27 ივლისი, შაბათი, 2024

იმპლიციტური მეხსიერება ჩვენს პრაქტიკაში

spot_img

ლეილა დანელია

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2 საჯარო სკოლის და შპს კერძო სკოლა სხივის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი

იმპლიციტური მეხსიერება, როგორც ტერმინი, კანადელმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა, პეტერ გრაფმა გამოიყენა. ამ ტერმინის ფართო განზოგადება მოხდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურნალში ამერიკელი მეცნიერის დანიელ შაკტერის მიერ (სტატია „დასწავლა, მეხსიერება და შემეცნება“, 1985 წელი).

ტიპური დავალებების (საკლასო, საშინაო მიმდინარე დავალებები, კომპლექსური დავალებები, შემაჯამებელი დავალებები, ღიადაბოლოებიანი ტესტური დავალებები) შესრულების დროს მოსწავლეს/მოსწავლეებს უნდა ვაჩვენოთ სიტყვების კომპლექსი (წინადადება, აბზაცი, თავი, კარი – ტექსტის ნებისმიერი სეგმენტი) ან სურათი/ნახატი და მოვითხოვოთ რთული ფრაგმენტების ამოცნობა.

განზრახვის გარეშე დამახსოვრებულის, ანუ იმპლიციტური მეხსიერების საშუალებით ვლინდება  ისეთი ცოდნა, რომელიც ნასწავლია დასწავლის ეპიზოდის გარეშე. ექსპლიციტური (განზრახ დასწავლილი) მეხსიერება, როგორც წესი, სტანდარტული ტესტების დასწავლასი გვეხმარება, მაგრამ იმპლიციტურ მეხსიერებას აქვს თავისი დადებითი მხარე: ის აქტიურდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი არაა ცოდნის/მეხსიერების გააქტიურება: მაგალითად, როგორ შეიკრას ადამიანმა ზონარი უფრო კომფორტულად, ეს განზრახ არ აქვს დასწავლილი, მაგრამ ერთხელ ნანახიც კმარა (ფეხის სკამზე დადგმით).

გავიხსენებ ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე მაგალითს, რომელიც იმპლიციტური მეხსიერების საშუალებით გამოწვევის დაძლევას ასაბუთებს. კომპლექსური დავალება, რომელიც გულისხმობდა ერთი პერსონაჟის პოზიციიდან წერილის მიწერას მეორე პერსონაჟისადმი, აღმოჩნდა ამგვარი მეხსიერების ფაქტობრივი გამოყენების საშუალება, კერძოდ:

  • კლასში დაფიქსირდა წერილის და მისი წერის ფუნქციურობა;
  • კლასში ყველამ იცის პერსონაჟის შესახებ, როგორია მთავარი და არამთავარი გმირი;
  • კლასში უმეტესობამ იცის, თუ რატომ არსებობს ილუსტრაციები;
  • ადამიანები ერთმანეთთან ან კომფორტის ზონას ქმნიან, ან კონფლიქტურს.

ჩემი რეკომენდაციაა, მასწავლებლებმა მიაქციონ ყურადღება იმას, რა არის მათი მოსწავლეთა იმპლიციტური მეხსიერების საგანი და მასზე დააშენონ მსჯელობა, იდეების გენერირება, კრიტიკული გააზრება, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა, ახალი ამბის, აღწერის, შედარების კონტექსტები. ამით უკვე რამდენადმე ვავითარებთ მოსწავლეებს ჰოლისტური (კოგნიტურ-შემეცნებითი, სოციალური და ემოციური)  თვალსაზრისით. ეს კი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევას გულისხმობს (ნაწილობრივ მაინც).

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი რ., ზიმბარდო ფ., (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 270-271;

Colman, A. M. (2006) ოქსფორდის ფსიქოლოგიის ლექსიკონი (Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 368.);

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები