24 ნოემბერი, კვირა, 2024

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი

spot_img

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სას მეხ­სი­ე­რე­ბის თუ სხვა კოგ­ნი­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­მო, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და შე­ნე­ლე­ბუ­ლია სწავ­ლის პრო­ცე­სი. მოს­წავ­ლეს უჭირს ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში გე­ნე­რა­ლი­ზე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, რად­გან მის­თ­ვის რთულ­დე­ბა ცნე­ბე­ბი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის და­უფ­ლე­ბის პრო­ცე­სი – ის სო­ცი­უ­მის­გან გა­რი­ყუ­ლად გრძნობს თავს. ასეთ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი დგე­ბა დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. მას, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, უწევს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გო­ნივ­რუ­ლი მარ­თ­ვა, რა­თა მოს­წავ­ლე უფ­რო მე­ტად გულ­გ­რი­ლი არ აღ­მოჩ­ნ­დეს სწავ­ლის მი­მართ. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლე­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. ამის­თ­ვის ის უნ­და იც­ნობ­დეს სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლურ დი­ზა­ინს.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო მეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მოს­წავ­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ილე­ქე­ბა სკო­ლის გა­რეთ სივ­რ­ცე­ში თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე, კარ­გად უნ­და იც­ნობ­დეს სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მებს და მუდ­მი­ვად იყე­ნებ­დეს მათ. ეს ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბას და მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას. მას უნ­და ჰქონ­დეს მოთ­მე­ნის დი­დი უნა­რი, რად­გან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის­თ­ვის, სხვა­დას­ხ­ვა დრო სჭირ­დე­ბათ.

ხში­რად თავს იჩენს გრა­მა­ტი­კუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბის სა­კითხიც, მა­გა­ლი­თად, ასო­ე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა წე­რა-კითხ­ვის დროს, რაც იწ­ვევს წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლეს უჭირს თე­მის გარ­შე­მო ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა. ამ პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს პა­უ­ზე­ბით კითხ­ვა და მე­ტი დრო და­უთ­მოს წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბას. ასე­ვე, გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნის პრო­ცეს­ში, შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ტო­ვოს რა­ი­მე ად­ვი­ლად გა­სა­აზ­რე­ბე­ლი სა­კითხი და შემ­დეგ გაკ­ვე­თილ­ზე დას­ვას კითხ­ვა – რა გა­მოვ­ტო­ვე? რა თქმა უნ­და, პა­სუ­ხი უნ­და წა­ხა­ლის­დეს, მი­ნი­მუმ, ვერ­ბა­ლუ­რად, მაქ­სი­მუმ კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნეს გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის დროს. ეს აქ­ტი­ვო­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლის წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

თუ მოს­წავ­ლეს ურ­თულ­დე­ბა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, და­ვუ­ნა­წევ­როთ მა­სა­ლა, რა­თა არ და­კარ­გოს საგ­ნის სწავ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი. ამას­თან, ყო­ველ ეტაპ­ზე, უნ­და მივ­ცეთ დრო­უ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი. ზო­გი მოს­წავ­ლე ვი­ზუ­ა­ლის­ტია და მით­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პლა­კა­ტის და სქე­მის წარ­დ­გე­ნა. ამ კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­ებს, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ამახ­სოვ­რ­დე­ბათ ახა­ლი მა­სა­ლა; ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლე კი კე­თე­ბით სწავ­ლე­ბი­სას უკეთ იმახ­სოვ­რებს ახალ თე­მას. მათ­თ­ვის უმ­ჯო­ბე­სია მო­დე­ლის შექ­მ­ნა ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ცდით და­ვა­ლე­ბის გა­კე­თე­ბა.

რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლია მა­თი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის­თ­ვის. მოს­წავ­ლე­ებს, პე­რი­ო­დუ­ლად, უნ­და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა შე­მო­ი­ტა­ნონ თე­მას­თან მი­მარ­თე­ბით. ასე­ვე, სა­ჭი­როა ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლად დატ­ვირ­თ­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ჩვენ კი ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბით მათ და­ხარ­ჯულ დროს ნა­ყო­ფი­ერ­სა და პრო­დუქ­ტი­ულს გავ­ხ­დით.

მას­წავ­ლე­ბელს მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ უნ­და გა­მორ­ჩეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დეს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. ისი­ნი უნ­და დავ­ტ­ვირ­თოთ და­ბა­ლი მზა­ო­ბის მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად და ეს მიდ­გო­მა უნ­და წა­ხა­ლის­დეს. ამით მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნარს, გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თარ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას.

და­სას­რულ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მოს­წავ­ლე­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის ტრა­დი­ცი­ად ქცე­ვა ხელს შე­უწყობს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ხათუნა აფციაური
სსიპ თბი­ლი­სის №215 სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები