27 ივლისი, შაბათი, 2024

იაპონელი პროფესორების მასტერკლასი KIU-ში

spot_img

KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონიიდან მოწვეულმა პროფესორებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს.

ტოკიო მერინ ჰოლდინგის (Tokio Marine Holdings) კორპორატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მენეჯერმა ონო ტაკაჰირომ და ამავე ჰოლდინგის საერთაშორისო ინიციატივების სპეციალისტმა ნაგამურა მასააკმა სტუდენტებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი თემაზე – „გლობალური დათბობა, მდგრადობა და ბუნებრივი კატასტროფები იაპონიის მაგალითზე“.

ონო ტაკაჰირო ჰოლდინგში ბუნებრივი კატასტროფის რისკების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ინიციატივებზე მუშაობს.

2011 წლიდან ის დახმარებას უწევდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) საგანგებო მომზადების სამუშაო ჯგუფს (EPWG) კატასტროფების რისკების მენეჯმენტში.

ამჟამად ექსპერტად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ISO), მიმდინარე პროექტებზე: TC292 „გამძლეობა და უსაფრთხოება“ და TC268 „ჭკვიანი ინფრასტრუქტურა“.

ნაგამურა მასააკი Tokyo Marine Holdings-ში მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივაზე, ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირების, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის საკითხების შესახებ.

2015 წლის იანვრიდან, კატასტროფის რისკების შემცირების კუთხით, ის მუშაობდა აზია-წყნარი ოკეანიის ეკონომიკური  გაერთიანების (APEC) ფინანსთა მინისტრების პროცესზე, ორგანიზებას უწევდა  აზია-წყნარი ოკეანიის ფინანსური ფორუმის (APFF) კატასტროფების რისკის დაფინანსებისა და დაზღვევის (DRFI) ქსელს.

მასტერკლასს მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო აკადემიური პერსონალიც დაესწრო.

მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ ნათია ზედგინიძის თქმით, იაპონელ კოლეგებთან კომუნიკაცია დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო.  თანამშრომლობის მიზანი გახლდათ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იაპონური პრაქტიკებისა და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რისკების მართვის მოდელების გაცნობა.

„ონო ტაკაჰირომ და ნაგამურა მასააკმა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით შეძლეს, აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ და ესაუბრათ გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში (SDGs), როგორი მიდგომები აქვს თავიანთ კომპანიას, როგორ ხდება მონაცემების ანალიზი და ბუნებრივი კატასტოფების პროგნოზირება (Data Analysis & Forecast). მოხარული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა შედგა და ის გაგრძელდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში ონო ტაკაჰირო და ნაგამურა მასააკი მენეჯმენტის სკოლის აკადემიურ კონფერენციაზე – „ეკონომიკა, ბიზნესი და მენეჯმენტი“ წარდგებიან, როგორც სპიკერები. ასევე, იაპონურმა მხარემ გამოთქვა სურვილი და გამოხატა ინტერესი, ჩაერთონ შემოდგომაზე დაგეგმილ 2023 წლის KIUInnovate საერთაშორისო ფორუმში – „Digital Horizons: Redefining Education for the Future“. –  განაცხადა პროფესორმა ნათია ზედგინიძემ.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის – „Optimization & Modelling“ ფარგლებში ონო ტაკაჰირო და ნაგამურა მასააკი წაიკითხავენ შესაბამის მოდულს, იაპონური გამოცხილების ინტეგრირებით. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, შეისწავლონ იაპონური მართვის პრაქტიკები, მოდელები, პროექტები.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები