14 ივლისი, კვირა, 2024

„ინტელექტის“ 12 სასკოლო სახელმძღვანელო გრიფირების კონკურსში გამარჯვებულია!

spot_img
🎉 „ინტელექტის“ 12 სასკოლო სახელმძღვანელო გრიფირების კონკურსში გამარჯვებულია! ვულოცავთ ჩვენს ავტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს!

📣

ამასთანავე, გამომცემლობა „ინტელექტის“ სასკოლო სახელმძღვანელოების არჩევის შემთხვევაში, სკოლებსა და მასწავლებლებს ვთავაზობთ:
შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემდეგ, სკოლის მასწავლებლებს საჩუქრად გადავცემთ ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოს კომპლექტს: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელ-რესურსი – საგნების მიხედვით.
შეგივსებთ სკოლის ბიბლიოთეკას ჩვენ მიერ გამოცემული სერიების: „ინტელექტი სკოლას“ და „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ წიგნებით.
ჩვენს მაღაზიებში: „შაქრო ბაბუა“ და ონლაინ მაღაზია “Booksale.ge”-ზე 50%-იან ფასდაკლებას „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნების სრული ასორტიმენტის თითო ეგზემპლარზე (ფასდაკლებით სარგებლობისთვის, სკოლისგან უნდა წარმოადგინოთ მასწავლებლის ცნობა).
წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, მოგიწყობთ ტურებს ჩვენს გამომცემლობასა და სტამბაში წიგნის გამოცემის სრული პროცესის გასაცნობად.
📖 წელს „ინტელექტის“ შემდეგმა სახელმძღვანელოებმა მოიპოვა განათლების სამინისტროს გრიფი:
მათემატიკა, I კლასი | ავტორები: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი ⇒  https://tinyurl.com/bdekrnnr
მათემატიკა, II კლასი | ავტორები: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი ⇒   https://tinyurl.com/2hp59vxs
მუსიკა, I კლასი | ავტორი: მარიკა ჩიკვაიძე ⇒  https://tinyurl.com/2bvud77u
მუსიკა, II კლასი | ავტორი: მარიკა ჩიკვაიძე ⇒   https://tinyurl.com/2h83wpc9
მუსიკა, III კლასი | ავტორი: მარიკა ჩიკვაიძე ⇒   https://tinyurl.com/2sujb9fd
მუსიკა, IV კლასი | ავტორი: მარიკა ჩიკვაიძე  ⇒  https://tinyurl.com/yc7mnrax
ბუნებისმეტყველება, I კლასი | ავტორები: ირმა ავალიანი, ნათელა ბაღათრიშვილი ⇒   https://tinyurl.com/yb4besff
ბუნებისმეტყველება, II კლასი | ავტორები: ირმა ავალიანი, ნათელა ბაღათრიშვილი⇒    https://tinyurl.com/y2cjj68j
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის, XI კლასი | ავტორები: ეთერ მესტვირიშვილი, მაია ოღრაპიშვილი, თამარ გახელაძე ⇒   https://tinyurl.com/3tt758rn
ქიმია, XI კლასი | ავტორები: მანანა ვარდიაშვილი, ელისო შურღაია ⇒   https://tinyurl.com/yzymcj62
ფიზიკა, XI კლასი | ავტორები: გიორგი გედენიძე, ეთერე ლაზარაშვილი, მაია მერაბიშვილი ⇒   https://tinyurl.com/4txp9mct
აფხაზური ენა და ლიტერატურა, XI კლასი |ავტორები: რიტა ამიჭბა-მარღანია, ირმა ოსია ⇒   https://tinyurl.com/3ct76xnt
სპეციალური შეთავაზება ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოთა ავტორებისგან: უპრეცენდენტო პროფესიული მხარდაჭერა – მასტერკლასები, რომლებიც დაიგეგმება ონლაინ შეხვედრების სახით.
მასტერკლასების თემებია:
◊„ექსპერიმენტების დაგეგმვა და ჩატარება“;
◊„კომპლექსური დავალებების დანერგვა სასწავლო პროცესში და სასკოლო კურიკულუმში ასახვა“;
◊„სსსმ მოსწავლეები და სასწავლო პროცესის ადაპტირება / CLIL მეთოდის გამოყენება იმ მოსწავლეებთან მუშაობისთვის, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის“;
◊„მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდები ბუნებისმეტყველების სწავლებისას“.
მასტერკლასების ჩატარების პერიოდი:
25 აგვისტო – 10 სექტემბერი
♦მუსიკის სახელმძღვანელოს შემთხვევაში, დამატებით ონლაინ შეხვედრებს ჩაატარებს მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორი მარიკა ჩიკვაიძე.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სხვადასხვა საგნისა და კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქმნება და განათლების ექსპერტთა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ყოველწლიურად ჩვენს სასკოლო სახელმძღვანელოებზე გამოცდილი ავტორები და გამომცემელთა გუნდი მუშაობს და ათასობით სკოლის მოსწავლე იღებს განათლებას აღნიშნული სახელმძღვანელოებით.
ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები