3 დეკემბერი, შაბათი, 2022

თხზუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე

spot_img

მა­რი­ნა არა­ბი­ძე-აშ­ვე­თია

სსიპ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის №3 საჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თხზუ­ლე­ბის წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მით უფ­რო, რომ ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბა შე­ტა­ნი­ლია ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. უპ­რი­ა­ნია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბავ­შ­ვებს გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე, მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ა­წო­დოს.

წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა – თხზუ­ლე­ბის და­წე­რა, და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი სა­მიზ­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კ­ვე­ულ უნა­რებს მო­ითხოვს მოს­წავ­ლი­სა­გან (აპ­ლი­კან­ტი­სა­გან), რომ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს ხე­ლე­წი­ფე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ თხზუ­ლე­ბა და­ი­წე­როს, სა­ჭი­როა წე­რის სტრა­ტე­გი­ე­ბის ცოდ­ნა, ანუ უნ­და ვი­ცო­დეთ ე.წ. „ჩარ­ჩო“, რაც სპე­ცი­ფი­კუ­რია და მოს­წავ­ლეს და­ეხ­მა­რე­ბა ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბა­ში.

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან უნ­და გა­ი­მიჯ­ნოს ესე­სა და თხზუ­ლე­ბის წე­რის სპე­ცი­ფი­კა და მა­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

თხზუ­ლე­ბა არის მსჯე­ლო­ბი­თი ხა­სი­ა­თის ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ან რა­ი­მე სა­კითხის ობი­ექ­ტურ ანა­ლიზ­სა და გან­ხილ­ვას. თხზუ­ლე­ბა­ში ავ­ტო­რის ხედ­ვა სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ უნ­და იყოს, ობი­ექ­ტუ­რად უნ­და შე­ფას­დეს ან და­ხა­სი­ათ­დეს ფაქ­ტი, მოვ­ლე­ნა ან ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი.

თხზუ­ლე­ბის თე­მა­ტი­კაც (სა­მიზ­ნე თე­ზი­სი), მეტ-ნაკ­ლე­ბად, თა­ვი­დან­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია. თხზუ­ლე­ბის თე­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ან მო­ცე­მუ­ლი ეპი­ზო­დის ანა­ლი­ზი, მას­ში არ უნ­და ჩან­დეს ავ­ტო­რის ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და გან­წყო­ბა გმი­რის, ფაქ­ტი­სა თუ მოვ­ლე­ნის მი­მართ. დას­მულ სა­მიზ­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბი­თი მსჯე­ლო­ბით უნ­და წარ­მო­ჩინ­დეს სათ­ქ­მე­ლი.

თხზუ­ლე­ბის თე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ანა­ლი­ზი და მი­სი ად­გი­ლის გან­საზღ­ვ­რა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, გმი­რი და მი­სი და­ხა­სი­ა­თე­ბა, ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის შე­და­რე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა სხვა გმირ­თან, ეპო­ქის ანა­ლი­ზი, ფაქ­ტის ან მოვ­ლე­ნის ანა­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა, ეპო­ქის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და სხვ.

ესე თხზუ­ლე­ბი­სა­გან სწო­რედ იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ მას­ში მკა­ფი­ოდ ვლინ­დე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხი­სად­მი ავ­ტო­რის პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კარ­გად უნ­და ჩან­დეს ემო­ცია, მოვ­ლე­ნე­ბის აღ­ქ­მის უნა­რი. ესე­ში აუცი­ლე­ბე­ლია ავ­ტო­რის პო­ზი­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის, ნა­ნა­ხის ან წა­კითხუ­ლის არ­გუ­მენ­ტე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია თხზუ­ლე­ბი­სათ­ვის, რად­გან თხზუ­ლე­ბა გვა­ვა­ლებს არა სუ­ბი­ექ­ტურ, არა­მედ ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბას. ესეს თე­მა­ტი­კა უფ­რო ფარ­თო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ესეს თე­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აზ­რი, ზოგ­ჯერ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლიც.

მოს­წავ­ლე­ებ­მა კარ­გად უნ­და გა­ი­აზ­რონ ესე­სა და თხზუ­ლე­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი.

რო­გორც ვი­ცით, თხზუ­ლე­ბი­სათ­ვის გა­სა­აზ­რე­ბელ და­ვა­ლე­ბად მო­დის ამო­ნა­რი­დი უც­ნო­ბი ან ნაც­ნო­ბი ტექ­ს­ტე­ბი­დან.

ამას­თა­ნა­ვე, მოს­წავ­ლე­ებს ვა­წო­დებ გზამ­კ­ვ­ლევს, თხზუ­ლე­ბის წე­რის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩვე­ნე­ბით, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლია თხზუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი ეტა­პე­ბი.

რო­გორ იწე­რე­ბა თხზუ­ლე­ბა

(გზამ­კ­ვ­ლე­ვი)

  1. გა­ე­ცა­ნით ტექსტს და გა­ი­აზ­რეთ წა­კითხუ­ლი მა­სა­ლა;
  2. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ აპ­ლი­კან­ტის­თ­ვის, ამო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტია და არ გჭირ­დე­ბათ სხვა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ მა­სა­ლა­ზე იცით. ტექსტს სჭირ­დე­ბა 2-3-ჯერ წა­კითხ­ვა, გზა­დაგ­ზა მო­ნიშ­ნეთ სა­მიზ­ნე თე­ზი­სის შე­სა­ფე­რი სა­ა­ნა­ლი­ზო ად­გი­ლე­ბი;
  3. ყუ­რადღე­ბით გა­ე­ცა­ნით სა­მიზ­ნე თე­ზას (მი­მარ­თუ­ლე­ბას), რო­მელ­საც უნ­და შე­უ­სა­ბა­მოთ მსჯე­ლო­ბა და მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნოთ მუ­შა­ო­ბა, ანუ ტექ­ს­ტი უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ მო­ცე­მუ­ლი თე­ზი­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  4. თხზუ­ლე­ბის წე­რა და­იწყეთ მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბის ზო­გა­დი გა­აზ­რე­ბით;
  5. ზო­გა­დი გა­აზ­რე­ბა და­უ­კავ­ში­რეთ მო­ცე­მულ მა­სა­ლას (ტექსტს), ე.ი. მი­ა­ნიშ­ნეთ, რომ მო­ცე­მუ­ლი, სა­მიზ­ნე თე­ზი­სი კარ­გად წარ­მოჩ­ნ­დე­ბა მას­ში. ახ­სე­ნეთ მწე­რა­ლი და ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობთ;
  6. ანა­ლი­ზის დროს არ და­გა­ვიწყ­დეთ მსჯე­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცი­ტა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტი­დან;
  7. მსჯე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­მიზ­ნე თე­ზი­სის მი­ხედ­ვით, გა­ავ­ლეთ პა­რა­ლე­ლი სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან, ფილ­მებ­თან ან ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რე­ა­ლო­ბას­თან.
  8. მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მა და­უ­კავ­ში­რეთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას.
  9. მი­ა­ნიშ­ნეთ, რო­გორ შეძ­ლო მწე­რალ­მა მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით – გა­მო­სახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სათ­ქ­მე­ლი ჩვე­ნამ­დე მო­ე­ტა­ნა. მო­იყ­ვა­ნეთ თი­თო­ე­ული გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი მხატ­ვ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის 2-3 მა­გა­ლი­თი ტექ­ს­ტი­დან.
  10. და­წე­რეთ დას­კ­ვ­ნა, რო­მე­ლიც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სა­მიზ­ნე თე­ზი­სი­დან, ახ­სე­ნეთ მწე­რა­ლი და მოკ­ლედ მი­ა­ნიშ­ნეთ სა­მიზ­ნე თე­ზის­ზე, რო­გორ წრმო­ჩინ­და მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა წი­ნამ­დე­ბა­რე მა­სა­ლა­ში.
თხზუ­ლე­ბა­თა სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი

(სა­მიზ­ნე თე­ზი­სე­ბი)

  1. ხორ­ცი­ე­ლი ცხოვ­რე­ბის დათ­მო­ბი­სას წმინ­და­ნებ­საც შე­იძ­ლე­ბა სი­ნა­ნუ­ლი და­ე­უფ­ლოთ (იაკობ ცურ­ტა­ვე­ლის „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის“ ბო­ლო ეპი­ზო­დის მი­ხედ­ვით, ჯო­ჯი­კი შუ­შა­ნიკ­თან – ბო­ლო, მე-12 თა­ვი);
  2. სა­ეკ­ლე­სიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი უთან­ხ­მო­ე­ბა სა­ე­რო საქ­მე­ებ­საც ვნებს (გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლეს „გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბის“ 21-ე თა­ვის მი­ხედ­ვით – ჯა­ვა­ხე­თის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა);
  3. „გულ­ჩ­ვილ­ნი და გულ­კე­თილ­ნი ამ­ქ­ვეყ­ნად ვე­ღარ გაძ­ლე­ბენ და და­მარ­ცხ­დე­ბი­ან“ (მიხ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი­დან“, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლე თე­ი­მუ­რა­ზი­სე­ულ „სადღე­ი­სო ათ მცნე­ბა­ზე“);
  4. „ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი ცრუ იმი­ჯის შე­საქ­მ­ნე­ლად ნი­ღაბს ირ­გე­ბენ, რა­თა თა­ვი სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სად წარ­მო­ა­ჩი­ნონ“ (გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბი­დან „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“ – პირ­ვე­ლი თა­ვის მი­ხედ­ვით);
  5. „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი მწიგ­ნო­ბარ­თათ­ვის ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­დევ­ნი არი­ან“ („კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“ – მე-12 თა­ვის მი­ხედ­ვით);
  6. „უწიგ­ნუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ნიღ­ბის ჩა­მოხ­ს­ნა მხო­ლოდ მწიგ­ნობ­რებს შე­უძ­ლი­ათ“ ( „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“ – მე-13 თა­ვის მი­ხედ­ვით);
  7. და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ბე­ლა­დე­ბი (ლი­დე­რე­ბი) თა­ვი­ანთ „საწ­მ­ყ­სო­ში“ აღარ რჩე­ბი­ან, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სიც ამის დას­ტუ­რია — ანუ და­მარ­ცხე­ბუ­ლი ბე­ლა­დის ბე­დი (ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბი­დან „იგი“);
  8. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის კვა­ლი წა­რუშ­ლე­ლია – ანუ „იგის­გან დარ­ჩა ის, რაც იგი­ში იგი იყო“, რა დარ­ჩა იგის­გან?(სა­ჭი­რო მო­ნაკ­ვე­თე­ბის ამოკ­რე­ბა და ანა­ლი­ზი);
  9. გრძნო­ბა-გო­ნე­ბის ჭი­დი­ლი ადა­მი­ან­ში მძაფრ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დის­კომ­ფორტს იწ­ვევს (ალ. ყაზ­ბე­გი – „ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა“, მე-9 თა­ვის მი­ხედ­ვით);
  10. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სად­მი ჯან­საღ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­ზარ­დე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ეჩ­ვე­ვი­ან, რა­შიც მშობ­ლის რო­ლი გა­ნუ­ზო­მე­ლია (ილი­ას „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის“ მე-5 თა­ვის მი­ხედ­ვით);
  11. მკაც­რი და შე­უ­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მამ­ხი­ლე­ბელ როლს ჩი­ნე­ბუ­ლად ირ­გე­ბენ და ამ გზით ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან (ილი­ას „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის“ მე-10 თა­ვი, „მხი­ლე­ბაა თუ კად­ნი­ე­რე­ბა“?);
  12. მკაც­რი და შე­უ­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი შვი­ლე­ბის წი­ნა­შე ლო­ი­ა­ლურ­ნი ხდე­ბი­ან, რად­გან მა­თი თვა­ლე­ბით ხე­და­ვენ სამ­ყა­როს ( „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“ – მე-11 თა­ვის მი­ხედ­ვით – „ორი თვა­ლი“);
  13. სიყ­ვა­რულს დი­დი ძა­ლა აქვს, მაგ­რამ წო­დებ­რი­ვი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის ბა­რი­ერს ძნე­ლად თუ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა, უფ­რო მე­ტიც, უძ­ლუ­რია („ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“, მე-19 თა­ვი – „ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დი“);
  14. წიგ­ნ­ში ამო­კითხუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ზოგ­ჯერ, სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლო­ბი­დან ძა­ლი­ან შორ­საა („ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“, თა­ვი მე-20, „და­საწყი­სი გან­თი­ა­დი­სა“);
  15. ილი­ას პუბ­ლი­ცის­ტი­კა, ისე­ვე რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბა, „მარ­თ­ლის­თ­ქ­მის“ პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თ­ველ­თა გა­მოფხიზ­ლე­ბას (ილი­ას პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლი „რა გითხ­რათ, რით გა­გა­ხა­როთ?“);
  16. ყვარ­ყ­ვა­რიზ­მი მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის კლა­სი­კუ­რი სა­ხეა ნე­ბის­მი­ერ ეპო­ქა­ში, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ცრუ იმი­ჯის მო­სა­პო­ვებ­ლად მი­მარ­თა­ვენ (პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის პი­ე­სის „ყვარ­ყ­ვა­რე თუ­თა­ბე­რის“ პირ­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით, პა­რა­ლე­ლე­ბი კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე­სა და ჯა­ყოს­თან);
  17. პო­ზი­ტი­უ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფი­ზი­კუ­რად ზოგ­ჯერ მარ­ცხ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ისი­ნი დიდ სი­კე­თეს უდე­ბენ სა­თა­ვეს (ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ მი­ხედ­ვით);
  18. მტრის ვაჟ­კა­ცო­ბის შე­ფა­სე­ბა ღირ­სე­ბის საქ­მეა („ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ პირ­ვე­ლი თა­ვის მი­ხედ­ვით);
  19. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს, მთი­სა და ბა­რის ერ­თო­ბა მრა­ვალ­რიცხო­ვან მტერს ამარ­ცხებ­და (ვა­ჟა-ფშაველას „ბახ­ტ­რი­ო­ნის“ მი­ხედ­ვით);
  20. მტრის სი­ძულ­ვი­ლი ჩვენს წი­ნა­პარ ქა­ლებ­საც კი ბრძო­ლი­სა­კენ უბიძ­გებ­და („ბახ­ტ­რი­ო­ნის“ მე-8 და მე-9 თა­ვე­ბის მი­ხედ­ვით);
  21. მრა­ვალ­მ­ტ­რი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ ეგუ­ე­ბო­და მო­ღა­ლა­ტე­ებს და სა­თა­ნა­დოს მი­უზღავ­და, რომ მსგავ­სი სიმ­დაბ­ლე არა­ვის არას­დ­როს ჩა­ე­დი­ნა („ბახ­ტ­რი­ო­ნი“, მე-16 თა­ვი, მო­ნაკ­ვე­თი­დან – „ახ­ლა ისა ვთქვათ, ვა­ჟე­ბო, ვინ დარ­ჩა სირ­ცხ­ვი­ლი­ა­ნი…“, მე-16 და მე-17 თა­ვე­ბი);
  22. პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ერ­თ­მა­ნეთს ხელს არ უშ­ლის (ვა­ჟა ფშა­ვე­ლას პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლი­დან „კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი და პატ­რი­ო­ტიზ­მი“);
  23. მე­ფე ერეკ­ლემ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია რუ­სე­თის­კენ ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის გა­დაწყ­ვი­ტა (ერეკ­ლე მე­ფის პო­ზი­ცია არ­გუ­მენ­ტე­ბით, ნ. ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­მი­დან „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“);
  24. სჯობს ქვე­ყა­ნამ თა­ვის პრობ­ლე­მებს თა­ვად­ვე მი­ხე­დოს, რად­გა­ნაც „მო­კავ­ში­რე“ სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებს და­სახ­მა­რე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ სი­ტუ­ა­ცი­ას (სო­ლო­მონ მსა­ჯუ­ლის პო­ზი­ცია პო­ე­მა­ში „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“);
  25. ვიწ­რო პარ­ტი­კუ­ლა­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ერის­თა­ვე­ბი ხალხს იყე­ნებ­დ­ნენ მა­თი­ვე სურ­ვი­ლის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად (ალ. ყაზ­ბე­გის „ხე­ვის­ბე­რი გო­ჩას“ მე-17 თა­ვის მი­ხედ­ვით – ნუგ­ზარ არაგ­ვის ერის­თა­ვის ვე­რა­გი ზრახ­ვე­ბი);
  26. ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უფ­რო მძი­მეა, ვიდ­რე რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი­სა („ხე­ვის­ბე­რი გო­ჩას“ ბო­ლო თა­ვის მი­ხედ­ვით, მსჯე­ლო­ბა თე­მა­ზე – ვინ მოკ­ლა ონი­სე, მა­მამ თუ ხე­ვის­ბერ­მა?);
  27. კო­მუ­ნის­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ლო­ცა­ვე­ბი თა­ვის ძი­რი­თად საღ­მ­რ­თო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ას­ც­და და ბრბოს გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის წი­აღ­ში ჩა­ი­ძი­რა ( გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბი­დან „ალა­ვერ­დო­ბა“);
  28. აღ­ზ­მ­რ­დე­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აღ­ზ­რ­დი­ლის ქმე­დე­ბი­სად­მი გა­ნუ­ზო­მე­ლია (აკა­კი წე­რეთ­ლის „გამ­ზ­რ­დე­ლის“ მი­ხედ­ვით);
  29. სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა სიკ­ვ­დილ­ზე მძი­მე სას­ჯე­ლია („გამ­ზ­რ­დე­ლის“ მი­ხედ­ვით);
  30. უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ეროვ­ნულ სატ­კი­ვარს იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ (ილი­ას „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ – ლელთ-ღუ­ნი­ას­თან მწერ­ლის დი­ა­ლო­გი, ანუ ეროვ­ნუ­ლი სატ­კი­ვა­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ლელთ-ღუ­ნი­ას ნა­აზ­რევ­ში);
  31. დი­დი ილია ბრძო­ლი­სა და მოძ­რა­ო­ბის იდე­ის მქა­და­გე­ბე­ლია („მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი­დან“ შე­სატყ­ვი­სი მო­ნაკ­ვე­თე­ბის მი­ხედ­ვით – მყინ­ვა­რი­სა და თერ­გის, დღი­სა და ღა­მის შე­და­რე­ბე­ბი, ანა­ლი­ტი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა);
  32. ერის სატ­კი­ვარს უპი­რის­პირ­დე­ბა მარ­თ­ლის­თ­ქ­მის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი სა­ერ­კეა (ილი­ას „კა­ცია-ადა­მი­ა­ნის“ პირ­ვე­ლი და ბო­ლო თა­ვე­ბის მი­ხედ­ვით).

 

თხზუ­ლე­ბის ნი­მუ­ში

(მოს­წავ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი)

თხზუ­ლე­ბა თე­მა­ზე: ერის სატ­კი­ვარს უპი­რის­პირ­დე­ბა მარ­თ­ლის­თ­ქ­მის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი სარ­კეა და გამოს­წო­რე­ბის კე­თილ­შო­ბი­ლურ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მო­ცე­მუ­ლია ამო­ნა­რი­დი ილი­ას „კა­ცია-ადა­მი­ა­ნი­დან“, პრო­ლო­გი­სა და ბო­ლო თა­ვის სა­ხით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და და­ი­წე­როს მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბა:

მარ­თ­ლის­თ­ქ­მა, ანუ სი­მარ­თ­ლი­სათ­ვის თა­მა­მად თვა­ლის გას­წო­რე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მწერ­ლის ეს მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა ნათ­ლად ჩანს „კა­ცია-ადა­მი­ა­ნის“ მო­ცე­მულ მო­ნაკ­ვეთ­ში. მწერ­ლის მი­ზა­ნი კარ­გად ისა­ხე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის ეპიგ­რაფ­ში, რო­მე­ლიც ხალ­ხურ სიბ­რ­ძ­ნეს გა­მო­ხა­ტავს: „მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხე, მტერს – პირს უკა­ნაო“. ეს სიბ­რ­ძ­ნე თა­ვად შე­ა­ფა­სა მწე­რალ­მა, რაც ჩანს თა­ვად ავ­ტო­რის მი­ნა­წერ­ში: – „გო­ნი­ე­რი ან­და­ზა“. ილი­ამ იცის, რომ „მარ­თ­ლის­მ­თ­ქ­მელს ცხე­ნი შე­კაზ­მუ­ლი უნ­და ჰყავ­დეს“, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის თავს შე­იც­ნო­ბენ ლუ­არ­საბ­ში, ლა­ფის სრო­ლას და­უწყე­ბენ და გი­ჟა­დაც შე­რაცხა­ვენ, მაგ­რამ თავს ისევ ეპიგ­რა­ფად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხუ­რი სიბ­რ­ძ­ნით იიმე­დებს და ამ სიბ­რ­ძ­ნის შემ­ქ­მ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებს ხოტ­ბას ას­ხამს: „…სა­და ხარ ახ­ლა ამ გო­ნი­ე­რი სიტყ­ვე­ბის მთქმე­ლო, ვი­ცი, ხალ­ხ­ში ხარ უხი­ლა­ვო, შენ ხალ­ხის გე­ნი­ას გე­ძა­ხი­ან, მა­რად შე­უც­დო­მე­ლი და მარ­თა­ლი ხარ…“

ამის შემ­დეგ ილია გან­მარ­ტავს, თუ რა ცუ­დია ყალ­ბი მა­ა­მებ­ლო­ბა და თა­ვის პო­ზი­ცი­ას ცალ­სა­ხად აზო­გა­დებს: „ზო­გი გუ­ლის­ტ­კი­ვილს იმით იჩენს, რომ მოყ­ვა­რეს ცუდ­საც უქებს, ზო­გი კი იმი­თი, რომ ცუდს უწუ­ნებს, და­ნარ­ჩენს ჩვენ გვა­ვა­ლებს, რომ ავირ­ჩი­ოთ რო­მე­ლი უკე­თე­სია, რო­მელს უფ­რო უყ­ვარს თა­ვი­სი ხალ­ხი…

ილია იგო­ნებს ერთ გუ­ლის­შემ­ძ­ვ­რელ ამ­ბავს, რო­მე­ლიც მას უნა­ხავს ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში – ხალ­ხი რო­გორ აპამ­პუ­ლა­ვებ­და ერთ მო­ხუც დე­და­კაცს, ქა­ლა­ქის ბი­ჭებს რომ და­ე­ჭი­რათ და ხუთ გრო­შად ახ­ტუ­ნებ­დ­ნენ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან ზო­გი იცი­ნო­და და ზო­გიც ტი­რო­და… ილია გან­მარ­ტავს, რომ ვინც ტი­რო­და, ის გუ­ლით და გო­ნე­ბით ხე­დავ­და, ვინც იცი­ნო­და, მხო­ლოდ – თვა­ლით… აქ­ვე დას­ძენს მწე­რა­ლი: „გო­ნე­ბას ძნე­ლად თუ გა­ე­ცი­ნე­ბაო…“

ილი­ამ ამ მოთხ­რო­ბით სარ­კე მი­ა­წო­და ქარ­თ­ველ ხალხს და თავ­მ­დაბ­ლად გან­მარ­ტა: „სარ­კე მო­გა­წო­დე, მკითხ­ვე­ლო, მე­რე რა თუ ეს სარ­კე გაბ­ზა­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა და აქა-იქ ლა­ქე­ბი­ა­ნი­ცა, რაც მქონ­და ის მო­გარ­თ­ვი…“ თათ­ქა­რი­ძე­ო­ბა აწუ­ხებ­და მწე­რალს, მას სურ­და ეს სე­ნი მე­ტას­ტა­ზი­ვით არ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი­ყო ქარ­თ­ვე­ლებ­ში, ეს გახ­ლ­დათ მწერ­ლის კე­თილ­შო­ბი­ლი მი­ზა­ნი, მი­მარ­თუ­ლი ქარ­თ­ველ­თა ნაკ­ლის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

ამ ნა­წარ­მო­ებ­მა აღორ­ძი­ნე­ბის ხა­ნის მწე­რა­ლი და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი მო­მა­გო­ნა, რო­მელ­მაც „და­ვი­თი­ან­ში“ ბრძა­ნა: „მე თუ გინ­და თა­ვი მომ­ჭ­რან, ტა­ნი გახ­დეს გა­სა­ბე­რად,/ვინც არა ჰგავს კა­ხა­ბერ­სა, მე ვერ ვიტყ­ვი კა­ხა­ბე­რად“, ან კი­დევ: „ავს თუ ავი არ ვუ­წო­დე, კარგს სა­ხე­ლა რა და­ვარ­ქო…“

გა­მოს­წო­რე­ბის კე­თილ­შო­ბი­ლურ­მა მი­ზან­მა და­ა­წე­რი­ნა ილი­ას ქარ­თ­ველ­თა ნაკ­ლის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ლექ­სი „ბედ­ნი­ე­რი ერი“.

ასე­თი მამ­ხი­ლე­ბე­ლი პო­ზი­ცია დღე­საც სა­ჭი­როა ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის, მა­ა­მებ­ლო­ბა არა­ვის არ­გებს, სი­მარ­თ­ლის გა­შუ­ქე­ბა კი გა­მოგ­ვაფხიზ­ლებს და უკე­თე­სი მერ­მი­სის­კენ გვი­ბიძ­გებს.

მწე­რალ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით შეძ­ლო თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის მკითხ­ვე­ლამ­დე მი­ტა­ნა.

ეპი­თე­ტი: „გო­ნი­ე­რი სიტყ­ვა“, „უხე­ი­რო დამ­წერ­სა“, რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კითხ­ვა: „სა­და ხარ ახ­ლა ამ მშვე­ნი­ე­რი სიტყ­ვე­ბის მთქმე­ლო?“, შე­და­რე­ბა: „ახ­ტუ­ნებ­დ­ნენ პამ­პუ­ლა­სა­ვით“, მე­ტა­ფო­რა: „მე მი­ყივ­ლია და გა­თენ­დე­ბა, თუ არა, ეგ ღმერ­თ­მა იცის…“

ამ­რი­გად, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნაკ­ლის მხი­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ილი­ას ნა­აზ­რევ­ში ასე შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ჩინ­და. ეს პო­ზი­ცია ნამ­დ­ვი­ლად არ­გებს ქვე­ყა­ნას და და­ეხ­მა­რე­ბა ნაკ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა­ში.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები