27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტერაქციულ შეხვედრათა ინტენსიური  სერია დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთათვის

spot_img

📣„ახალი განათლება“, დირექტორობის მსურველთა მხარდასაჭერად, გეგმავს ინტერაქციულ შეხვედრათა ინტენსიურ სერიას საგამოცდო საკითხების მიხედვით.  მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ მოგაწვდიან მოკლე ინფორმაციას, რომლის გაცნობის შემდეგ კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ, დასვათ  შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები. შეკითხვათა ტიპოლოგია მთლიანად დაეთმობა სასერტიფიკაციო გამოცდის მიზნებსა და შინაარსს.

🟧✔️ კურსი, დაახლოებით,  30-საათიანი იქნება.

🟧✔️ რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 28 ნოემბრამდე.

🟧✔️ კურსის ღირებულებაა 120 (ასოცი) ლარი, თანხის ჩარიცხვის თარიღის შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ 30 ნოემბრამდე.

⇓⇑ შეხვედრები იმ პირობით შედგება, თუ  50 მსურველი შეგროვდა.

⇓⇑ დაინტერესებული პირები, ერთი კვირის განმავლობაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე – 593 36 42 40

🟧✔️ შეხვედრების ფორმატში განიხილება საგამოცდო ტესტების  5 ვარიანტი (ე.წ. დახურული და ღია) და რეგისტრირებულ მსმენელებს მიეცემათ რეკომენდაციები „ღია ტესტების“ შექმნის ტექნიკასა და სტრატეგიებზე.

მოწვეული სპეციალისტები როლანდ ხოჯანაშვილი ნინო ჩიხლაძე კახაბერ ფარცვანია.

შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში, კურსზე უფასოდ დაიშვებიან იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც „ახალი განათლების“ მიერ ორგანიზებულ 50-საათიან კურსს გადიან.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები