27 ივლისი, შაბათი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილის სარგებელი

spot_img
თეა ხუბუა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

 

თანამედროვე განათლება მოითხოვს ცოდნის სამივე კატეგორიის გათვალისწინებას, როგორიცაა: დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული.

თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება-გაანალიზება მნიშვნელოვანი უნარია, რომ მოსწავლეები თამამად გაუმკლავდნენ მომავალ გამოწვევებს.

ბევრს ვსაუბრობთ საგანთა ინტეგრირებაზე, თუმცა,სამწუხაროდ, ცოტას ვაკეთებთ. ჩემი ღრმა რწმენით, ინტეგრირება მაშინაა შედეგიანი, როცა ორი ან მეტი საგანი თანაბარ როლს ასრულებს დასახული მიზნის მისაღწევად.

მსურს, გაგიზიაროთ საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებული ინტეგრირებული აქტივობები დასახული მიზნის მისაღწევად და შედეგები, რომლებიც საგანთა ინტეგრირებამ განაპირობა.

 საგნები: ინგლისური ენა, ისტ ტექნოლოგიები.

კომპლექსური დავალების მიზანი: მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება დაბალანსებულ/ჯანსაღ კვებაზე, ჩაატარონ მინი-კვლევა, შეძლონ მონაცემთა ანალიზი და მის საფუძველზე რჩევა/რეკომენდაციების შემუშავება.

პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო მასალა, მითითებული ვებგვერდების დახმარებით, შემდეგ კი შეისწავლეს, გააანალიზეს და იმსჯელეს მოცემულ საკითხზე; მეორე ეტაპზე, შექმნეს forms კითხვარი სამიზნე ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში, მათივე სკოლელი თანატოლებისთვის რომ გაეზიარებინათ. გთავაზობთ მოსწავლის მიერ შექმნილ კითხვარს:

კითხვარი თანატოლებისთვის-   “ჯანსაღი ცხოვრების სტილი”

მიღებულ მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, ააგეს დიაგრამები, გამოთვალეს პროცენტული მაჩვენებლები, ხოლო შედეგების გაანალიზების შემდეგ, შექმნეს ელექტრონული პოსტერი Padlet-ის დაფაზე.

გთავაზობთ მოსწავლეების მიერ შექმნილ ელექტრონულ პოსტერს:

ელექტრონული პოსტერი “მოსწავლეების მოსაზრებები სწორ კვებასთან დაკავშირებით”

ბოლო ეტაპზე მათ book creator-online brochure-ში შექმნეს ელბროშურა , ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად და გაუზიარეს თანატოლებს.

მოსწავლეებმა მოახერხეს მიღებული ცოდნის დამუშავება, დაგეგმეს, თუ როგორ გადაედგათ შემდეგი ნაბიჯები და შეძლეს გამოცდილების სწორად და ადეკვატურად გამოყენება, რამაც საბოლოო შედეგამდე მიიყვანა ისინი, ხოლო საბოლოოდ, ინტეგრირებული მეთოდებით დაგროვილი გამოცდილების საშუალებით, გააანალიზეს და დასკვნებიც გამოიტანეს.

ნათლად ჩანს, რომ ამ ორი საგნის (ინგლისური, ისტ ტექნოლოგიები,) ინტეგრირებით მივიღეთ სიღრმისეული ცოდნა, შევიძინეთ გამოცდილება და მოვახერხეთ მიღებული ცოდნის ადეკვატურად გამოყენება, შეფასება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები