23 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი და ხიბ­ლი

spot_img

2024 წლის აპ­რილ­ში, ბა­თუმ­ში, სკო­ლა­ში „ევ­რო 2000“ ჩა­ტარ­და კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­დახ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის ორ­მა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ წა­რად­გი­ნეს თე­მა „ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი და ხიბ­ლი“. თე­მას თან ერ­თ­ვო­და სა­დახ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის, ახ­ლა უკ­ვე სტუ­დენ­ტე­ბის, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­შიც ისი­ნი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ, თუ რა უჭირ­დათ ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და რა სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცოდ­ნას ამ დროს.

აიშა ხა­ლი­ლო­ვა, თა­მა­რა ჯა­ლი­ლო­ვა

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­დახ­ლოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი

პედაგოგი ნათია ტრაპაიძე

 

 

 

🔎 ჩემ შე­სა­ხებ

გა­მარ­ჯო­ბა. მე ვარ აიშა ხა­ლი­ლო­ვა. ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­დახ­ლოს პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ, მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში. ქარ­თულ ენას ბა­ღის ასა­კი­დან ვსწავ­ლობ. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლამ იცის ქარ­თუ­ლი, ჩე­მი და სტუ­დენ­ტია და კარ­გად ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად. სკო­ლა­ში, კვი­რა­ში, 5 ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლი გვაქვს. ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, ქარ­თ­ველ თა­ნა­ტო­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბა, ეს სწავ­ლის ნა­წი­ლია, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ქარ­თულ ენას თით­ქ­მის არ ვი­ყე­ნებ, რად­გან ჩემს ძა­ლი­ან დიდ სო­ფელ­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ.

🔃 რა არის ჩემ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენა?

რო­გორც გითხა­რით, ქარ­თულს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან ვსწავ­ლობ და ვფიქ­რობ, რომ ქარ­თუ­ლი ენა არის ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩე­მი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი გზა. ჩვენ, ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ვფლობთ ქარ­თულ ენას, ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით სრუ­ლი­ად მარ­ტივ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც კი – ვნერ­ვი­უ­ლობთ ტე­ლე­ფონ­ზე მო­სულ ყვე­ლა ქარ­თულ წე­რილ­ზე, რად­გან არ ვი­ცით რა წე­რია იქ; გვი­ჭირს ერ­თი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში წას­ვ­ლა, რად­გან ვერ ვკითხუ­ლობთ წარ­წე­რებს და ვერც ვინ­მეს ვე­კითხე­ბით. მარ­ნე­ულ­ში ჩას­ვ­ლაც რთუ­ლია, თუ მძღო­ლი არ არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ან რუ­სუ­ლად არ ვი­ლა­პა­რა­კებთ. ასა­კოვ­ნებ­მა კი, მაგ­რამ  ჩე­მი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბამ არც რუ­სუ­ლი ენა იცის; სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მის­ვ­ლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლის­თ­ვის. ამ დროს მას ვინ­მე ახალ­გაზ­რ­და მიჰ­ყ­ვე­ბა, ხში­რად ეს ახალ­გაზ­რ­და კა­ცია, ენის, გზის და გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს შიშს, ში­ში კი – სა­კუ­თარ სო­ფელ­ში, ქა­ლაქ­ში ჩა­კეტ­ვას. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­დახ­ლო­ე­ლი მარ­ნე­ულს იქით არა­სო­დეს წა­სუ­ლა. არა­ფე­რი ან ძა­ლი­ან ცო­ტა რამ იცი­ან იმ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ.

რამ­დე­ნად არის ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა ინ­ტეგ­რა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა? ვინც ენა იცის, ის ნამ­დ­ვი­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ქარ­თ­ვე­ლებ­თან? ენის გარ­და, სხვა რა გა­ნა­პი­რო­ბებს ინ­ტეგ­რა­ცი­ას?

ეს ის კითხ­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც გვა­წუ­ხებ­და ჩვენ და პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად და­ვუ­კავ­შირ­დით 30-მდე სა­დახ­ლო­ელ სტუ­დენტს, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლო­ბენ.

🔃 ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი

კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თ­ვე­ლებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მთა­ვარ წი­ნა­პი­რო­ბად ენის ცოდ­ნა/არ­ცოდ­ნას არ მი­იჩ­ნევს. მა­თი თქმით, ენის არ­ცოდ­ნა მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­ს­ზე იწ­ვევს ჩა­მორ­ჩე­ნას სწავ­ლა­ში და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტას ან აკა­დე­მი­უ­რი წლის აღე­ბას. მაგ­რამ მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­ს­ზე, სა­დაც ხში­რად ერ­თი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ქარ­თ­ვე­ლებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია შეზღუ­დუ­ლია. ისი­ნი ქარ­თუ­ლად ელა­პა­რა­კე­ბი­ან ლექ­ტო­რებს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, მაგ­რამ ვერ იჩე­ნენ ქარ­თ­ველ ნაც­ნობ-მე­გობ­რებს. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლის კარ­გად ცოდ­ნა­საც გუ­ლის­ხ­მობს, პირ­ველ კურ­ს­ზე ხვდე­ბი­ან ქარ­თ­ველ კურ­სე­ლებს და, ძი­რი­თა­დად, აქე­დან იწყე­ბა ინ­ტეგ­რა­ცია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, რო­გორც ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ცო­ტა ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თ­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ცო­ტა რამ იცი­ან მათ ჩვენ შე­სა­ხებ. გა­უცხო­ე­ბა ორ­მ­ხ­რი­ვია. ჩვენ გვე­ში­ნია არ­ცოდ­ნის, გვაფ­რ­თხობს წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ჩვენს მშობ­ლებს არ აქვთ ქარ­თ­ვე­ლებ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში 2011 წლი­დან არ­სე­ბობს ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა და ინ­ტეგ­რა­ცი­აც აქე­დან იწყე­ბა. მა­ნამ­დე ჩვენ­გან ბა­ქო­ში მი­დი­ოდ­ნენ სას­წავ­ლებ­ლად.

🔎 ჩემ შე­სა­ხებ

მე თა­მა­რა ჯა­ლი­ლო­ვა ვარ. სა­დახ­ლო­ში ვცხოვ­რობ და მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში ვსწავ­ლობ. ქარ­თუ­ლი ენა მა­მამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის და მან მას­წავ­ლა ბევ­რი რამ. მა­მა­ჩე­მის ბე­ბია ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი იყო, ექი­მი… მე მი­სი სა­ხე­ლი და­მარ­ქ­ვა მა­მამ. ბე­ბი­ამ შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს ას­წავ­ლა ქარ­თუ­ლი, მათ­გან ვის­წავ­ლე მე. ჩემ­მა დებ­მაც კარ­გად იცი­ან ენა, მაგ­რამ ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის მხო­ლოდ ენის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის.

🔃 რა მჭირ­დე­ბა კი­დევ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის?

ენის გარ­და რა მჭირ­დე­ბა ქარ­თ­ვე­ლებ­თან და­სა­მე­გობ­რებ­ლად? თე­მის წე­რის და კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში, ჩვენ ვნა­ხეთ ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად ჩა­წე­რეს სტუ­დენ­ტებ­მა და გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს. რამ­დე­ნი­მე მათ­განს წარ­მო­გიდ­გენთ.

🔃 ვუშ­ვებთ პირ­ველ ვი­დე­ოს

რო­გორც ნა­ხეთ, აიდა ბე­დი­ე­ვა, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი, აქ­ცენტს აკე­თებს ქარ­თ­ვე­ლე­ბის რე­ლი­გი­ის და ტრა­დი­ცი­ე­ბის არ­ცოდ­ნა­ზე, რაც და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლია და ზო­გი­ერ­თი უქ­მე დღე­დაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. ჩვენ კი, აღ­დ­გო­მის გარ­და, არა­ფე­რი ვი­ცით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა სტუ­დენ­ტებ­მა არ იცი­ან რო­მელ დღეს ან რა­ტომ ის­ვე­ნე­ბენ, რა დღე­სას­წა­უ­ლი რას უკავ­შირ­დე­ბა; რო­მელ კუთხეს რა ტრა­დი­ცია აქვს; რა არის სა­ნა­ხა­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ.

🔃 ვუშ­ვებთ მე­ო­რე ვი­დე­ოს

ლა­ლე გურ­ბა­ნო­ვას სა­უ­ბარ­ში კი გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი პრობ­ლე­მე­ბი – ქარ­თ­ვე­ლე­ბიც არ იც­ნო­ბენ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და აქ მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს კარ­გად. არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტებ­მა, ლექ­ტო­რებ­მაც კი არ იცი­ან, რომ ჩვე­ნი სკო­ლე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნია. ჩვენ ყვე­ლა­ფერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად ვსწავ­ლობთ და კვი­რა­ში ქარ­თუ­ლის ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის ენის, კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლის­თ­ვის. თან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლე­ბელ­მაც არ იცის ეს სა­კითხე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რაც არ უნ­და კარ­გად იცო­დეს ქარ­თუ­ლი, არ იც­ნობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ჩვენც მხო­ლოდ ენას გვას­წავ­ლის, იმა­საც წიგ­ნე­ბი­დან.

🔃 რა სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის

მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ, მა­თი კულ­ტუ­რის, ენის, ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

უნ­და იც­ნობ­დ­ნენ ჩვე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვან კულ­ტუ­რა­ში; უნ­და იც­ნობ­დ­ნენ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ის­ტო­რი­ა­საც, რომ­ლებ­თა­ნაც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღეს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებს.

მე მჭირ­დე­ბა მე­გობ­რო­ბა ქარ­თ­ვე­ლებ­თან. მაგ­რამ სად ვნა­ხო ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ისი­ნი ჩემს სო­ფელ­ში არ ცხოვ­რო­ბენ და მე სოფ­ლი­დან ვერ გავ­დი­ვარ? ასეთ დროს გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი აქვს სკო­ლას და ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. ვფიქ­რობ, ყვე­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლას უნ­და ჰყავ­დეს და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სკო­ლა და ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობ­დ­ნენ. ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და აქ­ტი­ვო­ბებს ვა­ტა­რებ­დეთ, ვსტუმ­რობ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს და ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე ერ­თად დავ­დი­ო­დეთ. მე­რე, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, უფ­რო გაღ­რ­მავ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და ჩვენ შემ­დეგ თა­ო­ბას ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბა.

🔃 რი­თია სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი, ან რას გვაძ­ლევს ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცია?

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებს

ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე კონ­ტაქტს არ ვგუ­ლის­ხ­მობთ, ვგუ­ლის­ხ­მობთ მე­გობ­რულ სა­უბ­რებს სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი გვა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ, უფ­რო კი ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის და გე­ოგ­რა­ფი­ის წიგ­ნებ­ში არ წე­რია. ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, მის­წ­რა­ფე­ბე­ბი, ჩვენ ერ­თ­ნა­ი­რად გვა­ინ­ტე­რე­სებს მი­ტინ­გიც და ფეხ­ბურ­თიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვი­ცით რის­თ­ვის დგა­ნან მი­ტინ­გ­ზე ან რა­ტო­მაა ეს მო­გე­ბა ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. კი, ტე­ლე­ვი­ზო­რიც გვაქვს და ინ­ტერ­ნე­ტიც, ქარ­თულ გა­და­ცე­მებ­საც ვუ­ყუ­რებთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა. შე­იძ­ლე­ბა ეს ხდე­ბო­დეს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ.

ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს ამ­ბე­ბი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან, რო­გორ ის­წავ­ლეს ქარ­თუ­ლი ისე, რომ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ, აგ­რ­ძე­ლე­ბენ თუ არა დღე­საც სწავ­ლას. დი­დი სი­ხა­რუ­ლით ვივ­ლით მათ­თან ერ­თად ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე, ლაშ­ქ­რო­ბებ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლის გა­საც­ნო­ბად. ასე­ვე ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, თუ­კი ჩვენს ქარ­თ­ველ თა­ნა­ტო­ლებს გაგ­ვაც­ნო­ბენ და დაგ­ვა­მე­გობ­რე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბით ჩვენ კი­დევ უფ­რო მეტს ვსწავ­ლობთ და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენთ.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები