5 თებერვალი, კვირა, 2023

ინტეგრირებული სწავლება – მე­ტი მო­ტი­ვა­ცია, მე­ტი ცოდ­ნა

spot_img

მა­რი­ნა დო­ლი­ძე
სსიპ ქა­ლაქ ოზურ­გე­თის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სწავ­ლა­ში ინ­ტეგ­რა­ცია არის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ში­ნა­არ­სის სტრუქ­ტუ­რულ კომ­პო­ნენ­ტებს შო­რის კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის პრო­ცე­სი, რა­თა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სამ­ყა­როს ჰო­ლის­ტუ­რი ხედ­ვა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ბავ­შ­ვის პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია ახა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი ძი­ე­ბის ერთ-ერ­თი სფე­როა, მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­ზე ეფექ­ტუ­რი და გო­ნივ­რუ­ლი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მიზ­ნით.

ინ­ტეგ­რა­ცია ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის ფრაგ­მენ­ტა­ცი­ი­სა და მო­ზა­ი­კის დაძ­ლე­ვას, უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ პო­ლი­ტი­კუ­რი ცოდ­ნი­სა და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბის და­უფ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბის სწრა­ფი ზრდის ეპო­ქა­ში მკვეთ­რად მცირ­დე­ბა მი­სი აღ­ქ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­მო­სა­ვა­ლი ჩანს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის სინ­თეზ­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, ყვე­ლა სას­კო­ლო დის­ციპ­ლი­ნის ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა­ში. სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა – ეს არის მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხელს უწყობს მათ შე­მეც­ნე­ბით და შე­მოქ­მე­დე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბას.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა სწავ­ლე­ბის ამ ახალ რელ­სებ­ზე გა­დას­ვ­ლა? ამ კითხ­ვას რომ ვუ­პა­სუ­ხოთ, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად მო­გახ­სე­ნებთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე. ერ­თი მხრივ, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნის გან­ზო­გა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ცალ­კე­ულ დის­ციპ­ლი­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სინ­თეზს ახ­დენს, მოს­წავ­ლე სამ­ყა­როს და­ნა­წევ­რე­ბუ­ლად კი აღარ აღიქ­ვამს, არა­მედ ერთ მთლი­ა­ნო­ბად წარ­მო­იდ­გენს; მე­ო­რე მხრივ, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით, მოს­წავ­ლე იძენს სა­უ­კე­თე­სო უნარს, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის დროს შე­დე­გი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს. ის სწავ­ლობს სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას, ერ­თი საგ­ნის წი­ნა­რე ცოდ­ნის მე­ო­რე სა­გან­ში ასათ­ვი­სე­ბე­ლი მა­სა­ლის სა­ფუძ­ვ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც სწავ­ლის პრო­ცესს უმარ­ტი­ვებს. მოს­წავ­ლე გრძნობს, რომ ად­ვი­ლად ით­ვი­სებს ახალ მა­სა­ლას და მო­ტი­ვა­ცია ამაღ­ლე­ბუ­ლი უფ­რო მე­ტი მონ­დო­მე­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით ახერ­ხებს ცოდ­ნის შე­ძე­ნას.

გა­სულ სას­წავ­ლო წელს ჩა­ვერ­თე პრო­ექ­ტ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით „CTEL-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბით“. პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და აშშ-ის მი­ერ, USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბი­თა და PH-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით. პროგ­რა­მა CTEL-ის მე­თო­დო­ლო­გი­ის შემ­ს­წავ­ლე­ლი ვორ­კ­შო­პე­ბის მი­ზა­ნი იყო, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაც­ნო­ბოდ­ნენ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის უახ­ლეს მე­თო­დებს და და­ე­ნერ­გათ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რა­თა მათ მოს­წავ­ლე­ებს უკეთ შე­ეს­წავ­ლათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ასე­ვე, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამუ­შა­ვებ­დ­ნენ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა და გაკ­ვე­თი­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­მი­ვე საგ­ნის სას­წავ­ლო მიზ­ნებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ყო­ვე­ლი ვორ­კ­შო­პის და­სას­რულს, მას­წავ­ლებე­ლ­თა ჯგუ­ფე­ბი, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, ღია გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­დ­ნენ და ის­მენ­დ­ნენ უკუ­კავ­შირს. რეფ­ლექ­სია ვორ­კ­შო­პე­ბის ციკ­ლის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი იყო, რა­თა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­ტად გა­წა­ფუ­ლიყ­ვ­ნენ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ში.

პროგრამის მოკლე მონახაზი

CTEL-ის ტრენინგის მოდულები
 

ვორკშოპი

 

მეთოდოლოგია

სამოქალაქო განათლების საკითხი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/აპლიკაია
 

 

 

 

ვორკშოპი 1

შინაარზე დაფუძნებული სწავლება და გუნდური სწავლება:ამოცანებზე და უკუ-დაგეგმვის პრინციპებზე დაფუძნებული გაკვეთილი  

 

 

ეროვნული გმირები

 

 

 

 

Mentimeter (Menti.com)

 

ვორკშოპი 2

შეფასება და შეფასების რუბრიკები  

მოხალისეობა

 

MSPublisher

 

ვორკშოპი 3

დემოკრატიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება  

დღესასწაულები

 

GoggleDocs

GoogleDrive

ვორკშოპი 4 (ინტერნეტით) შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელი ეროვნული სიმბოლოები  

MicrosoftTeams

 

ვორკშოპი 5

 

კლასის მართვა

მროავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმი Polleverywhere

Learningapps.org

 

ვორკშოპი 6

მასალების დამუშავება პროფესიული და ცხოვრებისეული არჩევანი Newsela

Kahhot

 

ვორკშოპი 7

ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება სახელმწიფო მართვის სისტემები  

Moodleplatform

 

ოზურ­გე­თის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მასშ­ტა­ბით, სა­უ­კე­თე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვ­და და ელექ­ტ­რო­ნულ წიგ­ნად გა­მო­ი­ცა.

პროგ­რა­მის და­სას­რულს, მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე, გუ­რი­ის რე­გი­ო­ნი­დან, ფი­ნალ­ში ოთხი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვი­და, სულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან – 23 მას­წავ­ლე­ბე­ლი და სას­წავ­ლო პროგ­რა­მით, სა­მი კვი­რით, აშშ-ში გა­ვემ­გ­ზავ­რეთ. ვიმ­ყო­ფე­ბო­დით მა­სა­ჩუ­სეტ­სის, ვერ­მონ­ტი­სა და ნიუ-იორ­კის შტა­ტებ­ში. გა­ვე­ცა­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რას, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, და­ვეს­წა­რით მა­ღა­ლი კლა­სის გაკ­ვე­თი­ლებს და უზარ­მა­ზა­რი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. გა­მოვ­ყოფ­დი ქა­ლაქ ბურ­ლიქ­ტონ­ში, მე­ა­თე კლას­ში ჩა­ტა­რე­ბულ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს თე­მა­ზე – „ადიქ­ცია“, სა­დაც ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­თან ინ­ტეგ­რირ­დე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სა­კითხე­ბი.

რა არის ადიქ­ცია და რას იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში – ისა­უბ­რა ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ხო­ლო ადიქ­ცი­ის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­ზე – სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­მა. მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი მო­ი­ძი­ეს, კლი­პე­ბი და ვი­დე­ო­ფილ­მე­ბი აჩ­ვე­ნეს, გა­ნი­ხი­ლეს სი­ტუ­ა­ცია იმ მოთხ­რო­ბი­დან, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ შე­არ­ჩი­ეს მოს­წავ­ლე­ებ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით. ბავ­შ­ვებს ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ამო­ბეჭ­დი­ლი ტექ­ს­ტე­ბი და­უ­რიგ­დათ და მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­საზღ­ვ­რეს ადიქ­ცი­ის დო­ნე­ე­ბი, ისა­უბ­რეს პრობ­ლე­მის მი­ზე­ზებ­ზე და წარ­მო­ად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად.

ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჰქონ­და პორ­ტ­ფო­ლიო, კომ­პი­უ­ტე­რი და თე­მის კუ­რი­კუ­ლუ­მი. წი­ნას­წარ ჰქონ­დათ წა­კითხუ­ლი მოთხ­რო­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ეხე­ბო­და თე­მას. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ო­ცა რე­სურ­სებ­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, მიმ­ღებ­ლო­ბამ, მოს­მე­ნის კულ­ტუ­რამ, კე­თე­ბით სწავ­ლე­ბამ. ვცდი­ლობ, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ვა­შე­ნო და ხში­რად გა­მო­ვი­ყე­ნო პრაქ­ტი­კა­ში. ამ­რი­გად, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მე­ტი მო­ტი­ვა­ცია და მე­ტი ცოდ­ნაა.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები