4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

თუ შე­ნი ერ­თი მოს­წავ­ლე მა­ინც გახ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ტყუ­ი­ლად არ და­ხარ­ჯულ­ხარ!

spot_img

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 178-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა, თა­მარ ცა­ნა­ვამ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა ფულ­ბ­რა­ი­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის 6-კვი­რი­ა­ნი კურ­სი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კერ­ძოდ, ოჰა­ი­ოს შტა­ტის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ კენ­ტ­ში. გთა­ვა­ზობთ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ამე­რი­კულ შ­თა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც ჩვენს პე­და­გო­გებს უწევთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­მა­რი გვი­ამ­ბობს პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა­საც ახ­ლა, თა­ვის მოს­წავ­ლე­ებ­თან გეგ­მავს.

„…მახ­სოვს პირ­ვე­ლი დღე, რო­დე­საც სკო­ლა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნეს და პირ­ვე­ლი, რაც შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­ვი­ფიქ­რე, არა უფ­რო სწო­რად, რაც ვი­ნატ­რე, იყო ის, რომ ჩე­მი სკო­ლაც ასე­თი ყო­ფი­ლი­ყო“; „და­ახ­ლო­ე­ბით 6 სკო­ლა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ზე მე­ტად მაკ­ვირ­ვებ­და“; „რი­სიც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან შემ­შურ­და, ეს სას­კო­ლო კვე­ბაა“ – გვიყ­ვე­ბა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ინ­ტერ­ვი­უს მე­ო­რე ნა­წილ­ში კი, იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობს, რაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახ­ლავს.

პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ამე­რი­კუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

⇒ მოგ­ვი­ყე­ვით პროგ­რა­მის შე­სა­ხებ

– ფულ­ბ­რა­ი­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას (TEA Program) სრუ­ლად აფი­ნან­სებს აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ საქ­მე­თა ბი­უ­რო (ECA) და აშშ-ს მთავ­რო­ბა, ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას კი უწევს აირექ­სი (IREX).

ეს არის ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მელ­ში მოხ­ვედ­რა­საც, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ათა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მათ­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, 90 პე­და­გო­გი შე­ირ­ჩე­ვა. თი­თო მო­ნა­წი­ლე ქვე­ყ­ნი­დან 1 ან მაქ­სი­მუმ 2 კან­დი­და­ტი მო­დის. შემ­დეგ ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც 6-კვი­რი­ან ინ­ტენ­სი­ურ კურსს გა­დი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ზამ­თ­რის კო­ჰორ­ტ­ზე, ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­დის და შე­მოდ­გო­მა­ზე – ერ­თი. ეს პროგ­რა­მა ათე­უ­ლო­ბით წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ნამ­დ­ვი­ლად უკონ­კუ­რენ­ტოა მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. მე მოვ­ხ­ვ­დი ოჰა­ი­ოს შტატ­ში, ქა­ლაქ კენ­ტ­ში, რო­მე­ლიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქია და მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­ნა­ხა, რას ნიშ­ნავს ნამ­დ­ვი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში.

⇒ თა­მარ, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნა ფულ­ბ­რა­ი­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ?

– პირ­ველ რიგ­ში, და­მარ­წ­მუ­ნა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და იმა­ში, რომ არა­სო­დეს უნ­და და­ნებ­დე, რად­გან ამ პროგ­რა­მა­ში მე­სა­მედ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ბო­ლო ჯერ­ზე გა­ა­მარ­თ­ლა, გავ­ხ­დი ფი­ნა­ლის­ტი, რა­მაც ჩე­მი მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფ­რო აამაღ­ლა. შემ­დე­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის ის, რომ ამ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებს, ყო­ველ წელს, აქვთ შან­სი, ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნონ სა­კუ­თარ სკო­ლას. ასე­ვე ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი — მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან 20 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვი­ცა­ნი, მათ­თან ერ­თა­დაც შე­მიძ­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი დავ­გეგ­მო რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რაც თა­ვის­თა­ვად აისა­ხე­ბა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე.

⇒ ექ­ვ­ს­კ­ვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი?

– ექ­ვ­ს­კ­ვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ვრცელ ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რო­მე­ლიც 45-სა­ა­თი­ან სე­მი­ნარს მო­ი­ცავს ზო­გად პე­და­გო­გი­კა­ზე (მაგ., მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა, შე­ფა­სე­ბა, კლა­სის მარ­თ­ვა, მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა); 35-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი — მა­თი საგ­ნის სწავ­ლე­ბა­ში და 20-სა­ა­თი­ა­ნი სწავ­ლე­ბა კლას­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ (მაგ., და­ბალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ვა­რი­ან­ტე­ბი, უფა­სო და ღია კო­დის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე აპე­ბი და სხვ). ამ სას­წავ­ლო კურ­სებს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას აშშ-ს წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უწე­ვენ. გარ­და ამი­სა, პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 40-სა­ა­თი­ან თა­ნას­წავ­ლე­ბას გა­დი­ან, აშშ-ს პარ­ტ­ნი­ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, მათ მას­პინ­ძელ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს. თა­ნას­წავ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში და წა­რად­გე­ნენ კულ­ტუ­რულ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს რო­გორც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­შე, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც.

პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ასე­ვე, იყო და­მა­ტე­ბი­თი კულ­ტუ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და, გავ­ც­ნო­ბო­დით ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა მუ­ზე­უ­მე­ბი, თე­ატ­რი და ნაკ­რ­ძა­ლი. ვეს­ტუმ­რეთ ნი­ა­გა­რას ჩან­ჩ­ქერს, რო­მე­ლიც და­უ­ვიწყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის. კლივ­ლენ­დის თე­ატ­რ­ში და­ვეს­წა­რით ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს წიგ­ნის „საბ­რა­ლო­ნი“ მი­ხედ­ვით დად­გ­მულ მი­უ­ზიკლს, რო­მელ­შიც ბროდ­ვე­ის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ავაწყ­ვეთ 3D პრინ­ტე­რით და­ბეჭ­დი­ლი მა­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნით გა­იგ­ზავ­ნა სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მელ­თაც არ ჰქონ­დათ მა­ჯა. ლექ­ცი­ებ­ზე იწ­ვევ­დ­ნენ მკვლევ­რებს, პრო­ფე­სო­რებს და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზე და მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე (მა­გა­ლი­თად, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, დის­კ­რი­მი­ნა­ცია, პო­ლი­ტი­კა და სხვა). გვყავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­გო­ბა­რი ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ, დავ­ყავ­დით ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებ­ზე, სა­ყიდ­ლებ­ზე, გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ სა­დილ­ზე და გვაც­ნობ­დ­ნენ მა­თი კულ­ტუ­რის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კერ­ძებ­სა თუ სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დე­ტა­ლებს.

⇒ რა იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში?

– მახ­სოვს პირ­ვე­ლი დღე, რო­დე­საც სკო­ლა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნეს და პირ­ვე­ლი, რაც შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­ვი­ფიქ­რე, არა, უფ­რო სწო­რად, რაც ვი­ნატ­რე, იყო ის, რომ ჩე­მი სკო­ლაც ასე­თი ყო­ფი­ლი­ყო. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით დაწყე­ბუ­ლი, პერ­სო­ნა­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვა და რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო. უდი­დე­სი სპორ­ტუ­ლი და სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, მუ­სი­კის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ბი­ო­ლო­გი­ის და ისტ-ის ოთა­ხე­ბი. სკო­ლებს სა­კუ­თა­რი ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი და მზის ენერ­გი­ის სად­გუ­რე­ბიც კი აქვთ. ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სპორ­ტუ­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის კუთხით, ნამ­დ­ვი­ლად მა­თი ძლი­ე­რი მხა­რეა.

და­ახ­ლო­ე­ბით, 6 სკო­ლა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ზე მე­ტად მაკ­ვირ­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, თე­ო­დორ რუზ­ველ­ტის სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, და­მა­ტე­ბით, 14 პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა – სამ­რეწ­ვე­ლო, სა­ექ­თ­ნო, მე­ნეჯ­მენ­ტი, მარ­კე­ტინ­გი, სი­ლა­მა­ზე, მო­და, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო, სამ­შე­ნებ­ლო და სხვა. ახ­ლომ­დე­ბა­რე რე­გი­ო­ნე­ბის 6 სკო­ლა შე­თან­ხ­მ­და, რომ ამ სკო­ლა­ში ექ­ნე­ბო­დათ პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და ამ სკო­ლე­ბი­დან ბავ­შ­ვე­ბი, შუ­ადღის მე­რე, მოჰ­ყავთ რუზ­ველ­ტის სკო­ლა­ში, სა­დაც ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ებს ეუფ­ლე­ბი­ან, სა­ბო­ლო­ოდ კი, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უწევთ შტა­ტის დო­ნე­ზე დიპ­ლო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად.

გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა, ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სრუ­ლი ხელ­შეწყო­ბა რო­გორც რე­სურ­სე­ბით, ასე­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და კო­ლა­ბო­რა­ცია იყო თვალ­ში­სა­ცე­მი. ყვე­ლა სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლი ბორ­დი აღ­ნიშ­ნავ­და მშობ­ლე­ბის როლს სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი მშობ­ლე­ბის მი­ერ გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით ფი­ნან­ს­დე­ბა, გა­საკ­ვი­რიც არ არის მა­თი ინ­ტე­რე­სი შვი­ლე­ბის უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბისა და მისი მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის.

და კი­დევ, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო რი­სი შემ­შურ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად – სას­კო­ლო კვე­ბა! ყვე­ლა სკო­ლას აქვს უდი­დე­სი კა­ფე­ტე­რია, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ლან­ჩ­ზე გა­დი­ოდ­ნენ. ლან­ჩი სულ რა­ღაც 3 დო­ლა­რი ღირ­და და საკ­მა­ოდ დი­დი არ­ჩე­ვა­ნი იყო – ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი, ბურ­გე­რე­ბი, ჩაი, ყა­ვა, რძე და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი (ბურ­გე­რე­ბი და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, ჯან­საღ კვე­ბად არ ით­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა, მთა­ვა­რი მიდ­გო­მა, რაც ამ სკო­ლებ­ში აქვთ, არის ის, რომ საკ­ვე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის­თ­ვის იყოს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი).

⇒ რა მიდ­გო­მებს იყე­ნე­ბენ მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბი­სას?

დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ხში­რად იყე­ნე­ბენ სტან­დარ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას. ამ სის­ტე­მით, მოს­წავ­ლე­ებს აფა­სე­ბენ მა­თი პროგ­რე­სის მი­ხედ­ვით, კონ­კ­რე­ტუ­ლი სწავ­ლის სტან­დარ­ტე­ბის მიღ­წე­ვის მხრივ, მა­გა­ლი­თად, ასე­თი რამ:

— E (Exceeds Expectations)

— M (Meets Expectations

— P (Progressing)

— N (Needs Improvement)

ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი უკუ­კავ­ში­რი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის დღი­ურ პროგ­რეს­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ანუ რო­გორც ჩვენ­თა­ნაა, უფ­რო გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას იყე­ნე­ბენ, ოღონდ იქ ნამ­დ­ვი­ლად ხდე­ბა ეს და საკ­მა­ოდ დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ. ჩვენ­თან, სა­ჯა­რო­ში, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს, სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მი­ე­ცათ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და ესეც უდ­რო­ო­ბის და ჩვე­ნი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ბრა­ლია (კი­დევ იმის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი მხო­ლოდ „კარ­გი გო­გო/კარ­გი ბი­ჭი“ ჰგო­ნია და დღემ­დე ათას ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, არა­ვინ აწ­ვ­დის სწო­რად, გა­სა­გე­ბად და ხა­რის­ხი­ა­ნად).

სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე უფ­რო ტრა­დი­ცი­უ­ლი ასო­ე­ბით შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (A-დან F-მდე) და თა­ვის­თა­ვად გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლიც. სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს­კენ, შე­საძ­ლოა, უფ­რო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ GPA-ს სის­ტე­მა, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა უკეთ გა­ა­კონ­ტ­რო­ლონ და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის მო­ამ­ზა­დონ.

სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე კი უფ­რო სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ნიშ­ნის სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ანუ ნიშ­ნე­ბის სის­ტე­მა და GPA (Grade Point Average) ერ­თა­დაა. ნიშ­ნე­ბი ით­ვ­ლე­ბა GPA-ს მი­ხედ­ვით:

A = 4.0

B = 3.0

C = 2.0

D = 1.0

F = 0.0 (ჩაჭ­რა)

სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თ­ვის, ასე­ვე, სა­ჭი­როა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. თი­თო­ე­ულ სა­განს შე­სა­ბა­მი­სი კრე­დი­ტი ენი­ჭე­ბა და მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და და­აგ­რო­ვონ მი­ნი­მა­ლუ­რი კრე­დი­ტე­ბი, რა­თა და­ას­რუ­ლონ სწავ­ლა (უნი­ვერ­სი­ტე­ტის სის­ტე­მას ჰგავს).

ოჰა­ი­ოს შტატ­ში (ყვე­ლა შტატს თა­ვი­სი კუ­რი­კუ­ლუ­მი და მიდ­გო­მა აქვს), მოს­წავ­ლე­ე­ბი ასე­ვე აბა­რე­ბენ შტა­ტის სტან­დარ­ტი­ზე­ბულ ტეს­ტებს, რომ­ლე­ბიც ატეს­ტა­ტის მი­სა­ღე­ბა­დაა (State Tests) სა­ჭი­რო. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ვერ აბა­რებს და რამ­დენ­ჯერ­მე უწევთ ამ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა.

ნიშ­ნებს კი მხო­ლოდ საკ­ლა­სო მუ­შა­ო­ბა­ში წე­რენ, იმი­ტომ რომ, ძი­რი­თა­დად, და­ვა­ლე­ბებს კლას­ში აკე­თე­ბენ და სახ­ლ­ში არ აქვთ. შე­მა­ჯა­მებ­ლე­ბიც, რო­გორც ჩვენ­თან, ასე­ვეა, მი­ნი­მუმს უწე­სე­ბენ, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დენს და­ა­წე­რი­ნებს.

⇒ სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ ხდე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა?

– რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლამ­დე, სა­ჭი­როა, მი­ნი­მუმ, ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი, შემ­დეგ კი საგ­ნობ­რი­ვი კურ­სის გავ­ლა, ასე­ვე პე­და­გო­გი­უ­რი კურ­სი და პრაქ­ტი­კა სტუ­დენ­ტებ­თან. ამის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­საქ­მ­დეს სკო­ლა­ში.

პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღონ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, და­აგ­რო­ვონ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კრე­დი­ტე­ბი და გა­ი­ა­რონ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი. რო­გორც ვხე­დავთ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა ხელ­ფა­სე­ბი, სა­პენ­სიო სის­ტე­მა, დაზღ­ვე­ვა და პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის მხრი­დან და­ცუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა მათ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ბევ­რად უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ყო­ფებს.

⇒ რო­გო­რი იყო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში, თვალ­ში­სა­ცე­მია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა?

– პირ­ვე­ლი, რაც გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას თვალ­ში მომ­ხ­ვ­და, იყო პრო­ცე­სის მშვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ჩვენ­თან თუ, გა­დატ­ვირ­თუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის გა­მო, მუდ­მი­ვად „მოს­წ­რე­ბა­ზე“ ვართ, ისი­ნი არ ჩქა­რო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, თი­თო თე­მას რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი და­უთ­მონ, მაგ­რამ ბევ­რად სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ი­ა­რონ ის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხი, ვიდ­რე არ დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლემ გა­ი­აზ­რა ახ­ს­ნი­ლი მა­სა­ლა. ასე­ვე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიდ­გო­მა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან, რად­გან იგ­რ­ძ­ნო­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ორი­ვე მხა­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

⇒ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებთ იქ მი­ი­ღე­ბულ ცოდ­ნას და რას და­ნერ­გავთ ან მო­არ­გებთ ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან თქვენს გაკ­ვე­თი­ლებს?

– პირ­ველ რიგ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რის ლექ­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და­ვიწყე და ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებ­თან ვი­მუ­შაო მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ციფ­რულ სა­უ­კუ­ნე­ში, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად მო­ძი­ე­ბის და გა­და­ხა­რის­ხე­ბის უნა­რი გან­ვუ­ვი­თა­როთ. ასე­ვე, ვა­პი­რებ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად. მინ­და, სკო­ლა­ში გავ­ხ­ს­ნა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კუთხე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ვაც­ნობ და ენობ­რი­ვი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი. სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან კი მინ­და, მოს­წავ­ლე­ებს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ისე­თი უნა­რე­ბი გა­მო­ვუ­მუ­შაო, რომ­ლე­ბიც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბას და ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას შე­უწყობს ხელს.

♦♦♦

მე­ო­რე ნა­წი­ლი

მას­წავ­ლებ­ლის ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა

⇒ რო­გო­რი იყო თა­მარ ცა­ნა­ვას გზა მას­წავ­ლებ­ლო­ბამ­დე…

– გზა მას­წავ­ლებ­ლო­ბამ­დე ჩვენ­თა­ნაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­და კად­რის სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ გა­გი­მარ­თ­ლა და სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­იწყე მუ­შა­ო­ბა, ძა­ლი­ან ბევრ ბა­რი­ერს გა­დი­ხარ, დაწყე­ბუ­ლი გა­რე­მოს შე­გუ­ე­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, რად­გან ასა­კო­ვან, გა­მოც­დილ მას­წავ­ლებ­ლებს ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი მათ­სა­ვით კარ­გად ვერ ას­რუ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბებს. რო­დე­საც სკო­ლა­ში შე­დი­ხარ, სულ სხვა რე­ა­ლო­ბა გხვდე­ბა, ვიდ­რე თე­ო­რი­უ­ლად ის­წავ­ლე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლი გგო­ნია, რომ წლის ბო­ლოს, შე­საძ­ლოა, სკო­ლა და­ტო­ვო. თუ რამ­დე­ნი­მე წე­ლი გა­და­ლა­ხე და შე­გუ­ე­ბის პრო­ცე­სი და­გეწყო, მე­რე უკ­ვე იმ­დე­ნად გიყ­ვარ­დე­ბა შე­ნი პრო­ფე­სია, რომ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის სურ­ვი­ლი აღარ გაქვს. თუმ­ცა, აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და რთუ­ლი სამ­სა­ხუ­რი გაქვს არ­ჩე­უ­ლი, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რად აღ­ზ­რ­დას­თან ერ­თად, სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ქო­ნა­საც მო­ითხოვს.

⇒ რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას?

– ამა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  1. სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი

მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა: ყვე­ლა ბავ­შ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს სჭირ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან;

მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია: მშობ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბი და მოთხოვ­ნე­ბი, ხში­რად, დი­დი ზე­წო­ლაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის;

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­ქ­მა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ყო­ველ­თ­ვის სა­თა­ნა­დოდ არ ფას­დე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე.

  1. ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი

და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა: მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მი­სი შრო­მის მო­ცუ­ლო­ბას და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას;

რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა: სკო­ლებ­ში, უმე­ტე­სად, არ გვაქვს სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, რაც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს.

  1. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი

მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა: თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბი მუდ­მივ სწავ­ლა­სა და უნა­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას მო­ითხოვს, რაც, უმე­ტე­სად, ასა­კო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ერ­თ­გ­ვარ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს, ეს კი აფერ­ხებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რისხს;

სა­მუ­შა­ოს დატ­ვირ­თ­ვა: გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ტეს­ტე­ბის შედ­გე­ნა, კლა­სის მარ­თ­ვა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ითხოვს. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და ოჯა­ხის­თ­ვის დრო სა­ერ­თოდ არ გვაქვს!

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა: სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა და­მა­ტე­ბით უნა­რებ­სა და ცოდ­ნას სა­ჭი­რო­ებს, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სირ­თუ­ლეა, თუ სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა არ აქვთ.

  1. ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა

ემო­ცი­უ­რი გა­დატ­ვირ­თ­ვა: ბავ­შ­ვებ­თან და მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ხში­რია ემო­ცი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა;

სტრე­სი და გა­დაღ­ლა: მუდ­მი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­ლო­დი­ნე­ბი მას­წავ­ლებ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

⇒ თქვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით, მა­ინც რა არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა?

– სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა არის ხა­რის­ხი­ა­ნი და თა­ნას­წო­რი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა. სწო­რედ ეს გან­გ­ვას­ხ­ვა­ვებს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­გან. მათ აქვთ ეს მი­ზა­ნი – Equity – ყვე­ლას უნ­და მივ­ცეთ ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გო­რიც თი­თო­ე­ულ მათ­განს სჭირ­დე­ბა! ჩვენ­თან კი დღემ­დე ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, რომ მოს­წავ­ლე­ებს ამ­გ­ვა­რად მი­ვუდ­გეთ და სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას მი­ვაღ­წი­ოთ, რომ ყვე­ლამ სა­თი­თა­ოდ გან­საზღ­ვ­როს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ჰქონ­დეთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­სია, ხედ­ვა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. გა­და­ხე­დეთ სკო­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მებს, ისი­ნი, თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის, შაბ­ლო­ნუ­რია. იშ­ვი­ა­თად თუ ნა­ხავთ სკო­ლას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს გან­საზღ­ვ­რავს ან თემ­ში არ­სე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს არ­გებს სკო­ლის სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მას.

⇒ სკო­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჭი­რო­ე­ბა

– ვფიქ­რობ, ერთ სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ გა­მოვ­ყოფ, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს. აუცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა სკო­ლას ჰქონ­დეს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, სა­სა­დი­ლო­ე­ბი და სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, რად­გან ყვე­ლამ ვი­ცით, რომ პირ­ვე­ლა­დი სა­ბა­ზი­სო მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­რე­შე აზ­რი არ აქვს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას. თუ მოს­წავ­ლე მში­ე­რი გყავს, რო­მელ გა­ნათ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი?! თუ მო­მა­ვალ თა­ო­ბას სპორ­ტუ­ლად და ჯან­სა­ღად არ ზრდი, ე.ი. დე­მოგ­რა­ფი­ულ მო­მა­ვალ­საც საფ­რ­თხე­ში აგ­დებ; თუ სკო­ლებს ან­გ­რევ და არ აშე­ნებ, ე.ი. გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თოდ მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია ამ ქვეყ­ნის­თ­ვის!

⇒ რო­გო­რია თქვე­ნი სა­ოც­ნე­ბო სკო­ლა, სა­დაც გსურთ, თქვენ­მა შვი­ლებ­მა ის­წავ­ლონ?

– ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო სკო­ლა არის სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას ყვე­ლა­ზე მაღ­ლა აყე­ნებს. ეს სკო­ლა აერ­თი­ა­ნებს სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მოს, მე­თო­დებ­სა და ფა­სე­უ­ლო­ბებს, რაც ბავ­შ­ვებს სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ჩა­მოვ­თ­ვ­ლი რამ­დე­ნი­მე მა­ხა­სი­ა­თე­ბელს:

მე­გობ­რუ­ლი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო;

თა­ნა­მედ­რო­ვე და ეკო­ლო­გი­უ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა;

ინო­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი;

მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი;

ბავ­შ­ვის ემო­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა;

მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა;

სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ად­გი­ლობ­რივ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას;

ბედ­ნი­ე­რე­ბის და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვებს უყ­ვართ სწავ­ლა და უხა­რი­ათ მის­ვ­ლა, რად­გან მა­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო ყო­ველ­დღე იზ­რ­დე­ბა.

⇒ თა­ვი­დან რომ იწყებ­დეთ, ისევ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ­დით?

– დი­ახ, კვლავ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი, თუმ­ცა ახ­ლა ამ არ­ჩე­ვანს კი­დევ უფ­რო გა­აზ­რე­ბუ­ლად და მყა­რად მი­ვი­ღებ­დი. მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ არის მხო­ლოდ პრო­ფე­სია, ეს არის მო­ვა­ლე­ო­ბა, შთა­გო­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, მას­წავ­ლებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ტო­რია შე­დე­გი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხე­დავ. თუ შე­ნი ერ­თი მოს­წავ­ლე მა­ინც გახ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ტყუ­ი­ლად არ და­ხარ­ჯულ­ხარ!

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები