27 ივლისი, შაბათი, 2024

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, ვაქცინაციის მინიმალურმა ასაკმა 12 წლამდე დაიწია

spot_img

11 ოქტომბრიდან დასაშვები გახდა 12 წლიდან იმ მოზარდების ვაქცინაცია, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან.

„12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის აცრის რეკომენდაციას, ამ ეტაპზე, გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ამ ასაკობრივ ჯგუფში ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება, ჩვენ, პირველ ეტაპზე, შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს გასაკეთებელი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმუნიზაციის პროცესში მოზარდების ჩართვა მხოლოდ ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, საქართველოში, ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, დაგვეწყო ვაქცინაცია თუნდაც იმიტომ, რომ შეგვეხედა როგორი იქნებოდა ამ რისკჯგუფის ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართვიანობა და ვაქცინაციაზე მოთხოვნა. როგორც კი მეტი მონაცემი დაგროვდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გამოცდილებაც მოგვემატება, რამდენიმე კვირაში, ამ საკითხს თავიდან განვიხილავთ. მოზარდების 80%-ის აცრის შემთხვევაში, ქვეყანაში ავადობა 5-ჯერ შემცირდება, ხოლო ჰოსპიტალში მოხვედრილი და გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა, სულ მცირე – 10-ჯერ“.

მისივე განცხადებით, მოზარდების ასაკობრივი აცრა, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსხვავებულად მიმდინარეობს. „ სკანდინავიის ქვეყნებმა, გულის კუნთის რისკებთან დაკავშირებით, მოდერნათი ვაქცინაცია 30 წლის ასაკამდე შეაჩერა. ბრიტანეთი, რომელიც იმუნიზაციის სფეროში ფლაგმანია და ნორვეგია, მოზარდებს ვაქცინის მხოლოდ ერთ დოზას უკეთებენ. ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დასაწყისში, ვაქცინას მხოლოდ რისკჯგუფის ბავშვებს უკეთებდა, რამდენიმე კვირის წინ მათ ამ გადაწყვეტილებას გადახედეს. ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდი გართულებების გარეშე გადააქვთ, თუ მოზარდს არ აქვს თანმხლები დაავადება, რომელიც რისკჯგუფშია.“

12 წლიდან ვაქცინაცია დაშვებულია შემდეგ ქვეყნებში:

√ საფრანგეთში ბავშვები, 12 წლიდან, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე იცრებიან;

გერმანიაში, 10 ივნისს, ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტმა დაუშვა, რომ ბავშვები 12 წლიდან, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, აიცრან ფაიზერით;

√ ავსტრიამ აგვისტოს ბოლოდან დაიწყო 12-15 წლის მოზარდების აცრა;

იტალიაში 12-15 წლის მოზარდები, 31 მაისიდან, იცრებიან ფაიზერით;

√  ესპანეთმა  12 წლიდან აცრები სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო და ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 20 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 12-19 წლამდე ასაკის პირების 55.4%-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე ჰქონდა მიღებული;

√ დიდი ბრიტანეთის რეგულატორმა უკვე დაამტკიცა ფაიზერი 12-15 წლის მოზარდებში;

√  შვეიცარიამ 4 ივნისს მიიღო 12-15 წლის ბავშვების ფაიზერით აცრის გადაწყვეტილება;

√  ისრაელმა 6 ივნისიდან დაიწყო 12-15 წლის მოზარდების აცრის კამპანია, თუმცა, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ისრაელში, მანამდეც იცრებოდნენ 16 წლამდე მოზარდები;

√ დუბაიში, მაისის შუა რიცხვებიდან, მიმდინარეობს 12-15 წლის მოზარდების აცრა ფაიზერით;

სინგაპურმა პირველი ივნისიდან დაიწყო 12-15 წლის მოზარდების აცრა;

√  იაპონიაში 28 მაისიდან დაიწყო 12-15 წლის მოზარდების აცრა ფაიზერით;

ფილიპინებმა 26 მაისს მიიღო 12-15 წლის მოზარდების აცრის გადაწყვეტილება;

√  ბრაზილია 12 წლიდან მოზარდებს ფაიზერით ცრის;

√  ჩილეში 12 წლიდან მოზარდების აცრა ნებადართულია ფაიზერით;

√  აშშ 12 წლიდან მოზარდების აცრა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო;

√  კანადამ მაისის დასაწყისში დაიწყო 12-15 წლის მოზარდების ფაიზერით აცრა;

√ ირლანდიში, 12-15 წლის ბავშებში, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 11 აგვისტოს გაიხსნა და 100 000-ზე მეტი ჯავშანი მოიცვა. პირველ უქმეებზე, დაახლოებით, 30000-მა ბავშვმა მიიღო კოვიდ ვაქცინის დოზა;

√ პოლონეთის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია. 12 წელზე უფროს ბავშვებში ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებია დაშვებული. 12-17 წლამდე ასაკის 577 562 პირი სრულადაა ვაქცინირებული;

√ დანიის ჯანდაცვის სამსახურმა 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ივლისში დაიწყო და, ამ ეტაპზე, 10-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში 58.2% პირველი დოზით, 43.6% კი სრულად ვაქცინირებულია;

√ შვედეთში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში აქვთ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა, მაგალითად, თუ ისინი თავად მიეკუთვნებიან მაღალი რისკჯგუფის კატეგორიას ან ამ ჯგუფში შემავალ პირებთან ერთად ცხოვრობენ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები