13 ივლისი, შაბათი, 2024

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები

spot_img

პროფესიული განათლების სისტემას, 2023 წელს, პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომები მიიღეს და, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

მინისტრმა „მერმისის“, „იკაროსის“, „გლდანის პროფესიული კოლეჯის“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიისა“ და „მოდუსის“ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მათ დიპლომები პირადად გადასცა.

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ პროფესიული უნარების სააგენტოს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ  2020 წელს პროფესიულ განათლებაში განხორციელდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კომპონენტის (მე-10, მე-11 და მე-12 კლასების საგნების) წარმატებული ინტეგრირება, რამაც ქვეყანაში გააჩინა საბაზო განათლების შემდეგ სრული ზოგადი განათლების მიღების სრულფასოვანი, ალტერნატიული გზა.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლება კიდევ უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა ყველა სახის საჭიროების მქონე პირისთვის, ვინაიდან ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველ და, ამავდროულად, მოთხოვნად პროფესიას დაეუფლონ პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომით. მსურველებს საშუალება აქვთ, მიიღონ სწავლისთვის სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ აიღონ პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან, ე.წ. ატესტატთან, რაც განათლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები