4 დეკემბერი, კვირა, 2022

ინიციატივა მოსწავლეთა მხარდასაჭერად

spot_img

მუსიკის არაფორმალური სწავლების ჯგუფი დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ მუსიკალური ნიჭი და ვოკალურ-ინსტრუმენტული ხელოვნების შესწავლის მოტივაცია, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სახელოვნებო ფაკულტეტის მასწავლებელ-კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია სთავაზობს მუსიკის სასწავლო კურსს ჰიბრიდული მეთოდით.

სასწავლო კურსი არაფორმალურია და უმეტესად წარიმართება თიმსის პლატფორმით, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, სასწავლო პროცესი – მეტაკოგნიციის სტრატეგიით. სწავლების წარმართვა შესაძლებელია ბილინგვურად (ქართულ-რუსულად ემიგრანტებისთვის, ქართველი, აფხაზი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა მოსწავლეებისთვის) და სრულიად უფასოა. არაფორმალური კურიკულუმი (სასწავლო გეგმა) მოსწავლეებს გასაუბრების დროს გაეცნობა. სასწავლო გეგმა მოიცავს მუსიკის ისტორიას, სოლფეჯიოს ელემენტებს, ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ციფრული ტექნოლოგიებით.

წელიწადში რამდენიმეჯერ, მშობლების ან მეურვეების თანხმობითა და მხარდაჭერით, მოსწავლეებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები ქუთაისში. მასტერკლასებზე, მეგი ჭანტურიას გარდა, მოსწავლეებს მხარს დაუჭერენ ქალბატონი მეგის წარჩინებული სტუდენტები და თანამშრომლები. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობები. სასწავლო კურსის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ნიჭიერი ბავშვისთვის სამუსიკო განათლება და განავითაროს მაღალი მოტივაცია შემოქმედებითი უნარების გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული შესაძლებლობის მოსწავლეებისთვის დაწესდება გამორჩეული ფორმისა და შინაარსის მხარდამჭერი ღონისძიებები/აქტივობები. პირველ ეტაპზე, გამორჩეული მუსიკალური ნიჭის მქონე მოსწავლეებისთვის ჩაინიშნება ინდივიდუალური გაკვეთილები.

♦ არაფორმალურ ჯგუფში მოხვედრის წინაპირობები

⇒ გასაუბრებით მოსწავლის შესაძლებლობების განსაზღვრა;

⇒ ნებართვა მშობლისაგან;

⇒ მოსწავლის სამოტივაციო წერილი (მიეთითება, თუ რატომ სურს ჯგუფში მოხვედრა და არიან თუ არა მშობლები/მეურვეები თანახმა, ასევე საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და თიმსის მისამართი).

იგზავნება ელექტრონულ მისამართზე: chanturia.megi@teachers.gov.ge

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი, ინტერნეტ-გამოცემა www.akhaliganatleba.ge

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები