27 ივლისი, შაბათი, 2024

ინ­ტე­ლის პრო­ექ­ტი ფი­ზი­კა­ში „ატ­რაქ­ცი­ო­ნის ფი­ზი­კა“

spot_img
მაია ხმი­ა­დაშ­ვი­ლი
სსიპ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. შილ­დის №1 და №2 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა, არა­მედ იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­სა და წარ­მა­ტე­ბულს გახ­დის. სწო­რედ ამ კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­მა­ჯე­რებ­ლად ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერ­თია იმ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის, რო­მე­ლიც პი­როვ­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის საკ­მა­ოდ ღი­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს.

დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე ამ­ბობ­და: „სწავ­ლა­ში ძი­რი­თა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იმ პრო­დუქტს კი არ აქვს, რო­მელ­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩვე­ვის ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ცოდ­ნის სა­ხით გვაძ­ლე­ვენ, არა­მედ – გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლის ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“.

იმ უნა­რებს შო­რის, რო­მელ­საც პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა ავი­თა­რებს, გა­მოვ­ყოფ­დი: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მოგ­ვა­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, მიზ­ნობ­რი­ვი კითხ­ვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბი­სა და დას­მის, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის, სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კომ­პ­რო­მი­სი­სათ­ვის მზად­ყოფ­ნი­სა და დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის უნარს. მა­თი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და დახ­ვე­წა სწავ­ლე­ბა­ში პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ხდე­ბა.

სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია:

„აზი­ა­როს მოს­წავ­ლე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს და გა­ნუ­ვი­თა­როს კვლე­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, შე­იც­ნოს და გა­ი­თა­ვი­სოს სამ­ყა­რო, ჩა­ერ­თოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, იგ­რ­ძ­ნოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს მი­მართ“.

ფი­ზი­კის სწავ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლის აღ­ჭურ­ვას იმ ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ალ­ღო აუღოს კა­ცობ­რი­ო­ბის სწრაფ პროგ­რესს, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მიღ­წე­ვე­ბი, გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. მოს­წავ­ლე, ცოდ­ნის პა­სი­უ­რი მიმ­ღე­ბი­დან, აქ­ტი­ურ მომ­ხ­მა­რებ­ლად უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სი­კე­თოდ და სა­სარ­გებ­ლოდ. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში შე­მოგ­ვე­ტა­ნა ინ­ტე­ლის პრო­ექ­ტი „ატ­რაქ­ცი­ო­ნის ფი­ზი­კა“. რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, ვაძ­ლევ არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ვად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ იდეა, და­გეგ­მონ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ პრო­ექ­ტი და მი­სი შე­დე­გი, მე ვარ გვერ­დ­ში მდგო­მი – ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, ვხვდე­ბი მოს­წავ­ლე­ებს.

სა­ნამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვიწყებ­დით, ვფიქ­რობ­დით რა შე­დეგ­ზე გა­ვი­დო­დით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი, გვე­ყო­ფო­და ჩვე­ნი რე­სურ­სი თუ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა?

ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ექ­ტე­ბი, ჩვე­ნი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტიც, ძი­რი­თა­დად, ოთხ ეტაპს მო­ი­ცავ­და:

  1. პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვა;
  2. მომ­ზა­დე­ბა;
  3. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;
  4. შე­დე­გე­ბის წარ­დ­გე­ნა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს ამ პრო­ექ­ტის მი­მართ, სურ­დათ ფი­ზი­კის გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ე­ტა­ნათ და შე­ექ­მ­ნათ სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც თა­ნა­ტო­ლებს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­უ­ზი­ა­რებ­დ­ნენ. და­საწყის­ში, გა­დაწყ­ვი­ტეს, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი პროგ­რა­მა მათ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო აპ­ლი­კა­ცი­ით შე­ეც­ვა­ლათ, რო­მე­ლიც მათ მი­ერ შექ­მ­ნილ პრო­დუქტს უკეთ მო­ერ­გე­ბო­და. Ultimate Coaster 2-ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ანი­მა­ცი­ე­ბი შექ­მ­ნეს და „ამე­რი­კუ­ლი მთე­ბით“ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რეს.

ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი გამოცდილების გა­ზიარება სასწავლო პროცესის მეტად მნიშვნელოვანი ეტა­პია. გადავწყვიტეთ, მეგობარი სკოლებისთვის მოგვეყოლა ჩვენი პროექტის შესახებ, გაგვეზიარებინა გამოცდილება, მიგვე­ღო უკუკავშირი და შემდგომი მუშაობისას გაგ­ვე­თვა­ლის­წინებინა.

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის გეგ­მა

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი: მაია ხმი­ა­დაშ­ვი­ლი

პრო­ექ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა: ატ­რაქ­ცი­ო­ნის ფი­ზი­კა

პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი: მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან სას­წავ­ლო პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია, თე­მა­ტუ­რად ნას­წავ­ლი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­სურ­ვე­ლი პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, ატ­რაქ­ცი­ო­ნის მო­დე­ლის შექ­მ­ნა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა, რა­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა.

სა­გა­ნი: ფი­ზი­კა

სა­ფე­ხუ­რი/კლა­სი: სა­ბა­ზო, მეცხ­რე კლა­სი

საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი:

მი­მარ­თუ­ლე­ბა: მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა-ძი­ე­ბა. ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს:

ფიზ.საბ.1. მა­ტე­რი­ის და­ხა­სი­ა­თე­ბა მი­სი ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით;

ფიზ. საბ.2. სხე­ულ­თა ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა­ზე და ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის შე­დე­გებ­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა;

ფიზ. საბ.3. ენერ­გი­ის სა­ხე­ე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა და მათ ურ­თი­ერ­თ­გარ­დაქ­მ­ნა­ზე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა;

ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით კვლე­ვის (ცდა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი) და­გეგ­მ­ვა (ჰი­პო­თე­ზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცვლა­დე­ბის გან­საზღ­ვ­რა, კვლე­ვის პრო­ცე­დუ­რის, მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­რიცხ­ვის ფორ­მე­ბის გან­საზღ­ვ­რა, სა­თა­ნა­დო რე­სურ­სე­ბის შერ­ჩე­ვა).

სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი

♦ G-ძა­ლის და ენერ­გი­ის კონ­სერ­ვა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ში;

♦ ატ­რაქ­ცი­ო­ნის დი­ზა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და გრა­ფი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

სწავ­ლის შე­დე­გე­ბი

♦ შე­ვი­მუ­შა­ვეთ უსაფ­რ­თხო და სა­ინ­ტე­რე­სო ატ­რაქ­ცი­ო­ნი თე­მა­ტუ­რი პარ­კის­თ­ვის, ატ­რაქ­ცი­ო­ნის და­ტეს­ტ­ვის შე­დე­გე­ბი­სა და გრა­ფი­კე­ბის ანა­ლი­ზით;

♦ და­ვა­სა­ბუ­თეთ ატ­რაქ­ცი­ო­ნის დი­ზა­ი­ნი G-ძა­ლის (გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ძა­ლა) და კი­ნე­ტი­კუ­რი/პო­ტენ­ცი­უ­რი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­მო­ყე­ნე­ბა

♦ G-Force და კი­ნე­ტი­კუ­რი/პო­ტენ­ცი­უ­რი ენერ­გი­ის ცვლი­ლე­ბე­ბის გა­გე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია მან­ქა­ნე­ბი­სა და ფრე­ნის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად;

♦ მიზ­ნობ­რი­ვი კითხ­ვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და დას­მა სხვა­დას­ხ­ვა მო­საზ­რე­ბის გა­საც­ნო­ბად და უკე­თე­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

⇒ რა ხდის ატ­რაქ­ცი­ონს ამა­ღელ­ვე­ბელს?

⇒ ოდეს­მე ყო­ფილ­ხართ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე?

♦ იდე­ე­ბი­სა და აზ­რის ნათ­ლად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ხატ­ვა წე­რი­ლო­ბი­თი თუ სიტყ­ვი­ე­რი ფორ­მით;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის ეფექ­ტუ­რად და ეფექ­ტი­ა­ნად მო­პო­ვე­ბა;

♦ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის კვლე­ვის, ორ­გა­ნი­ზე­ბის, შე­ფა­სე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი: პრე­ზენ­ტა­ცია, ვი­დე­ო­ა­ნი­მა­ცი­ის შექ­მ­ნა

შე­ვად­გი­ნე პრო­ექ­ტის გეგ­მა, დავ­სა­ხე მოს­წავ­ლე­თა მიზ­ნე­ბი და დავ­გეგ­მე შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი. შე­ვა­ფა­სე თუ რო­გორ ახერ­ხე­ბენ ისი­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და დრო­ის მარ­თ­ვას.

მოს­წავ­ლე­ე­ბი წა­რად­გე­ნენ და­მა­ჯე­რე­ბელ, შთა­მა­გო­ნე­ბელ გა­მოს­ვ­ლას, ვი­დე­ო­ა­ნი­მა­ცი­ის სა­ხით, გვიჩ­ვე­ნე­ბენ პრო­ექ­ტის ანა­ლიზს და გვაწ­ვ­დი­ან დას­კ­ვ­ნით ცნო­ბებს.

მოს­წავ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა

მოს­წავ­ლე­ე­ბი, პრო­ექ­ტის დაწყე­ბამ­დე, ფლობ­დ­ნენ ტექ­ნი­კურ უნარ-ჩვე­ვებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა შემ­დ­გომ წარ­მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და.

სას­წავ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი

I ეტა­პი

ვარ­კ­ვევ თუ რა იცი­ან მოს­წავ­ლე­ებ­მა ატ­რაქ­ცი­ო­ნის „ამე­რი­კუ­ლი მთე­ბი“ შე­სა­ხებ. პირ­ველ ეტაპ­ზე, მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია. მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ებს, მეტ- ნაკ­ლე­ბად, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ წარ­მოდ­გე­ნა რო­გორ მოძ­რა­ობს ვა­გო­ნე­ტე­ბი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი სხდე­ბი­ან, ვაწ­ვ­დი შე­სა­ბა­მის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას – რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ პროგ­რა­მა, რო­გორ გახ­ს­ნან ახა­ლი გვერ­დე­ბი, რო­გორ ჩას­ვან სუ­რა­თე­ბი.

II ეტა­პი

მოს­წავ­ლე­ებს ვუქ­მ­ნი ყვე­ლა პი­რო­ბას იმი­სათ­ვის, რომ და­მა­ჯე­რებ­ლად და ამომ­წუ­რა­ვად გა­უ­ზი­ა­რონ სხვა ჯგუ­ფის წევ­რებს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია, ამ პროგ­რა­მით ატ­რაქ­ცი­ო­ნის მო­დე­ლის შექ­მ­ნის შე­სა­ხებ (სად მდე­ბა­რე­ობს, რა ფარ­თო­ბია, რო­გო­რი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა აქვს, რა მი­ნი-ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია, წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხ­ვა ფა­სი­ა­ნი მე­ნიუ).

III ეტა­პი

მოს­წავ­ლე­ე­ბი უზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის შე­სა­ხებ, მიმ­დი­ნა­რე­ობს აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა, რაც ხელს უწყობს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

IV ეტა­პი

დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს სა­კუ­თა­რი ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მელ­ზეც, ტიტ­რებ­თან ერ­თად, და­ტა­ნი­ლი იყო აუდი­ო ­ინ­ფორ­მა­ცია, გათ­ვ­ლი­ლი სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოს­წავ­ლე­ზე.

♦♦♦

ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩვე­ნი შექ­მ­ნი­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ გა­მოც­დი­ლე­ბა მე­გო­ბა­რი სკო­ლის­თ­ვის გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა, უკუ­კავ­ში­რი მიგ­ვე­ღო და შემ­დ­გო­მი მუ­შა­ო­ბი­სას გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო:

  1. http://ncp.ge/ – ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის პორ­ტა­ლი;

2. ჟურ­ნა­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“, №2, 2010 წე­ლი;

3. ჟურ­ნა­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი“, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბა, 2014 წე­ლი;

4. სკო­ლის ბა­ზა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა (სატ­რე­ნინ­გო მა­სა­ლა), მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. tpdc.ge, 2014 წე­ლი.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები