25 აპრილი, პარასკევი, 2025

იგეგმება თუ არა პროფესიული განათლების სტუდენტების სამხედრო სამსახურის გადავადება

spot_imgspot_img

საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა პროფესიულ განათლებაზე უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ სწავლის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა უწევთ. რა გეგმები აქვს სამინისტროს ამ მიმართულებით და საერთოდ განიხილება თუ არა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის სავალდებულო სამსახურის გადავადება სწავლის პერიოდში? მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი აცხადებს, რომ: „ეს საკითხი მართლაც პრობლემურია სტუდენტებისთვის და   ერთგვარი განმზიდავი გარემოებაა ზოგადად პროფესიული განათლების მიღების გადაწყვეტილებისას. საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს და პროფესიული განათლების სტუდენტებსაც უნდა გადაუვადდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა გზით და რა ფორმით შეიძლება წარიმართოს პროცესი უმტკივნეულოდ, ისე, რომ არ დაზარალდეს სამხედრო სამსახურის ინტერესები.“

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება