27 ივლისი, შაბათი, 2024

„ინოვაციური პროექტები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის“ – KIU-ში სტუდენტების მიერ შექმნილ ბიზნეს პროექტებს კერძო სექტორი დანერგავს

spot_img

 

14 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, მენეჯმენტის სკოლის დეკანი ნათია ზედგინიძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი, პროექტში ჩართული კომპანიები და სტუდენტები.

გამოფენაზე სტუდენტების მიერ შექმნილი ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია მოეწყო და  მოწვეულ მიკრო, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ და ადგილზე აერჩიათ KIU-ს სასწავლო ჰაბში  შექმნილი შემდეგი ბიზნეს პროდუქტები: მარკეტინგის ონლაინ პლატფორმა, სასტუმროების ონლაინ პლატფორმა, ტურიზმის ონლაინ პლატფორმა, გაყიდვების ონლაინ პლატფორმა, სერვისების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.

„დღეს KIU-ს საგამოფენო სივრცეში 10-მდე ინოვაციური პროდუქტი შესთავაზეს ჩვენმა სტუდენტებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება სხვადასხვა ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრაში. პროექტი თავის მხრივ  ბიზნეს სექტორის წახალისებაცაა და ამავე დროს სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა ბაზარს შესთავაზონ გამოწვევებზე მორგებული და მოთხოვნადი სერვისები. პროექტი #KIUInnivate-ის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია KIU-ში შეიქმნას ინოვაციების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს  ინოვაციების, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემას, უნივერსიტეტისა და  ინდუსტრიისა ერთობლივ პროექტებს, ასევე, კერძო-საჯარო პარტნიორობას,“ – განაცხადა შეხვედრაზე  KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

დავით გელუტაშვილი, კომპანია „ფრუტერას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მცირე ზომის ბიზნესებს მისცა ძალიან დიდი შესაძლებლობა დაიმკვიდრონ თავი ბაზარზე და ღირსეულად წარუდგნენ მომხმარებელს. „სტარტაპებისთვის მსგავსი სახის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ უჭირთ ფინანსური რესურსების მოძიება და ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება. ჩვენნაირი კომპანიებისთვის ეს დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობაა“.

ამ ეტაპზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები კომპანიებთან, რომლებიც KIU-ს სტუდენტებისგან ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი, პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტების დაფინანსებას, რაც კერძო სექტორისთვის ფინანსური რესურსის დაზოგვის კარგი საშუალებაა. KIU-ს მიერ დაფინანსებული 6 პროექტის გარდა, კომპანიებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ თავად აწარმოონ მოლაპარაკება პროდუქტის შემქმნელებთან და შეისყიდონ წარმოდგენილი  პროექტი, ან მომსახურება.

პროექტის შესახებ:  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე ექვს თვეზე მეტია ახორციელებს პროექტს „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური  ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროექტი ხორციელდება #KIUInnovate – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების პლატფორმის ფარგლებში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები