3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კითხებ­ზე

spot_img
ირმა ჭაფოძე
სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი
მაყვალა ხარაიშვილი
სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ბიოლოგიის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხ­მობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა სა­განს და ხელს უწყობს ჰო­ლის­ტურ სწავ­ლე­ბას, ცოდ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბას ამა თუ იმ სფე­რო­დან. სა­გან­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, და­ი­ნა­ხონ, თუ რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნა ერ­თ­მა­ნეთს. გარ­და ამი­სა,ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, რაც აუცი­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად.

სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკო­ლა კი­დევ უფ­რო მე­ტად ვალ­დე­ბუ­ლია, და­ა­ინ­ტე­რე­სოს და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­უქ­მ­ნას თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს; და­ა­ნა­ხოს თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი; ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ჩარ­თოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში და მხა­რი და­უ­ჭი­როს მათ მო­საზ­რე­ბებ­სა და იდე­ებს. ამ მხრივ, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს მიღ­მა, მოს­წავ­ლე­ებ­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და საქ­მის კე­თე­ბის სურ­ვილს. ისი­ნი ხე­და­ვენ პირ­და­პირ კავ­შირს იმას­თან, რა­საც სწავ­ლო­ბენ. გარ­და ამი­სა, ეჩ­ვე­ვი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ მუ­შა­ო­ბას, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის პი­როვ­ნუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს სხვა­დას­ხ­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, თე­მის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ით.

2023-2024 სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში (10 ნო­ემ­ბ­რი­დან 15 დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით) ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, VII-VIII კლა­სებ­ში, ჩვე­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი: „სკო­ლის ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს დაც­ვა“.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი:

  1. სუფ­თა გა­რე­მოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში;
  2. ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­სის­ტე­მის კე­თილ­დღე­ო­ბის ხელ­შეწყო­ბა, კერ­ძოდ, სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა;
  3. მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რობ­ლო­ბა სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად;
  4. გა­რე­მო­სად­მი მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობ­და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, მზა­ო­ბას გა­რე­მოს მდგრა­დო­ბი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის.

პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

♦ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ;

♦ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვი­დე­ო­რე­სურ­სის ჩვე­ნე­ბა/გან­ხილ­ვა;

♦ ხე­ე­ბის დარ­გ­ვა ნახ­ში­რორ­ჟან­გის სეკ­ვეს­ტ­რის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

♦ კომ­პოს­ტის დამ­ზა­დე­ბა ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად;

♦ მშო­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რით, ფრინ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის სახ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა, მა­თი დაც­ვა არა­სა­სურ­ვე­ლი ამინ­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში;

♦ მავ­ნე ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვა;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სა­ინ­ფორ­მა­ციო პოს­ტე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის, გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კითხებ­ზე.

პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა:

უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ზარ­დე­ბი ვერ ითა­ვი­სე­ბენ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სირ­თუ­ლეს. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მათ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, სწო­რად და­ე­ნა­ხათ რე­ა­ლო­ბა და წარ­მოდ­გე­ნე­ბი შეც­ვ­ლო­დათ სუფ­თა გა­რე­მოს აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე; გაც­ნო­ბოდ­ნენ კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და მიზ­ნად და­ე­სა­ხათ ჯან­საღ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა.

პრო­ექ­ტის და­სას­რულს, მოს­წავ­ლე­ებ­მა პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ; იმ­ს­ჯე­ლეს და გა­მო­ი­ტა­ნეს დას­კ­ვ­ნე­ბი. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტ­მა ხე­ლი შე­უწყო გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის პრაქ­ტი­კა­ში გად­მო­ტა­ნას.

მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, იგ­რ­ძ­ნო­ბო­და მო­ტი­ვა­ცია და ინ­ტე­რე­სი პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­მართ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები