22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ილიაუნის სტუდენტების გამარჯვება საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის ეროვნულ რაუნდში

spot_img

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა პირველად გაიმარჯვა 2024 წლის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის (Philip C. Jessup International Law Moot Court Competition) ეროვნულ რაუნდში.

ილიაუნის სტუდენტები – ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილური, მარიამ სხვიტარიძე – ეროვნულ რაუნდში გამარჯვების შემდეგ, მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრების საერთაშორისო რაუნდებში, რომლებიც ქ. ვაშინგტონში (აშშ) 30 მარტიდან 6 აპრილამდე გაიმართება.

გუნდის ხელმძღვანელია სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი.

ეროვნული რაუნდის ფინალურ ეტაპზე ასევე მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდები.

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კონკურსის ფორმატი მოიცავს ქვეყნებს შორის სიმულაციურ დავას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები