი­აზ­რე, რომ მე ისი­ნი თა­ნაბ­რად მჭირ­დე­ბა; სა­ჭი­როა, ყვე­ლა ემო­ცი­ას­თან მქონ­დეს შე­ხე­ბა და კონ­ტაქ­ტი. გავ­ხ­დი მიმ­ღე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის და, შე­სა­ბა­მი­სად, არ მი­ჭირს მი­ვი­ღო სხვა. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გან­ხორ­ცი­ელ­და. მე მის­გან ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვა ისე­თად, რო­გო­რიც არის, ჩე­მი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­რე­შე; ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის მი­ღე­ბა და ის, რომ ყო­ველ­თ­ვი­საა გა­მო­სა­ვა­ლი, თუ ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ბი და სხვა­საც მის­ცემ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას – მოს­მე­ნით, და­ნახ­ვით და გა­გე­ბის მცდე­ლო­ბით.

სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მჯე­რა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვუდ­გე­ბი ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თან თუ მო­ზარ­დ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას; ვენ­დო­ბი პრო­ცესს და სას­წა­უ­ლე­ბიც ხდე­ბა – ბავ­შ­ვე­ბი ჩემ თვალ­წინ იც­ვ­ლე­ბი­ან და ინ­დი­ვი­დე­ბად იფურ­ჩ­ქ­ნე­ბი­ან!

ესა­უბ­რა მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება