13 ივლისი, შაბათი, 2024

„იგა­ვე­ბის ენა“  – ერ­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის შე­სა­ხებ

spot_img

ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი არის ერ­თი და იმა­ვე, მო­ნა­თე­სა­ვე ან გამ­ჭო­ლი თე­მა­ტი­კის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ორი ან რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო საგ­ნის მი­ხედ­ვით და­გეგ­მი­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო-სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, სულ მცი­რე, ორი დის­ციპ­ლი­ნის და­კავ­ში­რე­ბას – ინ­ტეგ­რა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს. აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა იმა­ზე, რომ ამ დის­ციპ­ლი­ნებს შო­რის კავ­ში­რი უნ­და იყოს ორ­გა­ნუ­ლი და მა­თი შერ­წყ­მა უნ­და გვაძ­ლევ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბას, დავ­გეგ­მოთ შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი გუ­ლის­ხ­მობს რამ­დე­ნი­მე დის­ციპ­ლი­ნის სა­ერ­თო/მო­მიჯ­ნა­ვე თე­მის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი. მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ეფექ­ტი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის პე­და­გო­გი­უ­რი ეფექ­ტი სა­ყუ­რადღე­ბოა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გა­მო — იძ­ლე­ვა ცოდ­ნის სინ­თე­ზის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გვეხ­მა­რე­ბა, ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბოთ ბავშვს ერ­თი სფე­რო­დან მე­ო­რე­ში ცოდ­ნის გა­და­ტა­ნის უნა­რი, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის და გან­ზო­გა­დე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას. ამ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მი­იღ­წე­ვა ასე­ვე სი­ნამ­დ­ვი­ლის მთლი­ა­ნო­ბი­თი აღ­ქ­მა, რაც ბავშვს გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბა­ში დიდ დახ­მა­რე­ბას უწევს.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე დღეს ბევ­რი იწე­რე­ბა. სწო­რედ ასე­თი გაკ­ვე­თი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე ეჩ­ვე­ვი­ან სინ­თე­ზურ აზ­როვ­ნე­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ხდე­ბა, მაღ­ლ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში პე­და­გოგს შე­უძ­ლია და­ა­ნა­ხოს მოს­წავ­ლეს, რომ ცალ­კე­უ­ლი სას­წავ­ლო სა­გა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სით წარ­მოგ­ვიდ­გენს რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბულ შე­სას­წავლ ობი­ექ­ტებს. ინ­ტეგ­რა­ცია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სამ­ყა­რო­ზე მთლი­ა­ნო­ბი­თი წარ­მოდ­გე­ნის ფორ­მი­რე­ბის, მოვ­ლე­ნე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის არ­სე­ბი­თი ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის გა­გე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ხდე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კის ამო­ცა­ნაც ხომ ეს არის – ბავ­შ­ვის აღ­ქ­მა­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნოს, და­ა­კავ­ში­როს ცალ­კე­ულ სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, და­ეხ­მა­როს მას, შე­იქ­მ­ნას ერ­თი­ა­ნი, მთლი­ა­ნი, ფარ­თო წარ­მოდ­გე­ნა სამ­ყა­რო­ზე, ბუ­ნე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­კუ­თარ ად­გილ­ზე ამ სამ­ყა­რო­ში.

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მკა­ფი­ო­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­მი ტი­პი:

  1. დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი;
  2. პრო­ცე­დუ­რუ­ლი;
  3. პი­რო­ბი­სე­უ­ლი.

პი­რო­ბი­სე­უ­ლი ტი­პი გუ­ლის­ხ­მობს დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას და სხვა­დას­ხ­ვა კონ­­ტექ­ს­ტ­ში ტრან­ს­ფე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ IV-V კლა­სებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა (ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი: ქარ­თუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენა). გაკ­ვე­თი­ლის თე­მად შე­ვარ­ჩი­ეთ იგა­ვე­ბის ენა. გაკ­ვე­თი­ლი მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლე­ებ­ში:

♦ წიგ­ნის კითხ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დას;

♦ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

♦ კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის უნარს.

მოს­წავ­ლე­ებ­მა, პირ­ველ ეტაპ­ზე, ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე წა­ი­კითხეს ეზო­პეს იგა­ვი („კურ­დღე­ლი და კუ“), ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნეს და ტექ­ს­ტი შე­ა­და­რეს უკ­ვე არ­სე­ბულ თარ­გ­მანს; შემ­დეგ კი ერ­თად ნა­ხეს ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი;

მე­ო­რე ეტაპ­ზე: ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ააგეს ტექ­ს­ტი „დაჭ­რი­ლი ფრა­ზე­ბით“;

გაკ­ვე­თი­ლის მე­სა­მე ეტაპ­ზე, ჯგუ­ფებს და­უ­რიგ­და ორი სხვა­დას­ხ­ვა იგა­ვის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მოს­წავ­ლე­ებს უნ­და აღედ­გი­ნათ იგა­ვის სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზი და შე­ექ­მ­ნათ იგა­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი ვა­რი­ან­ტი; იგა­ვის შექ­მ­ნის შემ­დეგ, მე­ოთხე ეტაპ­ზე, ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი ჯერ ქარ­თულ, შემ­დეგ კი – ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე წა­ი­კითხეს.

გაკ­ვე­თი­ლის მე­ხუ­თე ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს  სა­გან­გე­ბოდ ამ გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟის რუ­კა და­უ­რიგ­დათ, მათ ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის­თ­ვის ქარ­თულ-ინ­გ­ლი­სუ­რად უნ­და მი­ე­წე­რათ წე­რი­ლი.

გაკ­ვე­თი­ლის დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა იმ­ს­ჯე­ლეს პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, იგა­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მეტყ­ვე­ლე­ბა­სა და მო­რალ­ზე.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­დი ინ­ტე­რე­სი­თა და ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­­ნენ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში; კო­ლე­გე­ბი­სა და დი­რექ­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, გაკ­ვე­თილ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა, ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ელ­და და შე­ფას­და. ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა. ორი­ვე ჯგუფ­მა შეძ­ლო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, დრო­ის ლი­მი­ტის დაც­ვა, ჯგუ­ფუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მსჯე­ლო­ბა, ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თ­ვე­ბო­და მუ­შა­ო­ბა­ში.

ვა­ა­ნა­ლი­ზებთ რა ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, ვფიქ­რობთ, შე­ჯა­მე­ბის ფა­ზა­ზე მე­ტი დრო რომ დაგ­ვ­რ­ჩე­ნო­და, პა­რა­ლელ­საც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად გა­ვავ­ლებ­დით ნას­წავლ მოთხ­რო­ბას­თან. ამ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­მო­მავ­ლოდ და უფ­რო მე­ტად დავ­ფიქ­რ­დე­ბით სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე.

ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის.

სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი
გუ­ლი­სა გე­გე­ში­ძე

 

ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი
თა­მუ­ნა შა­ნა­ვა

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები