ბოლონიის პროცესში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი „გზავნილი ევროპას“.
☑️კონკურსის მონაწილეებმა ევროპას გაუზიარეს საკუთარი ხედვა იმ ღირებულებებისა და იდეების შესახებ, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს საქართველოს ადგილს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში🇬🇪🇪🇺
„გზავნილი ევროპას“ ახალგაზრდული ხმაა, რომელიც გამოხატავს განათლების ხელმისაწვდომობის, თავისუფლების, თანასწორობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.
🎖კონკურსის გამარჯვებულები⇓⇓⇓
🔲 ნიკოლოზ ესებუა
🔲 მარიამ გუგუტიშვილი
🔲 მარიამ ბაშიროვა
🔲 მარიამ რიკაძე
🔲 დავით ბადალოვი
🇧🇪სტუდენტები ოქტომბერში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში, სადაც ისინი შეხვდებიან ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს, განათლების პოლიტიკის ექსპერტებს, ევროპული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს.
🌟საქართველოს სვლა ევროპული საუნივერსიტეტო სივრცისკენ დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველი ნაბიჯები XIX საუკუნის მიწურულს გადაიდგა, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ქართული უნივერსიტეტის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა. ილიაუნი აგრძელებს სვლას იმ გზაზე, რომელმაც საქართველო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვან ნაწილად აქცია.
#გზავნილიევროპას #გააგრძელესვლა #ბოლონიისპროცესისაქართველოში20
Bottom of Form