23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ინო­ვა­ცი­ურ აზ­როვ­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მა – ცვლი­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გი­დე­ბი

spot_img
კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რის (CTC) მი­ერ, USAID-ის პროგ­რა­მა „ზრდის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით და და­ფი­ნან­სე­ბით, რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი გი­დის გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო კურ­სის შე­მუ­შა­ვე­ბა-და­ნერ­გ­ვის პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.
კურ­სი და­ი­ნერ­გა სა­მეგ­რე­ლოს, კა­ხე­თის, ში­და ქარ­თ­ლი­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში. პარ­ტ­ნი­ო­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან: შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი „გან­თი­ა­დი“, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯე­ბი: „ოპი­ზა­რი“ და „აისი“. 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ოთხი­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში, ჩა­ტარ­და სა­პი­ლო­ტე კურ­სე­ბი. შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში, ჯამ­ში, 120-ზე მეტ­მა პირ­მა გა­ა­კე­თა გა­ნაცხა­დი, მათ­გან 75 შე­ირ­ჩა, ხო­ლო კურ­სი სრუ­ლად გა­ი­ა­რა და სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა 63 მო­ნა­წი­ლეს.

12 თე­ბერ­ვალს, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­დამ­ზა­დე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცეს.

რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი გი­დის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის მი­ზა­ნია რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნი­სა და ზრდის ხელ­შეწყო­ბა, ცვლი­ლე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი გი­დის მომ­ზა­დე­ბით. კურ­სი მი­მარ­თუ­ლია ად­გილ­ზე იმ უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს უნი­კა­ლუ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სის მთა­ვა­რი თე­მე­ბია: გი­დის სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რა; ეთი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი; ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის არ­სი და კონ­ცეფ­ცია; ექ­ს­კურ­სი­ის/ტუ­რის შექ­მ­ნა; სა­ამ­ბო ტექ­ს­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა; ჯგუ­ფის გაძღო­ლა და მარ­თ­ვა; ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტის დე­მონ­ს­ტ­რა­ცია; უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხე­ბი. კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას, სა­კურ­სო ნაშ­რო­მის სა­ხით, რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ახა­ლი ექ­ს­კურ­სია/ტუ­რე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა და სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი მათ გი­დო­ბის უნა­რე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­დი­სა და დახ­ვე­წის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ.

CTC-ის დირექტორი ირი­ნა ხან­თა­ძე ამ­ბობს, რომ მა­თი სურ­ვი­ლია, კურ­ს­მა ამ კო­ლე­ჯებ­ში არ­სე­ბო­ბა გა­ნაგ­რ­ძოს და მხო­ლოდ ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტი­ვო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს, ამავ­დ­რო­უ­ლად, გახ­დეს კარ­გი პრე­ცე­დენ­ტი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით: „ჩვე­ნი მი­ზა­ნი, გარ­და იმი­სა, რომ რე­გი­ონ­ში გაჩ­ნ­დეს სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მე­ბი, ისიც არის, რომ პროგ­რა­მა ერ­თ­ჯე­რა­დი არ იყოს და გაგ­რ­ძელ­დეს უკ­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის სა­ხით. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტის შექ­მ­ნა­ში კი, უმ­ნიშ­ვენ­ლო­ვა­ნე­სია თა­ვად კო­ლე­ჯე­ბის რო­ლი. გვინ­და, რომ პრო­ექ­ტი, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, კარგ ქე­ი­სად იქ­ცეს, პროგ­რა­მე­ბის მდგრა­დო­ბის მო­ლო­დი­ნი გვაქვს და იმე­დია, სას­წავ­ლებ­ლე­ბიც იაქ­ტი­უ­რე­ბენ და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, რომ ამ პროგ­რა­მებ­მა ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღონ. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შეძ­ლებს უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი პროგ­რა­მე­ბი სა­ი­მე­დო გან­ვი­თა­რე­ბას კო­ლე­ჯებ­ში.“

USAID-ის პროგ­რა­მა „ზრდის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ბა­ი­ან კინ­გ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პროგ­რა­მა ხელს შე­უწყობს რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი გი­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მა­თი უნა­რე­ბის დახ­ვე­წას, რომ მო­მა­ვალ­ში ვი­ზი­ტო­რებს უკე­თე­სი სერ­ვი­სი შეს­თა­ვა­ზონ. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის მე­ო­რე რა­უნ­დი მა­ლე, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე, და­იწყე­ბა და იმედს გა­მოთ­ქ­ვამს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კ­ვე­ულ წვლილს შე­ი­ტანს.

USAID-ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი „ზრდა“ ხუთ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხუ­თი რე­გი­ო­ნის 81 თემ­ში. რე­გი­ო­ნებ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, პროგ­რა­მა ხელს უწყობს ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბას, ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­სა და ღირს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, სა­მიზ­ნე თე­მებ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა სა­მუ­შო ად­გი­ლე­ბი, ოჯა­ხებს გა­ეზ­რ­დე­ბათ შე­მო­სავ­ლე­ბი და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ერ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, პროგ­რა­მის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ხაზ­გას­მით ამ­ბო­ბენ, რომ დღეს ეს პროგ­რა­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან რე­გი­ო­ნებ­ში ტუ­რიზ­მის პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რ­და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია, თუნ­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სტან­დარ­ტუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გი­დე­ბი კი, სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს ვერ პა­სუ­ხო­ბენ.

ლე­ლა ავა­ლიშ­ვი­ლი, კო­ლეჯ „ოპი­ზა­რის“ დი­რექ­ტო­რი: „სტან­დარ­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აგ­რო­ტუ­რიზ­მი ვი­თარ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, გა­ი­ზარ­და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, თვი­თონ მო­აგ­ვა­რონ ეს პრობ­ლე­მე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ ტუ­რის­ტებს. გაჩ­ნ­და სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ არა მხო­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გი­დე­ბი გვყო­ლო­და, არა­მედ სი­ახ­ლე­ებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გი­დე­ბიც. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვეთ ირი­ნა ხან­თა­ძეს­თან ერ­თად და შე­იქ­მ­ნა გი­დე­ბის მომ­ზა­დე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მა. შემ­დეგ კო­ლე­ჯებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და ჩა­ი­დო მდგრა­დო­ბის­თ­ვის კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც ამ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს. სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც გვაქვს. ფო­კუ­სიც უნ­და გავ­ზარ­დოთ და გაზ­რ­დილ ავ­ტო­რი­ზე­ბულ კურ­ს­ში შე­იძ­ლე­ბა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის მოთხოვ­ნაც ჩა­ი­დოს, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი კურ­სი უნ­და დავ­ტო­ვოთ, ასე­ვე, არა­ფორ­მა­ლუ­რი კურ­სის სა­ხი­თაც, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თ­ვის იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

ჩემს კო­ლეჯ­ში 63 მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და, მათ­გან 20 შე­ირ­ჩა და 17-მა შეძ­ლო დას­რუ­ლე­ბა. კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, მსმე­ნე­ლებ­მა შექ­მ­ნეს ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბი – ას­პინ­ძის, ადი­გე­ნი­სა და ახალ­ცი­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლი­ად ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბი გაჩ­ნ­და.“

მალ­ხაზ ას­ლა­მა­ზა­შ­ვი­ლი, კო­ლეჯ „აისის“ დი­რექ­ტო­რი: „ვფიქ­რობთ, კო­ლე­ჯის პროგ­რა­მე­ბი ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს უნ­და იძ­ლე­ო­დეს. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ ეს არის – მოქ­ნი­ლი და სი­ახ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­ლე­ჯი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სწრაფ ნა­ბი­ჯებს დგამს. ამი­ტომ, ჩვენ სა­ერ­თოდ არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, მა­შინ­ვე დავ­თან­ხ­მ­დით. რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ტუ­რიზ­მის ინ­დუს­ტ­რია თა­ვის­თა­ვად სა­ჭი­რო­ებს გარ­კ­ვე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას, პროგ­რა­მამ ზუს­ტად ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა/მსმე­ნე­ლებ­მა შეძ­ლეს რე­გი­ო­ნებ­ში თე­მა­ტუ­რი ტუ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა, რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

კო­ლეჯ­ში გი­დის პროგ­რა­მა აქამ­დეც გვქონ­და, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ანა­ლო­გი­ურ გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მას „სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის გი­დი“, თუმ­ცა ასე­თი ტი­პის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მა, ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მე­ბით არა­სო­დეს გვქო­ნია. ახ­ლა უკ­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად დავ­ნერ­გავთ მას და პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბის მიზ­ნით, ახა­ლი პროგ­რა­მა აუცი­ლებ­ლად გა­ივ­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­საც.

სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ­მა კო­ლეჯ­მა 15 მსმე­ნე­ლი მო­ამ­ზა­და. რაც მთა­ვა­რია, მათ ისე­თი უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნეს, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რაც ხელს შე­უწყობს იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბას, რე­გი­ონ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა აღ­მო­ჩე­ნებს ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და შემ­დეგ, ამის სა­ფუძ­ველ­ზე, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნას.

ზო­გა­დად, პი­ლო­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია, რად­გან პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცე­ი­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უკ­ვე პრაქ­ტი­კა­ში ვხე­დავთ გარ­კ­ვე­ულ ხარ­ვე­ზებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებს, სა­ით წა­ვი­დეთ შემ­დ­გომ­ში. ჩვენ შევ­ძ­ლებთ ამ ახა­ლი პროგ­რა­მის მორ­გე­ბას რე­გი­ო­ნის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

დღეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცათ ჩვენს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს და ეს არის ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სერ­ტი­ფი­კა­ტი, ხო­ლო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, ისი­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბულ სერ­ტი­ფი­კა­ტებს მი­ი­ღე­ბენ.“

თე­ო­ნა ხუ­ფე­ნია, ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი: „ზო­გა­დად სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სი­ა­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლია და გაცხად­და, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა თა­ნაბ­რად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მას კვალ­დაკ­ვალ მივ­ყ­ვე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გი გახ­ლავთ ის, რომ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის 10 წლის მან­ძილ­ზე, შე­ვი­მუ­შა­ვეთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 35 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, ამის გარ­და, უკ­ვე ახალ სტან­დარ­ტებ­თან და ჩარ­ჩო დკუ­მენ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სი 18 მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მა. შე­მიძ­ლია, ჩვე­ნი შე­დე­გე­ბი ციფ­რე­ბით და­გი­სა­ხე­ლოთ – უკ­ვე გვყავს 1000-მდე პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სე­ბით გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი 3000-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი. რად­გან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­ში ჩვენ საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და, თან დი­დი მოთხოვ­ნა გაჩ­ნ­და ამ მი­მარ­თ­ულე­ბით, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თეთ აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, უფ­რო ეფექ­ტუ­რია სწრა­ფი და მოქ­ნი­ლი პროგ­რა­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შრო­მის ბა­ზარ­ზე – და­საქ­მე­ბა­ზე. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუ­შავ­და და­მა­ტე­ბი­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რაც რე­გი­ონ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გი­დის კომ­პე­ტენ­ციებს გუ­ლის­ხ­მობ­და. მინ­და გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი და მოქ­ნი­ლი პროგ­რა­მაა, რაც მთა­ვა­რია, ეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა, სა­ით­კე­ნაც სის­ტე­მაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.“

კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა გა­მო­კითხ­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ 95% კურ­სით კმა­ყო­ფი­ლია. ყვე­ლა გა­მო­კითხუ­ლი მო­ნა­წი­ლე ადას­ტუ­რებს კურ­სის შე­სა­ბა­მი­სო­ბას და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას, ხო­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა (90%) მზა­დაა, რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ოს სხვებს, რომ გა­ი­ა­რონ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა.

„კურ­ს­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, აღ­მო­ვა­ჩი­ნო ჩემ­თ­ვის სა­ჭი­რო ნი­უ­ან­სე­ბი და ვი­ცო­დე რა არის დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე გი­დის სტან­დარ­ტი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კურ­სის პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სია“; „ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი, ამ კურ­ს­მა ბევ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მომ­ცა“; „და­მეხ­მა­რე­ბა ჩემს სო­ფელ­ში ტუ­რიზ­მი გან­ვა­ვი­თა­რო“; „თი­თო­ე­უ­ლი დღე წი­ნა­ზე უკე­თე­სი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და და­ტირ­თუ­ლი“ — ეს გა­მო­კითხულ მსმე­ნელ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბია.

კო­ლეჯ „გან­თი­ა­დის“ რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი გი­დის გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ანა გო­გე­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტ­მა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი და ცოდ­ნა შეს­ძი­ნა: „ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა ცვლი­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლ, ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­მოქ­მედ მკვლე­ვარ გი­დად. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ვის­წავ­ლე ახა­ლი პრო­დუქ­ტის აღ­მო­ჩე­ნის და ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტად გარ­დაქ­მ­ნის უნა­რე­ბი. ახ­ლა შე­მიძ­ლია შევ­ქ­მ­ნა რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კი­სა და კონ­ტექ­ს­ტის შე­სა­ბა­მი­სი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რო­გორც ზო­გა­დად ქვეყ­ნის, ისე რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის­თ­ვის. ეს გარ­კ­ვე­უ­ლი მას­ტერ­კ­ლა­სი აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის. გო­რის სახ­ლემ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწო­რედ ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი.“

შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის­თ­ვის, ანი გა­ბე­ლი­ას­თ­ვის, რო­მე­ლიც ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლობს, გი­დის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო კურ­სის მსმე­ნე­ლო­ბა კი­დევ ერ­თი პრო­ფე­სი­ის და­ე­უფ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. „პროგ­რა­მა, თა­ვის­თა­ვად, იმ გარ­კ­ვე­უ­ლი საკ­ვან­ძო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც და­მეხ­მა­რა, რაც ზო­გა­დად გიდს სჭირ­დე­ბა ისე­თი ტუ­რის და­სა­გეგ­მად, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი, ასე­ვე, იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც, რაც, ზო­გა­დად, ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა, რომ უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს. შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თ­ვა­ლო ზო­გი­ერ­თი საკ­ვან­ძო უნა­რე­ბი, რაც ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­მი­ვი­თარ­და – მა­გა­ლი­თად, კო­მუ­ნი­კა­ციის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის და ა.შ.

ინ­გ­ლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე ვსწავ­ლობ და ხში­რად ვცდი­ლობ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას. სწო­რედ ერთ-ერ­თ­მა უცხო­ელ­მა მო­მა­წო­და ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის იდეა, რო­ცა მითხ­რა, რომ ისურ­ვებ­და ჩემ­ნა­ი­რი გი­დის ყო­ლას. რო­ცა ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამ მოკ­ლე­ვა­დი­ან პროგ­რა­მა­ზე მი­ღე­ბა გა­მოცხად­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე, მსმე­ნე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. დღეს კურ­სის დას­რუ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ვი­ღე და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.“

სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ოთხი­ვე რე­გი­ო­ნი­დან, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი, USAID სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რი­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძე, USAID-ის პროგ­რა­მა „ზრდის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ბა­ი­ან კინ­გი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი, პარ­ტ­ნი­ო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში მოქ­მე­დი პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სწარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ ქი­ტი­აშ­ვილ­მა, პირ­ველ რიგ­ში, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კის მთავ­რო­ბას და პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენტრს, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ერ პრო­ექტს, რა­საც კი ხელს მო­კი­დებს, წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტულ პრო­ექტს, თა­მარ ქი­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რ­დის­თ­ვის და, რაც მთა­ვა­რია, იმ მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ზრდის­თ­ვის, რაც დღეს ტუ­რიზ­მ­ში გვაქვს, ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თვი­სობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი/კურ­სე­ბი გაჩ­ნ­და, რომ­ლე­ბიც, ერ­თი მხრივ, და­ეხ­მა­რე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბევ­რად უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სი შეს­თა­ვა­ზონ ტუ­რის­ტებს და, მე­ო­რე მხრივ, ხელს შე­უწყო­ბენ ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. დღეს ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ რო­გო­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი შექ­მ­ნეს სტუ­დენ­ტებ­მა, ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბის სა­ხით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ უკ­ვე ინო­ვა­ცი­უ­რად და­იწყეს აზ­როვ­ნე­ბა, სწო­რედ ეს შეს­ძენს და­მა­ტე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას ჩვენს ადა­მი­ა­ნურ კა­პი­ტალს და გაზ­რ­დის ქვეყ­ნის ტურ­ის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს.“

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები