27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერვიუ გოგა ხატიაშვილთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

კავშირი ფრეიასკამპანიისქალები საკუთრების უფლებისთვისფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციაფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაშიფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელიაკავშირი ფრეიადა შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

გოგა ხატიაშვილი ადამიანის უფლებათა ექსპერტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მოწვეული ლექტორი.

საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქალისა და კაცის მემკვიდრეობის უფლება თანაბარია, ტრადიციულად ოჯახის ქონება, როგორც წესი, კაცს რჩება.  თუმცა ეს არ აღიქმება ეკონომიკური ძალადობის ფორმად არც საზოგადოების და არც მსხვერპლის მიერ. ტრადიციულ-კულტურული გავლენები იმდენად ძლიერია, რომ ქალების მხრიდან მემკვიდრეობის მიღების მოთხოვნას საზოგადოების დიდი ნაწილი გაუმართლებლად აღიქვამს. იმ შემთხვევებშიც, როცა ქალებმა იციან თავიანთი მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ, ისინი იშვიათად იბრძვიან მათ დასაცავად რადგან შესაძლო ეკონომიკური სარგებელი, არ აღემატება იმ მორალურ ზიანს, რომელიც მას საზოგადოებისა და ოჯახის წევრთა მხრიდან ადგება, როდესაც სამკვიდროზე დავას იწყებს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

რეგისტრაციის მაჩვენებლის რეალური მიზეზების ასახსნელად საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონაცემების განსხვავებაზე გავლენას ახდენს დამკვიდრებული პატრიარქალური კულტურა და ინფორმირებულობის ნაკლებობა (მაგ. შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინფორმირებულობის მასშტაბი იყოს მკვეთრად დაბალი). თავად მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებული განწყობები გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების მიმართ, ასევე შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს.

რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალების ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე, მათ შორის, კერძო საკუთრების არქონა, არის ძალადობის სისტემატურად თმენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სახალხო დამცველის კვლევით დადასტურდა, რომ ქალების უმეტესობა თავშესაფარში ძალადობასთან ერთად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოხვდა. მათ უმეტესწილად არ ჰქონდათ შემოსავალი და მათ სახელზე არც რაიმე სახის უძრავი ქონება იყო რეგისტრირებული.

2017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „საქსტატის“ ერთობლივმა კვლევამ დაადასტურა რომ საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც ქალები სახლში დარჩენას ამჯობინებდნენ, სადაც მათზე ძალადობა ხდება. ძალადობის მიუხედავად, ბევრ მათგანს არ შეეძლო მშობლიურ სახლში დაბრუნება, რადგან მათი ოჯახი უარს ამბობდა მათ უკან მიღებაზე. გავრცელებულია აზრი, რომ გოგო ქორწილის შემდეგ ტოვებს მშობლების სახლს და კარგავს მასზე უფლებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობას განიცდიან, არ შეუძლიათ, თავშესაფარი მოსთხოვონ მშობლებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამ უფლების უგულებელყოფას?

უძრავი ქონების ფლობას აქვს პოტენციალი, რომ გააძლიეროს ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გააუმჯობესოს მათი კეთილდღეობა. ამასთან, იგი არის ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი. სახელმწიფოს, ოჯახის ან/და საზოგადოების მხრიდან ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე, ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია ძალადობრივ გარემოს დააღწიონ თავი, მათ შორის, მაშინ, როცა უძრავ ქონებას არ ფლობენ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზები?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იმუშაოს ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების შეცვლასა და აღმოფხვრაზე. უნდა ჩატარდეს შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისათვის სამკვიდროს მიღების თანაბარ შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალიზებული გახდეს ეკონომიკური ძალადობა, რათა შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური ძალადობის, როგორც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმის გამოვლენა და მასზე ეფექტიანი რეაგირება.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები