29 აგვისტო, პარასკევი, 2025

ინკლუზიური განათლება და მისი პრინციპები

დიანა არჩვაძე

 

ინკლუზიური განთლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თუ მოზარდის ხარისხიან განთლებას სკოლამდელ,ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების დაწესებულებებში. იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა თავისებურება ახასიათებთ მოსწავლეებს.

ინკლუზიური განათლების ამომავალი დებულებაა, რომ ყველა იბადება ერთმანეთისგან განსხავებული, მაგრამ თანასწორუფლებიანი და, მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თანაბარი შესაძლებლობებით.

ინკლუზიური განათლება არის ხელმისაწვდომობის, თანამონაწილეობის და მიღწევის უფლება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩვენ დავიბადეთ თანასწორუფლებიანები, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებულნი.

ჩვენ ვართ ერთი საზოგადოების წევრები, მიუხედავად სქესისა, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნორმალური საზოგადოება ხასიათდება მრავალფეროვნებითა და სირთულით და არა იგივეობით. სტიგმა და ნეგატიური სტერეოტიპები ადეკვატურმა აღქმებმა, სხვათა უფლებებისადმი პატივისცემამ უნდა შეცვალოს.

კვლევებმა დაადგინა, რომ ჰეტეროგენულ (განსხავებული შესაძლებლობის მქონე) ბავშვთა ჯგუფებში სასწავლო პროცესი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ჰომოგენურ (ერთნაირ შესაძლებლობების) კლასებში, ვინაიდან სწავლების ის სტრატეგიები და მეთოდები (მაგ.: კეთებით სწავლება, მულტიმოდალური მიდგომა, სხვადასხვა სტრატეგიები – დამატებით ადაპტირებული ტექნიკური საშუალებები, მოდიფიცირებული დიდაქტიკური მართვა და ა.შ.) ასევე, ეხმარება ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეს, უკეთ აღიქვას და დაისწავლოს მიწოდებული მასალა (უნივერსალური სწავლის დიზაინის პრინციპები). ლ. ვიგოტსკის თეორიის თანახმად, შერეულ – სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების/უნარის მქონე მოსწავლეთა კლასში, როცა შედარებით კომპეტენტური მოსწავლეები უხსნიან და ასწავლიან თანაკლასელებს რაიმე თემას/საკითხს, ისინი ახდენენ ცოდნის ინტერიორიზაციას (გაშინაგნებას), ანუ უკეთ ითვისებენ სასწავლო მასალას. ინკლუზიური განათლება ყველასთვის სარგებლის მომტანია. ძველ დროში, განსხვავებული ტიპის მქონე ბავშვებისთვის, ანუ სსსმ პირებისთვის ჰქონდათ ინსტიტუტები, მაგრამ ნორმალიზაციის პროცესი აშშ-ში 60 წლებიდან იწყება (კიდევ უფრო ადრე ბრიტანეთსა და სკანდინავიაში). ამან განაპირობა, მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ დიდი ინსტიტუტების დაშლა და შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია. შემდგომში, ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებზეც გავრცელდა ყველა ის რეფორმა, რაც ნორმალიზაციის პროცესს მოჰყვა შედეგად – სალამანკას დეკლარაცია.

სალამანკას დეკლრაცაიაში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ:

  • ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განთლების მიღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, აწყდება თუ არა ბარიერებს სწავლისა და განვითარების პროცესში;
  • ინკლუზიურმა განათლებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი განათლების მიღება, რომელიც ბავშვებს აარიდებს არასრულფასოვნების კომპლექსსა და ამით განპირობებული უარყოფითი გრძნობების განვითარებას;
  • ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანამშრომლობას და არა კონკურენციას.

და ასევე, საქართველოში მოქმედი რეგულაციები: კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ (ინკლუზიური განთლება თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესია, რომლის ფარგლებშიც, ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიღება).

ეროვნული სასწავლო გეგმა (VIII) თავი.

ინკლუზიური განთლების განმარტება იუნესკოს მიერ: „განათლებისადმი ინკლუზიური მიდგომა ნიშნავს, რომ გათვალისწინებულ იქნეს ყოველი ინდივიდის მოთხონილებები, უზრუნვეყოფილი ყველა მოსწავლის მონაწილეობა და ხელშემწყობი მიღწევები. ინკლუზიური განთლება აღიარებს, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა და რომ ყველა ბავშვს აქვს უნუკალური მახასითეებლები, ინტერესები, შესაძლებლობები და საგანმანათლებლო საჭიროებები. ამას ადასტურებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია – საზოგადოებაში ყველა ადამიანის სრული მონაწილეობის და განათლების მიღების უფლებას. 1989 წელს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია გამოიცა.

განვიხილოთ ინკლუზიურ განთლების განთლების 7 პრინციპი:

  1. სწავლა-სწავლება ყველა ბავშვისთვის;
  2. მოსწავლეთა ინდივიდუალობის გამოკვლევა;
  3. ცრურწმენებისგან განთავისუფლება;
  4. სოციალური სამართლიანობის წახალისება;
  5. რესურსების შესაბამისად შერჩევა;
  6. კულტურებისა და რელიგიების შესახებ სწავლება (განსხვავებულობის სწავლა);
  7. გაკვეთილების შესაბამისად ადაპტირება.

რას ნიშავს სწავლა-სწავლება ყველასთვის? როდესაც ყველა მოსწავლე ჩართულია თანაბრად; სწავლება მიმდინარეობს მულტიმოდალური მიდგომით; მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თავიანთი შესაძლებლობებისა და ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მეთოდით სწავლების დროს ჩართულია ყველა შეგრძნება – ვიზუალური, სმენითი, შეხებითი (ყნოსვა, გემო, შეხება). თუ მოსწავლეს რომელიმე მოდალობა სუსტად აქვს განვითარებული, მულტიმოდალური მიდგომის დროს, ძლიერი მოდალობა ახდენს კომპენსირებას, ამ დროს სწავლა უფრო აღქმადია და დასამახსოვრებელი.

ინკლუზიური განთლების დანერგვასა და განხორციელებას ხშირად ხელს უშლის მითები და სტერეოტიპები შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ცრურწმენებისგან განთავისუფლება და პრევენცია. სსსმ მოსწავლეების სწავლების შესახებ მასწავლებლებს ზოგჯერ დაბალი მოლოდინები აქვთ, რაც აფერხებს სწავლაში მათ ჩართვას. ყველა ჩვენგანზე გავლენას ახდენს სტერეოტიპული წარმოდგენები, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით. პრევენციის საუკეთესო გზაა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, საუბარი, რომ განვავითაროთ ნდობის ატმოსფერო, რომ არ გაჩნდეს დანაშაულის გრძნობა, შეიქმნას სამართლიანობასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სასკოლო საზოგადოება.

რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობას, სკოლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ყველა ტიპის საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების დაკმაყოფილება, მათთვის ხარისხიანი განთლების მიცემაზე ზრუნვა. სკოლაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე და, ასევე, რისკ ჯგუფში მყოფი მოსწავლეების საჭიროებები. მიმდინარე პროცესები უნდა ეხებოდეს როგორც ტიპური განვითარების, ისე საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებას. სასწავლო პროცესში, ამავე დროს, მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან საუბარი – სამართლიანობის თუ უსამართლობის საკითხებზე. ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ისაუბრონ, დაფიქრდნენ, იაზროვნონ კრიტიკულად და შეეცადონ გააცნობიერონ თავიანთი როლი საზოგადოებაში.

მაშასადამე, ინკლუზიური განათლების პრინციპები განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს ხარისხიანი საგანმანათლებლო მიდგომა, რომ თითოეულმა ბავშვმა მისი საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერა და განათლება მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება