12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „კონფერენცია სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა სკოლაში“ გაიმართა

spot_img

17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  კონფერენცია- “სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში” გაიმართა. კონფერენცია ემსახურებოდა საქართველოში სოციალური და ემოციური განათლების პოპულარიზაციასა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ონფერენცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

კონფერენციის ფარგლებში  დამსწრეებს საკუთარი საქმიანობა  და პროგრამები გააცნეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტრომ,  შესაბამის სააგენტოებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა; საზოგადოებრივი ინიციატივები წარადგინეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პროგრამებმა: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამა,  შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი, USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამა, MAC GEORGIA და ილიას სამართლის ცენტრი.

კონფერენციაზე პანელური და ღია დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს სკოლის ბაზაზე სოციალური და ემოციური განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე, არსებულ ხელშემწყობ და ხელშემშლელ გარემოებებზე.

მერი ქადაგიძე, CTC-ის სკოლა-ლაბის პროგრამის კოორდინატორი: „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა ლაბის პროგრამა 2021 წლიდან ცდილობს ზოგადი განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში  სოციალური და ემოციური განათლებისა და უფრო ფართოდ ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების ადვოკატირებას. მივესალმებით იმ ინტერესს რაც კონფერენციამ გამოიწვია და კვლავაც გავაგრძელებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა დაინტერსებულ მხარეებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას“.

ლიკა ქურციკიძე, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტი: „მოსწავლეების ემოციური კეთილდღეობა უფრო და უფრო აქტუალური საკითხია მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით აძლიერებს როგორც მოქმედ, ასევე მომავალ პედაგოგებს და მხარს უჭერს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი სწავლების მიდგომების დანერგვასა და პოპულარიზებას.“


სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (ctc) განათლების მიმართულების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია სკოლის განვითარების ხელშეწყობა განათლების სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით, ინოვაციური მიდგომების შემუშავებისა და დანერგვის გზით. პროგრამა ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები